მისტიკასაკითხავისურათები

ეგზორციზმი (ეშმაკის განდევნა)

ამ პოსტში გადავწიყვიტე ვისაუბრო თემაზე რომელიც თითქმის ყველასთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია – ეგზორციზმი, იგივე ეშმაკის განდევნა…

სიტყვა ეგზორციზმი მოდის ბერძნული სიტყვიდან ek horkizo, რაც ნიშნავს ”მე ვაიძულებ (ვიღაცას) დაიფიცოს”. ეგზორციზმი არის ეშმაკის (დემონის) განდევნა ადამიანისგან ან ადგილიდან, როდესაც არსებობს საფუძველი იმისა, რომ ადამიანი (ან ადგილი) შეპყრობილია ეშმაკით (დემონით). ეგზორციზმი უკვე გვხვდება ქრისტიანობის დასაწყისში, თუმცა აღნიშნული რიტუალის საფუძვლები ბევრად ადრე არსებობდა სხვა კულტურებსა თუ რელიგიებშიქრისტიანულ პრაქტიკაში ეგზორციზმს ატარებს სამღვდელო პირი (ეგზორცისტი). ეგზორცისტი რიტუალის დროს იყენებს სიმბოლოებს (ძირითადად ჯვარს), ნაკურთხ წყალს, მარილს, ღვინოს (როგორც ქრისტეს სისხლი), ლოცვებს და ძირითადად მიმართავს ღმერთს/იესო ქრისტეს, ანგელოზებს/მთავარანგელოზებს.

როგორც წესი ”ეშმაკით შეპყრობილი” ადამიანები არ აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე და არც ბუნებით არიან მოწოდებული ემსახურონ ბოროტებას. ეგზორციზმის რიტუალი ემსახურება შეპყრობილი ადამიანის განკურნებას. ეგზორციზმის პროცესში შეპყრობილ ადამიანს არ აყენებენ ფიზიკურ ვნებას, საჭიროების შემთხვევაში (როდესაც არსებობს ძალადობის მუქარა) შეპყრობილ ადამიანს აბამენ.

ეგზორციზმი ტარდება (ქრისტიანობაში) ქრისტეს სახელით და მისი ძალით, ვინაიდან ქრისტემ თავის მოწაფეებს უბრძანა განედევნათ ბოროტი სულები ადამიანებისგან (რაც გვხვდება მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებებში).

ეგზორციზმი ამჟამად გვხვდება რომაულ რიტუალებში, ხოლო მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეგზორციზმის ანალოგიას წარმოადგენს ე.წ. ”კვეთებული”.

არსებობს 2 სახის ეგზორციზმი:
1. ”საზეიმო ეგზორციზმი” (Solemn Exorcism) – აღნიშნული რიტუალის ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ მღვდლებს, რომელსაც ამ საქმის შესასრულებლად უფლებას აძლევს ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი. თვითნებურად მღვდლებს ეკრძალებათ ეგზორციზმის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება. იმისთვის, რომ გაიცეს ეგზორციზმის ჩატარების უფლება, აუცილებელია ეკლესია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ საქმე რეალურად ეხება ”ეშმაკით შეპყრობას”.

2. ”მარტივი ეგზორციზმი” (Simple Exorcism) – აღნიშნულ შემთხვევაშიც რიტუალს ატარებს მღვდელი ან დიაკვანი, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური უფლება საჭიროებას არ წარმოადგენს და შესაბამისად გამოიყენება შედარებით მარტივ შემთხვევებში.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეპყრობილია არა ერთი არამედ რამოდენიმე დემონით.
ეგზორცისტისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია პროცესის განმავლობაში მას თავად ”ჩაუსახლდეს დემონი” (თავად აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში), ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ატარებს აღნიშნულ რიტუალს იყოს რაც შეიძლება წმინდა (ნაკლებად ცოდვილი), დარწმუნებული იყოს თავის რწმენაში.

ეგზორციზმის რიტუალი რამოდენიმე საფეხურისგან შედგება:
ყოფნა (დასწრება): ეგზორცისტი და მისი დამხმარეები გრძნობენ (ხვდებიან), რომ პირისპირ რჩებიან მათთვის უცნობ არსებასთან. ყველა ღონისძიება, რომელსაც აღნიშნული არსება იღებს მათ წინააღმდეგ გამოიხატება მსხვერპლის უშუალო ქმედებეში. ეგზორცისტის პირველ და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს დააზუსტოს ვისთან აქვს საქმე და რაც მთავარია გაიგოს მისი სახელი (როგორც წესი ეს ყველაზე რთული საფეხურია).

გატეხვა: ეს არის მომენტი, როდესაც ეშმაკს ”ნიღაბს ხსნიან”, ხდება მისი ”გამოტეხვა/გამოაშკარავება”. ამ დროს იწყება სრული პანიკა, დაბნეულობა, რომელიც გამოიხატება ყვრილში, თვითდაშავებაში, ხავილში და ა.შ. შემდეგ ის იწყებს უშუალოდ მსხვერპლთან საუბარს და თავს არიდებს ეგზორცისტთან კონტაქტს.

ხმა: ეს წინა პუქტის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია, როდესაც დემონი გამოსცემს ენით აუწერელ ხმას, ადამიანისთვის ყოვლად აუტანელს, ამიტომ სანამ დემონი არ გაჩუმდება მანამ არ გრძელდება რიტუალი (შეუძლებელია გაგრძელება).

შეჯახება: ეს არის მომენტი, როდესაც დემონი ჩუმდება, რაც ფაქტიურად ნიშნავს რომ ზე-ძალამ გაიმარჯვა. ამ მომენტში ეგზორცისტი ერთი ერთზე რჩება დემონთან ბრძოლაში და ცდილობს მოიპოვოს მასზე რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია იმისთვის რომ მისი კონტროლი იყოს შესაძლებელი. დემონსა და მსხვერპლს შორის არსებობს საკმაოდ მყარი კავშირი, ვინაიდან დემონს სჭირდება ადგილი სადაც ის იარსებებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ჯოჯოხეთში დაბრუნება. ანუ დემონი იბრძვის ჯოჯოხეთის გარეთ არსებობისთვის.

განდევნა/გაძევება: ეს არის ღვთის ნების გამარჯვების ტრიუმფი, ეშმაკი (დემონი) ტოვებს სხეულს იესოს სახელით. მსხვერპლს შეიძლება ბუნდოვნად ან საერთოდ არ ახსოვდეს მომხდარი.
ყველა შემთხვევაში აღნიშნული რიტუალი წარმატებით არ სრულდება, არსებობს მსხვერპლის გარდაცვალების რისკი ან შესაძლოა საერთოდ ვერ მოხერხდეს ეშმაკის განდევნა და რიტუალის ჩატარება თავიდან გახდეს საჭირო. არსებობს შემთხვევები, როდესაც ეგზორციზმი ერთ ადამიანს უტარდება არა ერთხელ. მაგ. ანელიზ მიშელს (ამაზე შემდეგ პოსტში ვისაუბრებ დეტალურად) ჩაუტარდა 70-ზე მეტი ეგზორციზმის რიტუალი, თუმცა არც ერთი არ დასრულებულა წარმატებით, მსხვერპლი კი დაიღუპა.

ასევე ჩემი მოწონება დაიმსახურა ამ ვიდეომ ნახეთ და დარწმუნდით ამ ყველაფერში

საჭიროა ინგლისურის ცოდნა

რეალური ისტორია, რომელიც მოხდა 1949 წელს, სენტ ლუისში

ეს დაიწყო 1949 წლის იანვარში, 13 წლის ბიჭი როლანდი (მისი კონფიდენციალობის დასაცავდ პრესაში მოიხსენიებოდა როგორც რობი), რომელიც ცხოვრობდა მშობლებთან და ბებიასთან ერთად მერილენდის შტატში, ქ. რენიერში, ძალიან ახლოს იყო დეიდასთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს სენტ ლუისიდან (მისური). დეიდა იყო მედიუმი და აცხადებდა, რომ მას შეეძლო ურთიერთობა სულების სამყაროსთან. დეიდამ რობი არა მარტო ძალიან დააინტერესა ამ საკითხით, არამედ ასწავლა სპირიტიზმის დაფის (Ouija board)-ის გამოყენებაც.დეიდა ძალიან უცბად გარდაიცვალა იმავე წლის 26 იანვარს, როლანდი (რობი) კი აქტიურად განაგრძობდა აღნიშნული დაფის გამოყენებას მასთან და სხვებთან საკომუნიკაციოდ. მალევე ძალიან უცნაური მოვლენები დაიწყო სახლში. ისმოდა დაცემის და კედლის კაწვრის ხმები, თუმცა მღრღნელების რაიმე სახის კვალის მიგნება სახლში ვერ მოხერხდა. ცოტა ხანში მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბა და უფრო უცნაური გახდა. ბიჭის ოთახში ნივთები თავისით მოძრაობდნენ და საწოლი, რომელზეც იწვა ყველანაირი მიზეზის გარეშე იწყებდა ქანაობას და ჯანჯღარს. ოთახში იესო ქრისტეს სურათიც (ხატი) შესამჩნევად იწყებდა მოძრაობას. თავიდან ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ ბავშვი იგონებდა ყველაფერს და ეს მხოლოდ მისი ცელქობა იყო, თუმცა ვინაიდან მოვლენები არ შემცირდა, მათაც დაიწყეს იმის დაჯერება, რომ ეს ყოველივე რეალურად ხდებოდა. ოჯახმა იფიქრა, რომ გარდაცვლილი დეიდა ცდილობდა მათთან კონტაქტში შესვლას, ისინი ”ესაუბრნენ” მას და სთხოვეს რაიმე ნიშანი მიეცა მათთვის. ღამღამობით როლანდს ესმოდა კაწვრის ხმა საწოლის ქვეშიდან და ხშირად იტანჯებოდა კოშმარებით. მალევე ბავშვის მდგომარეობა შიეცვალა გახდა ნერვიული, აგრესიული, იყო მუდმივად გაბრაზებული. ვინაიდან ბავშვის სულიერი მდგომარეობა ასე სწრაფად იცვლებოდა, ოჯახმა მოიწვია ლუთერანი მღვდელი.

მღვდელი შულცი რამოდენიმე ღამის განმავლობაში აკვირდებოდა ბავშვს, რის შედეგადაც ის გახდა მოწმე იმისა, რომ როლანდი მთელი ღამის განმავლობაში სასტიკად იტანჯებოდა, ხევდა თეთრეულს და იკრუნჩხბოდა. ვინაიდან პასტორი შულცი იყო ლუთერანი, ის ამგვარ საკითხებს ძალიან სკეპტიკურად უდგებოდა. მისივე რჩევით როლანდი ოჯახმა მიიყვანა მერილენდის შტატის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსკვლევად. ბავშვს ჩაუტარდა ყველანაირი გამოკვლევა ორჯერ, თუმცა ვერანაირი გადახრა ვერ დადგინდა. ბავშვის მდგომარეობა კი მძიმდებოდა, ის მთელი ღამის განმავლობაში თითქოს აგონიაში იმყოფებოდა, იკრუნჩხებოდა. მალევე ბავშვს ტანზე გაუჩნდა ნაკაწრები და სწორედ ამის შემდეგ პასტორმა შულცმა გადაწყვიტა, რომ ეს იყოს კათოლიკეების საქმე, ვინაიდან ლუთერანები არ ცნობენ ეშმაკით შეპყრობას და ეგზორციზმს.

როლანდმა და მისმა მშობლებმა მიაკითხეს რეინერის ეკლესიას. მღვდელთან საუბრისას, როლანდი საუბრობდა მისთვის სრულიად უცხო ხმით და შეურაცხყოფას აყენებდა მღვდელს. საუბრისას ოთახში ძალიან აცივდა. მღვდელი ჰიუსი თავიდან სკეპტიკურად განეწყო საკითხისადმი, თუმცა საუბარში როლანდმა მას ლათინურად მიმართა და დაიწყო ამ ენაზე ლაპარაკი, 13 წლის როლანდმა კი ეს ენა არ იცოდა. შეძრწუნებულმა მღვდელმა, მიმართა ქალაქის ეკლესიის წინამძღვარს ეგზორციზმის ჩატარების მოთხოვნით. მღვდელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ როლანდი შეპყრობილი იყო ეშმაკით. საქმის მასალების, ფაქტების და სამედიცინო დასკვნების გაცნობის შემდეგ კარდინალმა ო’ბოილმა თანხმობა გასცა ეგზორციზმის ჩატარებაზე.

როლანდი წაიყვანეს ჯორჯთაუნის ჰოსპიტალში სადაც მღვდელმა ჰიუსმა დაიწყო ეგზორციზმი. როლანდი ძალიან აგრესიული გახდა, ხტუინავდა, ყვიროდა და შეურაცყოფას აყენებდა მღვდელს. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის ბავშვი დაბმული იყო საწოლზე (ეგზორციზმის დროს ხშირად დგება ამის საჭიროება, თუკი მსხვერპლი აგრესიულია), როლანდმა გაწყვიტა ჯაჭვი, რომლითაც სერიოზული ზიანი მიაყენა მღვდელს მარცხენა მხრიდან მაჯამდე. მის ჭრილობას დაახლოებით 100 ნაკერი დასჭირდა. მღვდელმა შეწყვიტა ეგზორციზმი და აღარც განუახლებია. ამის შემდეგ როლანდი შედარებით დამშვიდდა, არც განვითარებული მოვლენები ახსოვდა და შესაბამისად სახლში დაბრუნდა.

ოჯახის ნათესავი, რომელიც სენტ ლუისის უნივერსიტეტში სწავლობდა, აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრა ერთ-ერთ მღვდელს (ეკლესიის წინამძღვარს), რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა მამა ბოუდერნს.

შესაბამისად აღნიშნული 2 მღვდელი და ახალგაზრდა მღვდელი უოლტერ ჰალორანი 1949 წლის 9 მარტს მივიდნენ როლანდთან სასაუბროდ. მათ დააფიქსირეს ბავშვის მუცელზე ზიგზაგისებური ნაკაწრები და მოწმენი გახდნენ ყველა აუხსნელი მოვლენის, რომელიც ხდებოდა ბავშვის ოთახში. მღვდლებმა მიმართეს კარდინალ რიტერს რათა მიეღოთ ეგზორციზმის ჩატარების უფლება. კარდინალი გაეცნო მტკიცებულებებს, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციასაც და თანხმობა გასცა ეგზორციზმის ჩატარებაზე 16 მარტს.

როგორც კი მღვდლებმა დაიწყეს ეგზორციზმის ჩატარება, როლანდი მაშინვე აგრესიული გახდა., ღმუოდა, იკრუნჩხებოდა. მის მუცელზე გაჩნდა ახალი ნაკაწრები. როლანდი ლანძღავდა მღვდლებს და იცინოდა.

იმისთვის, რომ როლანდს საკუთარი თავისთვის არ მიეყენებინა ზიანი და ასევე ოჯახის წევრებიც შედარებით დაცულები ყოფილიყვნენ, ბავშვი მოათავსეს ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ განყოფილებაში.


(ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფოტო, სადაც როლანდი გადაიყვანეს)

მამა ბოუდერნ იქ აგრძელებდა ეგზორციზმს. იგი აკეთებდა ჩანაწერებს ამასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ მომავალში დახმარებოდა თავისი გამოცდილებით სხვა იგივე მდგომარეობაში მყოფ მღვდლებს. მღვდელმა ეგზორციზმი დაიწყო რომაული რიტუალის სტანდარული ლოცვებით, როლანდი ყვიროდა, და იკრუნჩხებოდა ტკივილისგან. ღმერთის ნებისმიერი ხსენების დროს ახალი ნაკაწრები ჩნდებოდა ბავშვის მუცელზე და მკერდზე. მღვდლის დღიურში არის ასეთი ჩანაწერი, დემონი ეუბნება მას: ”მე ვარ ჯოჯოხეთში, მე გხედავ შენ, შენ ჯოჯოხეთში ხარ და 1957 წელია”. როგორც ჩანს ამან საკმაოდ დიდი ეფექტი მოახდინა მღველზე. ბავშვი აფურთხებდა ოთახში მყოფ ადამიანებს. ”ის დაახლოებით ოთხი ფუტის დაშორებით იმყოფებოდა ყველა ოთახში მყოფისგან, თვალები დახუჭული ჰქონდა თუმცა ახერხებდა იმას, რომ ყველას აფურთხებდა სახეში” – ამბობდა ჰალორანი. ლოცვები გრძელდებოდა მთელი ღამე, გათენებამდე, შემდეგ როლანდი იძინებდა. მისი მდგომარეობა მძიმდებოდა. ბავშვი ლანძღავდა ოთახში მყოფებს, წყევლიდა, ყვიროდა და ოთახში მყოფ მამაკაცებზე სექსუალური ხასიათის მითითებებს აკეთებდა.


(ეს არის ფოტო იმ დღიურის, რომელსაც წერდა მღვდელი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით)

ერთ-ერთი ეგზორციზმის ღამეს, როდესაც მღვდლება დაიჩოქეს მის თავთან, რათა ელოცათ მან ცხვირი გაუტეხა მამა ჰალორანს. ის ავრცელებდა მღვდლებზე ისეთი კომპრომატული ხასიათის ინფორმაციებს, რომლებიც მას არ შეიძლება ცოდნოდა. თუმცა დილაობით ბავშვი საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა, ეძინა და ამბობდა, რომ არაფერი ახსოვდა იმის შესახებ თუ რა მოხდა ღამით.

თუმცა ეგზორციზმი უკვე ჩიხში შედიოდა, შედეგი არ ჰქონდა, მღვდები დამატებით ლიტერატურას ეცნობოდნენ ეშმაკით შეპყრობის შესახებ. ბოუდერნი გაეცნო 1870 წლის ეგზორციზმის შემთხვევას, რომელიც ასე თუ ისე გავდა, როლანდის სიტუაციას და შეიმუშავა ახალი სტრატეგია. 18 აპრილის ღამეს ეგზორციზმის რიტუალი განახლდა. ბოუდერნმა აიძულა როლანდს გაეკეთებინა ყელზე რელიგიური სიმბოლოები და ხელში დაეჭირა ჯვარცმა. უცბად, როლანდი აღივსო სინანულით და დაიწყო კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავდა ესა თუ ის ლათინური ლოცვა, თუმცა მღვდელბი პასუხს არ სცემდნენ (ეგზორციზმის რიტუალში ზოგადად მიღებულია, რომ თუკი დემონი აგრესიით ვერაფერს აღწევს ის ცდილობს გახდეს დამყოლი და თავი მოაჩვენოს ისე თითქოს ნანობს ან საერთოდ აღარ არის იქ, თუმცა ამ დროს რიტუალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს). მღვდელმა უბრძანა მას ეთქვა თავის სახელი და დრო როდესაც დატოვებდა ბავშვს (ესეც რიტუალის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილია), როლანდს უცბად ისევ საშინელი აგრესია მოეძალა, ხუთი ადამიანი აკავებდა მას, ის კი ყვიროდა, რომ იყო ”დაცემული ანგელოზი”, ამასობაში მღვდელი აგრძელებდა რიტუალს. საათების განმავლობაში მღვდელი კითხულობდა ლოცვებს და უბრძანებდა მას ეთქვა სახელი, ბოლოს როლანდმა ხმამაღალი, მამაკაცური ხმით თავი წარადგინა: ”წმ. მიქაელი, მთავარანგელოზი”, ეს ხმა ბრძანებდა, რომ დემონს დაეტოვებინა ბავშვი. ამის შემდეგ ბავშვი ჩავარდა კრუნჩხვებში, დაეწყო სპაზმები. ცოტა ხანში კი სრულიად გაჩუმდა, შემდეგ წამოჯდა და სრულიად ნორმალური ხმით დაიწყო საუბარი, ბავშვი ამბობდა, რომ ნახა მთავარანგელოზი მიქაელი, ცეცხლოვანი მიახვილით, რომელმაც განდევნა ეშმაკი (ქრისტიანობაში ცნობილია, რომ მთავარნგელოზი მიქაელი ებრძვის ეშმაკს და ბოლოს ამარცხებს მას).

ამის შემდეგ 12 დღეში, როლანდი მშობლებთან ერთად სენტ ლუისიდან დაბრუნდა მერილენდში. 1949 წლის მაისში მან წერილი მისწერა მამა ბოუდერნს, იმის შესახებ, რომ ის კარგად იყო, ყავდა ახალი ძაღლი და თავს ბედნიერად გრძნობდა. როლანდი ბოლომდე ცხოვრობდა მერილენდის შტატში, ყავდა სამი შვილი.

მამა ბოუდერნი ცხოვრების ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მოვლენები, რომლებშიც ის იღებდა მონაწილეობას იყო სრულიად რეალური და საქმე ეშმაკით შეპყრობასთან ქონდათ, ის აცხადებდა, რომ ამის არა ერთი მოწმე არსებობს.

საბოლოოდ კათოლოკურმა ეკლესიამ გააკეთა დასკვნა, რომ ეს იყო ”ეშმაკით შეპყრობის ფაქტი”. როგორც მამა ნიკოლა აცხადებს, აღნიშნულ დასკვნაზე ხელს აწერს 41 ადამიანი, რომლებმაც თავად იხილეს ყველა აუხსნელი მოვლენა. ბევრი აცხადებს, რომ როლანდს ჰქონდა ფსიქიური აშლილობა და ეშმაკით შეპყრობა არაფერ შუაშია, თუმცა ყველა ვინც ამას აცხადებს, არის ადამიანი, რომელსაც უშუალოდ ამ შემთხვევასთან შეხება არასოდეს ჰქონია.

ამ ისტორიაზეა გადაღებული ძალიან ცნობილი ფილმი ”ეგზორცისტი”, რომელიც გამოვიდა 1973 წელს.

Exorcist -The Beginning

პრიკვლი ‘სატანის განდევნელი’. ფილმი გადაგვიტანს ჩვენ ბოროტული ისტორიის დასაწყისში, როდესაც ახალგაზრდა მღვდელი მერინი თავისი მისიონერული სამსახურის შესრულებისას აფრიკაში პირველად შეხვდება, რომელიც პატარა ბიჭის სხეულში ჩასახლდება…

თუ ეს თემა ( პოსტი ) დაიმსახურებს ხალხის მოწონებას აუცილებლად დავდებ იგივე შინაარსის პოსტს.

წყარო: finiki.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close