გასართობისაკითხავისასარგებლო

ეს საინტერესოა…

1.იოჰან სებასტიან ბახი ბრწყინვალედ უკრავდა ორღანსა და კლავესინზე. 1717 წელს დრეზდენში ჩამოვიდა ფრანგი ორღანისტი მარშანი და მაშინვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,ჩაეტარებინათ შეჯიბრი ბახსა და მარშანს შორის.
დანიშნულ დღეს მარშანმა შეასრულა ფრანგული არია,რითაც მოხიბლა მსმენელი. შემდეგ ორღანს მიუჯდა ბახი… მან დაუკრა იგივე არია,დაზუსტებით,თავისი ნიუანსებით,თუმცა პირველად ესმოდა იგი…შემდეგ კი გადავიდა საკუთარ ნაწარმოებებზე.ხალხისათვის ცხადი იყო,ვინ გაიმარჯვა,მაგრამ ყველას სურდა მეორე დღესაც მოემინათ მუსიკოსებისათვის. მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, მარშანმა მეორე დღესვე დატოვა დრეზდენი…:)

2.გერმანულიდან ბახის სახელი-იოჰანი-ითარგმნება,როგორც-ნაკადული.
” ნაკადული კი არა,-ზღვა უნდა იყოს მისი სახელი…” ამბობდა კომპოზიტორზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.:))

3.ერთი მღვდლის კითხვაზე -ცოლი რად არ მოგყავსო, მიქელანჯელომ უპასუხა- ხელოვნება ეჭვიანიაო…

4. მე-14-ე საუკუნეში არსებობდა დირიჟორობის “ხმამაღალი” ფორმა,რომლისთვისაც გამოიყენებოდა
ჩვეულებრივი გრძელი ჯოხი- ბატუტა (იტალ.battuta).დირიჟორი ბატუტას იატაკს ურტყამდა, ტაქტის ზომის მიხედვით.
ერთხელ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს სასახლის კომპოზიტორი Jan Batist Lully დირიჟორობდა ორკესტრს.ის მეტად ძლიერად ურტყამდა ბატუტას, რათა მუსიკოსებს კარგად გაეგონათ რითმი, მაგრამ შემთხვევით იატაკის ნაცვლად ფეხზე დაირტყა სადირიჟორო ჯოხი. ბატუტათი ნატკენი ფეხი სულ უფრო უარესდებოდა და საბოლოოდ კომპოზიტორის სიკვდილის მიზეზი გახდა.

5. ერთხელ ევკლიდეს ჰკითხეს:
-რას აირჩევდი,ორ მთელ ვაშლს, თუ ოთხ ცალ ნახევარს ?
-ოთხ ნახევარს. უპასუხა ევკლიდემ.
-რატომ, ეს ხომ ერთი და იგივეა?
-რა თქმა უნდა – არა. რადგან,თუ ავირჩევ ნახევარს,მაშინვე დავინახავ ჭიანია,თუ არა ეს ვაშლები. :)):)))

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close