არქივი

ცივი კითხვა

r80o4
ცივი კითხვა – ასე ითარგმნება სიტყვა სიტყვით ტერმინი Cold Reading, რომელიც აღნიშნავს ერთ-ერთ ტექნიკას, რომელსაც იყენებენ ილუზიონისტები, თვითმარქვია ნათელმხილველები და თითქმის ყველა, ვინც იტყუება, რომ შენს შესახებ შეუძლია ყველაფრის გაგება სხვადასხვა ხერხებით. იგი ძირითადად მოიცავს ადამიანის ფსიქიკით მანიპულაციას, რაც ეხმარება მაგალითად ილუზიონისტს, თავისთვის უცნობი ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღებაში, ისე, რომ ეს ადამიანი ამას ვერ ხვდება. დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება ადამიანისგან, თუ დავაკვირდებით მის სხეულის ენას, ასაკს, კანის ფერს, სექსუალურ ორიენტაციას და სხვა ვიზუალურ ფაქტორებს, რაც დაგვეხმარება მის შესახებ გარკვეული ინფორმაციის ქონაში. ასევე ეს ტექნიკა დამყარებულია თავისთავად ინტუიციაზეც, ანუ რამდენად სწორ კითხვას დაუსვავ ადამიანს. სწორედ ამიტომ ადამიანი, რომელიც ამ სეანსს ატარებს საუბარს ასე იწყებს “მე შენს შესსახებ ინფორმაციას ბუნდოვნად ვხედავ და შენი დახმარება მჭირდება მათ გასაცნობიერებლად.” ამ ტექსტის შემდეგ იგი ცდილობს ერთმანეთზე ააწყოს დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები, ისე, რომ ამას ვერ აცნობიერებს “მსხვერპლი”.

84rcb

დერენ ბრაუნი არის ერთ-ერთი ექსპერტი ამ დარგში, მან ჩაატარა ერთი ექსპერიმენტი, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ცივი კითხვის შესაძლებლობები. მან შეკრიბა ადამიანთა სამი ჯგუფი, თითოეულში ხუთი კაცით. მათ დაატოვებინა საკუთარი ხელის მოხაზულობები, დაბადების თარიღი და მათთვის მნიშვნელოვანი ნივთი. გარკვეული დროის შემდეგ მათ სათითაოდ დაურიგა დახასიათებები და სთხოვა შეეფასებინა, თუ რამდენი პროცენტით ზუსტად ასახავდა ეს დახასიათება მათ პიროვნებას. ძირითადი მაჩვენებელი იყო 80-დან 90 პროცენტამდე, მაგრამ იყვნენ ასევე გამონაკლისებიც, მაგალითად ერთი მონაწილის დახასიათება იყო 40 პროცენტით ზუსტი ხოლო მეორესი 99-ით. ამ შედეგებით გაკვირვებული ხალხი კიდევ უფრო გაუგნდა, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ ყველას ზუსტად ერთიდაიგივე ტექსტი მისცეს.

ცივი კითხვის რამდენიმე სახეობა არსებობს, იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებს მას შემსრულებელი. პირველი ტექნიკა ძირითადად გამოიყენება სწორი ფრაზის გამოცნობისთვის. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტექნიკა ნათელმხილველების მიერ. ისინი ამ დროს წარმოთქვამენ მსგავს ფრაზებს:
“მე ვგრძნობ მოხუც ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა და იგი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”
“მე ვგრძნობ, რომ შენს ოჯახში მამრობით ფიგურას აქვს გულის პრობლემა, რადგან მის მკერდში სიბნელეს ვხედავ” და ა.შ.

ასევე ერთ-ერთი ტექნიკა სახელად ცისარტყელას ხრიკები მოიცავს ისეთ ფრაზებს, რომელიც შეიძლება თითქმის ნებისმიერ ადამიანს აღწერდეს. ასეთი ფრაზებია:
“ჩვეულებრივ შენ ხარ დადებითი ადამიანი, მაგრამ არის დრო, როდესაც გაბრაზებული ხარ რომელიმე ადამიანზე”
“შენ ხარ ძალიან კეთილი ადამიანი, მაგრამ, როდესაც ვინმე შენ ნდობას ბოროტად გამოიყენებს, დიდ ბრაზს გრძნობ”
მსგავს ფრაზებს იყენებენ ადამიანები, რომლებიც ადგენენ ჰოროსკოპებს, ამიტომაცაა, რომ ამდენი ადამიანი ყოველ დილით კითხულობს ჰოროსკოპს.

რა თქმა უნდა ამ ტექნიკის დემონსტრირებისთვის სულაც არ არის რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის გამოყენება და ამ ყველაფრის შესრულება უფრო ადვილადაცაა შესაძლებელი. ილუზიონისტებს ხშირად ყავთ ხალხს შორის ინფორმატორები, რომლებიც მოგროვილ ინფორმაციას შემდეგ ილუზიონისტს აწვდიან. ამ ტექნიის სახელი კი ცხელი კითხვა გახლავთ, ანუ იგი სავსებით განსხვავებულ მოქმედებას გამოხატავს.

0hgw7
როდესაც შევეხებით ცივი კითხვის თემას, არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტელე გადაცემა ნათელმხილველი (PSYCH). სწორედ ამ ტექნიკას იყენებს სერიალის მთავარი გმირი, რომელიც ახერხებს პოლიციის დარწმუნებას მის ზებუნებრივ ძალებში, რომელიც მას სინამდვილეში არ გააჩნია. ყველაფერი ეს კი მამამისის სწავლების დამსახურებაა, რომელმაც საკუთარ შვილს შეათვისა ეს ტექნიკა და ასევე ასწავლა დედუქციის მეთოდის გამოყენება. ასევე მას ეხმარება კარგი მახსოვრობის უნარი.


100000446329917.1966.1807636220

მსგავსი ამბები

Back to top button