მანიაკი – ჯოჯოხეთის ანგელოზი #2

მანიაკები ნაწ.2

ივნისი – რიჩარდ ლივა რამირესი
ასევე ცნობილი, როგორც The Night Stalker. ამერიკა. კალიფორნია. 1960 წლის 28 თებერვას დაიბადა რიჩარდ რამირესი. მან 1984 წლის 28 ივნისიდან 1985 წლის 24 აგვისტოს შუალედში დაახლოებიტ 30 მკვლელობა ჩაიდინა. ის ჯერ კიდევ ბავშობაში ტოქსიკომანი გახდა. 1984-1985 წლებში რამირესი უცნობ ადამიანებს სახლებში უვარდებიოდა, მამაკაცებს კლავდა, ქალებს და ბავშვებს კი სასტიკად აუპატიურებდა. 1989 წლის სექტემბერში მას ბრალი წაუყენეს 13 ადამიანის მკვლელობასა და მრავალ სხვა დანაშაულში. მას გაზის კამერაში სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა რამირესი განაჩენის აღსრულებას ელოდება.

რამირესის შესახებ დოკუმენტური ფილმის სანახავად მიყევით ამ ლინკს

რიჩარდ რამირესი (Mike Watkiss-ის რეპორტაჟი)

* * * *

ივლისი – ოტის ტული (Ottis Elwood Toole)

ასშ. ფლორიდა და ტეხასი. 1947 წლის 5 მარტს დაიბადა ოტის ტული. ჰენრი ლი ლიუკასთან ერთად ოტისი ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდა. მათ ერთობლივად ასობით დანაშაული ჩაიდინეს. მეგობრები სატანიზსტები იყვნენ და რიტუალური მიზნებით კანიბალიზმსა და ნეკროფილიასაც მისდევდნენ. თავდაპირველად ისინი მსხვერპლს აუპატიურებდნენ, მერე კლავდნენ და მისგან საჭმელს ამზადებდნენ. 1983 წელს ლიუკასი კეიტ რიჩის მკვლელობაში მონაწილეობისათვის დააკავეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მანიაკს ფსიქიკასთან ჰქონდა პრობლემები. მალე მან ასობით სხვა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მანიაკებს სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ოტის ტული ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა, 1996 წლის 15 სექტემბერს 49 წლის ასაკში, ხოლო ლიუკასი თანამესაკნეებმა ჩაქოლეს.

ოტის ტულის ბიოგრაფია- დოკუმენტური ფილმის სანახავად მიყევით ამ ლინკს

ოტის ტული – ვიდეო (მიყევი ლინკს)

* * * *

აგვისტო – ედვარდ გეინი

ედვარდ გეინის შესახებ ინფორმაციისათვის, მიყევი ამ ლინკს

ეგვარდ გეინის შესახებ ინფორმაცია

ედვარდ გეინის შესახებ ინფორმაცია

* * * *

სექტემბერი – რიჩარდ ჩეიზი

1950 წლის 30 მაისს დაიბადა რიჩარდ ჩეისი, აშშ. კალიფორნია. 1978 წელს იგი ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების დროს აღმოჩნდა, რომ ჩეიზი ცხოველებს კლავდა და მათ სისხლს სვამდა, რაც მას მისივე თქმით გაძლიერებასა და დაავადებების განკურნებაში ეხმარებოდა. ჩეიზს სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს, თუმცა მანამდე თავი ჩამოიხრჩო.

რიჩარდ ჩეიზი (მისი მსხვერპლები)

* * * *

ოქტომბერი – ალბერტ ფიში

ალბერტ ფიშის შესახებ ინფორმაციისათვის მიყევი მოცემულ ლინკს

* * * *

ნოემბერი

ეს თვე ნიკო კლომ სხვადასხვა რჯულისა და მოდგვმის მანიაკებს დაუთმო. ბოლო თვე კი თავისთვის შემოინახა.

* * * *

დეკემბერი – ნიკოლას კლო.

იგი 1994 წელს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის სინდისზე კიდევ რამდენიმე დანაშაულია. კლოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 7 წლისა და 4 თვის შემდეგ გაანთავისუფლეს. ჟერ კიდევ ციხეში მან ხატვა დაიწყო, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარი ვებგვერდი შექმნა, რომელზეც მის მიერ შესრულებული სერიული მკვლელების პორტრეტები განათავსა.

* * **


ავტორი: hebe

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • Ruso lomitashvili

    ვაიმეე რამირესი რა ჭედვაა

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC