არქივი

ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები დედამიწაზე… (1 ნაწილი)

e2ec2152a1ad

“ნადირობის სახეობებიდან ვერცერთი ვერ შეედრება ადამაინზე ნადირობას, მან ვინაც ინადირა შეიარაღებულ ადამიანებზე და გამოსცადა ეს გემო, მომავალში ყოველგვარ ინტერესს კარგავს, ნადირობის გარდა” – ერნესტ ჰემინგუეი. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე თავზარს სცემდნენ გარშემო მყოფებს და ითვლებიან ყველაზე სასტიკებად დედამიწაზე…

ჯოშუა ბალახაი (გენერალი “შიშველი უკანალი”) – მქადაგებელი, რომელსაც საშინელი და უჩვეულო აზრები აწუხებდა ყოველთვის. მისი თანამედროვეები ჰყვებიან, რომ მასში ნამდვილი ეშმაკი იყო ჩასახლებული. 1996 წლამდე, ლიბერიის პირველ სამოქალაქო ომამდე, მას იცნობდნენ როგორც საშინელ ტირანსა და დესპოტს, ეშმაკის მოციქულს.

42671b231a92

ომის პერიოდში ის ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო. ზედმეტსახელი ბალახაი მიიღო მას შემდეგ, რაც მეომრებს ომში აგზავნიდა სრულიად შიშვლებს, თავზე უცნაური ქალის პარიკებით. ეს მისთვის ერთგვარი სატანისტური რიტუალი გახლდათ. ჯარისკაცებისა და მისი ზედმეტსახელი ასევე “შიშველი უკანალი” იყო.

ee4c722060f9

ბალახაის ერთ-ერთი საშინელი ტრადიცია იყო მსხვერპლის შეწირვა. კერძოდ, ყველა ორთაბრძოლის წინ ჩვევად ჰქონდა პატარა ბავშვის ეშმაკისთვის შეწირვა. თვლიდა, რომ რაც უფრო პატარა იყო ბავშვი, მით უფრო გულუხვი იქნებოდა სატანაც.

d5e3a6d497c6

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბალახაი დღესაც არ ნანობს თავის საქციელს და ღიმილიანი სახით ჰყვება ხოლმე: “ეშმაკი მაიძულებდა ჩამედინა საშინელი ქმედებები. იმისათვის რათა ის დამეკმაყოფილებინა, მივდიოდი მდინარეზე სადაც ბავშვები ბანაობდნენ ხოლმე, ავირჩევდი რომელიმეს და ვწირავდი მას. ზოგჯერ კი შევარდებოდი რომელიმე ოჯახში, საიდანაც პატარას ტირილის ხმა ისმოდა, ვკლავდი ყველა უფროსს, ბავშვი კი ბანაკში მიმყავდა”

a654158da86c

ერთ-ერთ სამხრეთ აფრიკელ ჟურნალისტს ინტერვიუში გამოუტყდა კიდეც, რომ პირველად მსხვერპლი სატანას შესწირა 11 წლისამ, თავისი საუკეთესო მეგობარი. ამის შემდეგ ის ყოველთვე აკეთებდა ამას. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ აიძულებდა ჯარისკაცებს შიშვლად ყოფნას, პასუხობს: “არვიცი, ამის ახსნა შეუძლებელია, ეშმაკისკენ მიმავალი გზა ამოუცნობია, თუმცა ერთ რამეში გამოგიტყდებით, ბრძოლის წინ ვსვამდით ალკოჰოლს, შეზავებულს კოკაინით, ვიკეთებდით პარიკებს და მივდიოდით საომრად. ვხოცავდით ყველას განურჩევლად, ვაჭრიდით თავებს და შემდეგ ფეხბურთს ვთამაშობდით. ჩვენ ვიყავით უშიშარნი, მთვრალები, კაიფის ქვეშ. ვკლავდით ათასობით ადამიანს, მათი დათვლა შეუძლებელი იყო, ზოგჯერ ერთ დღეში რამოდენიმე სოფელს ვანადგურებდით”.

17f21dfcf623

ბრძოლის შემდეგაც მისი ჯარისკაცები უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ. მათი სამხედრო ფორმა იყო ქალის კაბა და უჩვეულო პარიკები. სისხლიანი ტირანია დასრულდა ომთან ერთად 1996 წელს.

მისი შეცვლა შეუძლებელია… გისოსებს მიღმა ის ისევ ისეთია…

db9e37138886

ერთე-ერთ პროგრამაში The Vice Guide To Travel — Liberia მას ინტერვიუც კი ჩამოართვეს ( სიუჟეტი ინგლისურენოვანია)

გაგრძელება იქნება…

****************************************************************************
****************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button