კულტურა

სუპერ-სწრაფი Mars Rover-ი

9350d5a3ff32

წარმოგიდგენთ ახალ ამბიციურ რობოტს რომლის გაგზავნაც იგეგმება მარსის ზედაპირის გამოსაკვლევად. ახალი Mars Rover-ის შემქმნელებს თუ დავუჯერებთ, ის იქნება ყველაზე სწრაფი მარს-მავალი რაც კი ოდესმე გამოუგონიათ და გაუგზავნიათ ასეთი კველევებისთვის. გამომგონებელთა თქმით ეს რობოტი გაცილებით მეტის გამოკვლევას შეძლებს რამოდენიმე დღეში ვიდრე ეს შეძლეს მისმა წინამორბედებმა (Spirit და Opportunity)

დანარჩენი გაგრძელებაში :)

trans

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ რაც 2004 წელს ნასამ ეს აპარატები გააგზავნა წითელ პლანეტაზე მათ დღემდე მხოლოდ 20 მილის გავლა შეძლეს მარსის ზედაპირზე.  MIT-ს კურსდამთავრებულები Draper Laboratory-სთან ერთად მუშაობენ ამ ახალ პროექტზე და და ირწმუნებიან რომ აპარატი იგივე მანძილის სულ რამოდენიმე საათში დაფარავს.

აპარატის სწრაფმავლობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ ზედაპირზე ბორბლებით სიარულის მაგივრად ის ნახტომებს აკეთებს.  გადაადგილების ასეთი ფორმა საშუალებას იძლევა მარსის უსწორმასწორო და კლდიან ზედაპირებზე ჩვეულებრივზე გაცილებით სწრაფად გაიაროს და მარტივად დაძლიოს ისეთი დაბრკოლებები რომელთა ბორბლებით გადალახვას თვეები უნდებოდა.

ლაბორატორიაში შექმნილია წითელი პლანეტის შესაბამისი გრავიტაციული გარემო და აქტიურად მიმდინარეობს რობოტის გამოცდა ახტომა მანევრებში და დაშვებაში.  აპარატი იყენებს თხევად გაზს იმისთვის რომ მოახერხოს საკუთარი თავის ასროლა პლანეტის ზედაპირიდან და შემდეგ ამავე გაზის ჭავლით შეასრულოს სხვადასხვა მანევრი ან აიღოს მიმართულება. დიდი ყურადღება ექცევა ზედაპირზე ეფექტური დაშვების სისტემის შემუშავებას.

ამჟამად გამომგონებელთა ყველაზე დიდი საზრუნავი სწორედ რომ საწვავია. წარმოდგენილი კონსტრუქცია მოითხოვს უფრო ტრადიციულ საწვავს (თხევადი გაზი) ვიდრე მცირე ზომის მზის ელემენტები რომლითაც ზემოთხსენებული აპარატები უკვე სარგებლობენ.

თუმცა ეს დაბრკოლება სამეცნიერო ჯგუფს მოგვარებად პრობლემად მიაჩნია და მათ წითელი პლანეტის გარდა მთვარეზეც უჭირავთ თვალი.  ალბათ გაგიგიათ Google’s Lunar X Prize-ის შესახები რომლის საპრიზო ფონდი 30 მილიონი დოლარია. კონკურსის პირობები ერთი შეხედვით მარტივია. რობოტს უნდა შეეძლოს მთვარის ზედაპირზე თავისუფლად და რაც შეიძლება სწრაფად გადაადგილება და სურათების გადაღება და გაგზავნა დედამიწაზე. სწორედ ამ კონკურსის მოგებაზე ფიქრობს ზემოთხსენებული მეცნიერთა ჯგუფი.

ნასას პირველი მარს-მავალი Spirit გაჭედილია და აღარ აგრძელებს მოგზაურობას. რაც შეეხება მეორეს Opportunity ის აგრძელებს მოძრაობას 5.08 სანტიმეტრით წუთში. ეს ის მაქსიმალური სიჩქარეა რისი განვითარებაც მას შეუძლია. ახალი სწრაფი მარს-მავალის გაგზავნა კი შემდეგი წლისათვის იგეგმება.

ვნახოთ როგორ გაამართლებს ეს პროექტი :)

ესეც ჩემი III პოსტი :) იმედია მოგეწონათ :) :P

წყარო: mecnieri.co.cc

მსგავსი ამბები

Back to top button