უცნაური

Medjugorje – ქალაქი,სადაც წმინდა მარიამი ხალხს ეკონტაქტება

c889617c9888
Medjugorje – ამ ქალაქის სახელწოდება ალბათ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თურმე ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ბოსნია-ჰერცოგოვინაში მდებარეობს და სახელი 1981 წლიდან გაითქვა.
საქმე ისაა, რომ როგორც ამბობენ, თურმე ღვთისმშობელმა ამოირჩია 6 ადამიანი, ვისაც ეცხადება და ელაპარაკება, ამ ნალაპარაკევს კი ის რჩეული ხალხი ავრცელებს მორწმუნეებში.

რატომ ეცხადება მარიამი მორწმუნეებს? როგორც ,,რჩეულები” ყვებიან, იგი ღმერთმა გამოგზავნა.
,,მე მოვედი იმისთვის,რათა მსოფლიოს ვამცნო,რომ ღმერთი არსებობს,ის სიცოცხლით სავსეა. თქვენ კი,რომ გაიხაროთ ამ სისავსითა და მშვიდობით,უნდა დაუბრუნდეთ ღმერთს”.
ხალხი თვლის,რომ ღვთიმშობელი რწმენის ჩასანერგად და ადამიანების საკეთილდღეოდ შემოეჩვია ამ ადგილს.

ყველაფერი 1981 წლიდან დაიწყო,როდესაც ერთ მშვენიერ დღეს 6-მა თინეიჯერმა განაცხადა,რომ ისინი ღვთისმშობელს ესაუბრნენ.
დღესდღეობით კი აქაურობა სავსეა მომლოცველებით,ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან, უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება კლდოვან გორაკს, რათა იმ ადგილას დადგეს, სადაც მარიამი ახალგაზრდებს გამოეცხადა.
ეს ახალგაზრდები იყვნენ Ivan, Jakov, Marija, Mirjana, Vicka, და Ivanka.
მას შემდეგ ბევრმა წელმა ჩაიარა და ახლა შუახნის ადამიანები არიან, თუმცა ამ დროის განმავლობაში მათი პოპულარულობა თანდათანობით იზრდება. იქმნება უამრავი საიტი,სადაც მარიამის ნათქვამი სიტყვები იდება, ხალხი კი სიამოვნებით ჩადის თავად ,,რჩეულების” მოსასმენად. შეკრებებს საკმაოდ ორგანიზებული ხასიათი აქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მორწმუნეებს ყურსასმენები ურიგდებათ და ,,რჩეულთა” ნათქვამს 10-ზე მეტ ენაზე უთარგმნიან.

Ivan Dragicevic 16 წლის იყო,როდესაც პირველი ხილვა ჰქონდა, მას შემდეგ მარიამს ყოველდღე ჰხედავს. პროცესზე დასწრებაც შესაძლებელია მორწმუნეთათვის. აქ ყოველდღე 06:40 საათზე იკრიბებიან და 40 წუთს ლოცვასა და ბიბლიის კითხვაში ატარებენ, შემდეგ კი ივანს ღვთისმშობელი ეცხადება, ივანი ჰხედავს,სხვები კი ვერა. ხილვა დაახლოებით 7-8 წუთს გრძელდება ხოლმე, შემდეგ კი ივანს მორწმუნეები ესაუბრებიან და სხვადასხვა კითხვას უსვამენ. ერთ-ერთმა შეკრებილთაგანმა ივანს მარიამის გარეგნობის აღწერა სთხოვა, აი რა პასუხი მიიღო: ,,ძალიან ძნელია მისი სილამაზის გადმოცემა. მისი თვალები, მისი ტუჩები, სახე.. მთავარს გეტყვით მხოლოდ, ნაცრისფერი კაბა აცვია, ლურჯი თვალები აქვს, ვარდისფერი ლოყები და მუქი თმა. მუდამ ღრუბლებში ჩაძირული ჩანს და მიწას არასდროს ეხება.
საინტერესოა ალბათ რა ენაზე ესაუბრება ღვთისმშობელი ამ კაცს, აღმოჩნდა, რომ იგი ხორვატულად საუბრობს.

ზოგიერთი კათოლიკური ეკლესია სკეპტიკურადაა განწყობილი ამ მოვლენის მიმართ და მთლად ნდობის თვალით არ უმზერენ. თუმცა არც ხელს უშლიან ხალხს და ხმამაღალი განცხადებებით არ გამოდიან, რადგან მაინც ვერ დაამტკიცებენ,მართალია თუ არა ეს ყოველივე.

Medjugorje-ში ხშირად ხილვადი სასწაული მზესთანაა დაკავშირებული, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები და თავად დარწმუნდეთ

ღვთისმშობელი ,,რჩეულების” თქმით მათ 10 საიდუმლოს გადასცემს. საერთოდ ამ საიდუმლოების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, რადგანაც მათი გამხელა ექვსივეს ეკრძალება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს საიდუმლოებები ეხება სასჯელებს. მესამე საიდუმლო ხილული იქნება და თან ხანგრძლივი ნიშანი, რომელიც გამოსაჩენ ადგილას განთავსდება.

Mirjana, Ivanka, და and Jakov-მა უკვე შეიტყვეს ათივე საიდუმლოს შესახებ. ამათგან მირჯანამ 1982 წელს შეიტყო ყველა საიდუმლო, ივანკამ 1985 წელს, ჯაკოვმა კი 1998 წელს. Ivan, Marija და Vicka-მ ჯერ 9 საიდუმლო იციან.

ყველაზე ადრე საიდუმლოები მირჯანამ გაიგომან იცის დროც,როცა თითოეული მათგანი მოხდება,ასე რომ ღვთისმშობელმა მას საიდუმლოთა გამოაშკარავების ნება მისცა, უბრძანა აერჩია მღვდელი, რომელთან ერთადაც მსოფლიოს რამდენიმე დღით ადრე შეატყობინებდა მოსალოდნელ ფაქტს. მირჯანამ აირჩია პადრე
ca8ba364b277

10 დღით ადრე,პირველი საიდუმლოს აღსრულებამდე, პადრეს გადაეცემა ქაღალდზე დაწერილი ათივე საიდუმლო, მაგრამ მას მხოლოდ პირველის წაკითხვის ნება აქვს, როდესაც წაიკითხავს, ამის შემდეგ მირჯანა და პადრე 7 დღეს მარხვასა და ლოცვაში გაატარებენ, შემდეგ კი ხალხს შეატყობინებენ მოსალოდნელ ამბავს. შემდეგ პადრეს ნება მიეცემა მეორე საიდუმლო წაიკითხოს და ა.შ.

უფრო დაწვრილებით საიდუმლოების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ბმული

332ce4213223

7e8798d5c3a6

56de32398c50

e0ac08ec226b

88fea89de1c6

a0775f5098b8

ამ საკითხზე იმდენი საიტია შექმნილი,რომ შეგიძლიათ უამრავი ინფორმაცია მოიპოვოთ:
ბმული
ბმული_2
ბმული_3
ბმული_4
ბმული_5
ბმული_6

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button