არქივი

გაბრიელ გარსია მარკესი

001d07b7a292

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.
ცხოვრება და შემოქმედება

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი” იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” და “სიყვარული შავი ჭირის დროს”. ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაბოდიან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, “ლა რეპუბლიკა”–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

ბიბლიოგრაფია

რომანები

1962 – ავბედითი საათი (La mala hora)
1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien años de soledad)
1975 – პატრიარქის შემოდგომა (El otoño del patriarca)
1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Crónica de una muerte anunciada)
1985 – სიყვარული შავი ჭირის დროს (El amor en los tiempos del cólera)
1989 – გენერალი მის ლაბირინთში (El general en su laberinto)
1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del amor y otros demonios)

მოთხრობები და ნოველები

1947 – ცისფერი ძაღლის თვალები (Ojos de perro azul)
1955 – ფოთლების ქარიშხალი (La hojarasca)
1961 – პოლკოვნიკს არავინ სწერს (El coronel no tiene quien le escriba) (თარგმნა თეა გვასალიამ)
1962 – დიდედის დასაფლავება (Los funerales de la Mamá Grande)
1968 – ძალიან მოხუცი კაცი უზარმაზარი ფრთებით (Un señor muy viejo con unas alas enormes)
1978 – დაუჯერებელი და სამწუხარო ამბავი უმწიკვლო ერენდირასი და მისი გულქვა დედინაცვალისა (La increíble y triste historia de la cándida Eréndira y de su abuela desalmada)
1992 – ყარიბი პირიგრიმები (Doce cuentos peregrinos)
1995 – მოხდენილი დამხრჩვალი მამაკაცი თანამედროვე სამყაროში
2004 – სევდიანი მეძავების მემუარები (Memoria de mis putas tristes)

არამხატვრული

1970 – დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი (Relato de un náufrago)
1986 – მიგელ ლიტინის იატაქვეშა თავგადასავლები ჩილეში (Las Aventuras de Miguel Littín Clandestino en Chile)
1996 – ბავშვის გატაცების უწყება (Noticia de un secuestro)
2002 – იცხოვრო, რათა წერო (Vivir para contarla)

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა , რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს. ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ… დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი ბევრს. მესმის ,რომ თითოეულ წუთს ,როდესაც თვალებს ვხუჭავთ… ვკარგავთ სინათლის 60 წამს. ვივლიდი მაშინ როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა ,გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს . თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს.. ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც .
. ღმერთო თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილსიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა .
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა …. არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს.. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.

ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ, როდესაც ბერდებიან. ისინი ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი . მოხუცებს დავანახვებდი , რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის . რამდენი რამე ვისწავლე თქვენგან ხალხო ……. დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.

ვისწავლე ისიც ,რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს.. ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.

ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება .
რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან … მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.

ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს.. მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა.. რომ ვიცოდე უკანასკნელად მესმის შენი ხმა.. ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა, რომ ვიცოდე რომ.. ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია ..გეტყოდი ‘’მიყვარხარ’’ თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი …. ყოველ გათენებასთან ერთად, ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე..მაგრამ თჲ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია.. მინდა გიხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.

წყარო: icode.ge

მსგავსი ამბები

Back to top button