კულტურა

ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს

614aa26aa6a7

ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, სამარხი ქალს უნდა ეკუთვნოდეს.

„ტაძრის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია ქალის მდიდრული სამარხი, რომელიც სავარუდოდ, დედოფალი უნდა იყოს, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებით ამ ეტაპზე რამის თქმა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაგრატის ტაძარში, შესაძლოა, თამარ მეფეც ყოფილიყო დაკრძალული.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სამარხში დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები და სხვადასხვა სამკაულები არის თავმოყრილი. ამავე სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისისაკენ უკვე გაეშურნენ. ჯერჯერობით დაუზუსტებელია თუ რომელი საუკუნით თარიღდება აღნიშნული სამარხი.

გავრცელებული ცნობით, ძვირფასეულობა იმდენად დიდი რაოდენობისა და მნიშვნელობისაა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები იცავენ.

მსგავსი ამბები

Back to top button