საკითხავისასარგებლო

The French Angel, ანუ “შრეკის” პროტოტიპი

არსებობს მოსაზრება, რომ მორის ტილეტის სახე უდევს საფუძვლად CGI-ის მიერ შექმნილ ანიმაციურ პერსონაჟ შრეკს.

მორის ტილე (Maurice Tillet) (მოგვიანებით მას სხვა მრავალ ზედმეტსახელთან ერთად, ამერიკელებმა ფრანგი აგელოზი შეარქვეს – “the French Angel”) დაიბადა საფრანგეთში დაახლოებით 1903 წელს. მორისი იყო უაღრესად განათლებული ახლგაზრდა კაცი, საუბრობდა 14 სხვადასხვა ენაზე. ბევრმა არ იცის, რომ იგი იყო პოეტი და ისწრაფვოდა მსახიობობისკენ.

თუმცა 20 წლის ასაკიდან მას განუვითარდა იშვიათი დაავადება – აქრომეგალია – რომელიც იწვევს ადამიანის ძვლების არანორმალურ ზრდას, რის შედაგადაც დამახინჯებამ მიიღო სავალალო პროპორციები ( ამ დროს ის უკვე მოჭიდავე გახლდათ და დაავადების გამო მას თანამედროვეები ”ანდრე გიგანტს” ან ”გოლიათ ანდრეს” ეძახდნენ).

მალე მისი ცხოვრება აუტანელი გახდა, ტკივილმა და ტანჯვამ, რომელსაც ის იღებდა ყოველდღე ქუჩაში გასვლისას, მორისი იძულებული გახადა დაეტოვებინა თავის სამშობლო. იგი ამერიკაში აგადაბრგდა, სადაც საჭიდაო წრეებში მას მალევე შეარქვეს ”რინგის შიშისმომგვრელი კაციჭამია” (”The Freak Ogre of the Ring”).

მას სურდა, მიეღწია ჭიდაობის მწვერვალისათვის და 1944 წლის 1 აგვისტოს ამერიკის ჭიდაობის ასოციაციის მიერ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში დაამარცხა სტივ ქეისი ”დამანგრეველი”. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ცოტა მეგობრებიც შეიძინა, მათ შორის იყო ბიზნესმენი პატრიკ კელი (Patrick Kelly), რომელსაც ხშირად სტუმრობდა მასაჩუსეცში, ბრაინთრიში, სადაც ჭადრაკს თამაშობდნბენ ხოლმე.

1954 წელს 51 წლის ასაკში მორი გულის პრობლემების გამო სარეცელს მიეჯაჭვა. გადაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა მოჭიდავე ბობი მანაგოფმა (Bobby Managoff) ნებართვა ითხოვა, რომ მისი უჩვეულო სახის ანალოგიური ნიღაბი დაემზადებინათ. დამზადდა თაბაშირის 3 ნიღაბი: ერთი გადაეცა მილო სტეინბორნს (Milo Steinborn), ხოლო დანარჩენი ორი მორისის კარგ მეგობარს პატრიკ კელის უსაჩუქრეს. სტეინბორნმა ნიღაბი უსახსოვრა იორკ ბარბელ მუზეუმს (York Barbell Museum – USA Weightlifting Hall of Fame in York, Pennsylvania). კელის კუთვნილი ნიღბებიდან ერთი მის კაბინეტში სამუშაო მაგიდაზე იდო წლების განმავლობაში, ხოლო მეორე ნიღაბი გადაეცა აიოვას ჭიდაობის საერთაშორისო მუზეუმს (International Wrestling Museum, Iowa).

არსებობს მოსაზრება, რომ მორის ტილეს სახე უდევს საფუძვლად CGI-ის მიერ შექმნილ ანიმაციურ პერსონაჟ შრეკს. თუმცა ამ ინფორმაციას არც არავინ ადასტურებს და არც უარყოფს.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

წყარო: http://kesha.wordpress.com/

თეგები
Back to top button
Close
Close