არქივი
რა ღირს ჩემპიონატი
მართალია გვიანია უკვე მაგრამ მაინც…
ჩოგბურთთან და სინქრონულ ცურვასთან შედარებით,მსოფლიო ფეხბურთში ,,მოკრძალებული’’ თანხები იდება,სამაგიეროდ ადვილად დაითვლით.
- 3 400 000 ევროს მოგებას ელოდა ,,ფიფა’’ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან.ეს 30 პროცენტით მეტია,ვიდრე 2006 წელს მიღებული მოგება.მაშინ მოგებამ,მხოლოდ მილიარდი შეადგინა.მარტო კუბამ ორმოცი მილიონი დოლარი გადაიხადა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში 98 000 000 დოლარი დაიხარჯა.უსაფრთხოებას 41 000 პოლიციელი იცავდა.
- 30 000 000 დოლარი გამოყო ,,ფიფამ” ჩემპიონი გუნდისთვის.მთლიანად კი, საპრიზო ფონდი 420 მილიონი დოლარი იყო.
- ტელეკომპანიებისთვის ტრანსლაციის უფლება ,,ფიფამ” 2 700 000 000 დოლარად გაყიდა,მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშები სეზონზე 4 მილიარდ დოლარად იყიდება.
- ზუსტად 1 280 000 000 დოლარი დაიხარჯა სამხრეთ აფრიკის სტადიონების წინასაჩემპიონატოდ ,,ფორმაში” მოსაყვანად.
- სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონატების დღეებში 483 250 ტურისტი ჩავიდა,რომლებმაც მთლიანობაში 1 066 750 000 დოლარი დახარჯეს.
- საორგანიზაციო კომიტეტს 523 000 000 დოლარი დაეხარჯა მხოლოდ საორგანიზაციო ხარჯებში.ეს 100 მილიონი დოლარით მეტი აღმოჩნდა გათვალისწინებულზე.
- 200 000 000 დოლარი დაიხარჯა ,,სოკერ სტადიუმის” რეკონსტრუქციაზე,სადაც ჩატარდა ჩემპიონატის ფინალური მატჩი.ამ სტადიონის აშენება 1989 წელს 400 მილიონი დოლარი დაჯდა.
- 400 000 000 დოლარი ღირს აბრამოვიჩის ახალი იახტა,რომელიც მილიარდელს საგანგებოდ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად აუშენეს.
- 1 600 დოლარს იღებდნენ სახეხბურთო კლუბები დღეში,რომელთა ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ ჩემპიონატში.ასოციაციამ პირველად გამოყო თანხა ამ ტიპის კომპენსაციისთვის.
- ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთი ოფიციალურად 900 დოლარად გაიყიდა.ყვლაზე იაფი-400დოლარად.
- ვუვუზელა 7,99 დოლარი ღირდა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მოჰყვებოდა