საკითხავისამხედროუცნაური

ჯოზეფ კიტინჯერი


ადამიანი რომელმაც დაამყარა დღემდე განუმეორებელი რეკორდი და სამყაროს კიდიდან გადმოხტა პარაშუტით

ჯოზეფ ვილიამ კიტინჯერ II (დაბადებული 1928 წლის 27 ივლისს) არის ამერიკის საჰაერო ძალების ყოფილი პილოტი და ოფიცერი. ის ცნობილია გახდა პროექტ მენჰაიში (კაცი მაღლა) და პროექტ ექსცელსიორში (მაღლა და უფრო მაღლა) მონაწილეობის მიღებისათვის. მან დაამყარა სამი რეკორდი: უმაღლესი ადგილიდან გადმოხტომა, უსწრაფესი გადმოხტომა და ყველაზე გრძელი ნახტომი. ასევე ის არის პირველი ადამიანი რომელმაც გაზის ბუშტით მარტომ გადაკვეთა მთელი ატლანტიკის ოკეანე. ჯარში მსახურობისას მონაწილეობას იღებდა ვიეტნამის ომში სადაც ჩამოაგდეს და 11 თვე ტყვეობაში გაატარა. კიტინჯერი დაიბადა ფლორიდის ქალაქ ტამპაში, მან განათლება მიიღო ჯექსონვილში, ბოლსის სკოლაში, ხოლო შემდეგ კი ფლორიდის უნივერსიტეტში. მას ძალიან უყვარდა სისწრაფე და მართავდა მოტორიან გემებს, 1949 წლის მარტში კი გადაწყვიტა წასულიყო ამერიკის საჰაერო ძალებში. 1950 წლის მარტში მან დაამთავრა კადეტთა საავიაციო წვრთნები და მიიღო პილოტის ხარისხი. მოგვიანებით ის დაინიშნა 86-ე საჰაერო ფრთაში რომელიც იმყოფებოდა დასავლეთ გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, კიტინჯერი მართავდა F-84 Thunderjet-ს და F-86 Sabre-ს.

1954 წელს კიტინჯერი გადაიყვანეს ახალ მექსიკოში, საჰაერო ძალების რაკეტების დამამზადებელ ცენტრში (AFMDC). მან გაფრენა განახორციელა სპეც. თვითფრინავით რომელსაც აკვირდებოდა ფრენის პიონერი პოლკოვნიკ ჯონ პოლ სტაპის რაკეტიანი მარხილი რომელსაც შეეძლო განევთარებინა 1,017 კმ/სთ 1955 წელს. კიტინჯერი გაოცებული იყო სტაპის საქმისადმი სიყვარულით, ხოლო სტაპი კი გააოცა იმან თუ როგორ მართავდა კიტინჯერი რეაქტიულ თვითმფრინავს, სწორედ ამიტომ გაუწია მას რეკომენდაცია კოსმოსთან დაკავშირებული საავიაციო კვლევებში მონაწილეობის მიღებისათვის. სტაპს ჩაფიქრებული ჰქონდა ბუშტების გამოცდა ძალიან მაღალ სიმაღლეზე სწორედ ამ ჩანაფიქრის განხორციელებისას დაამყარა კიტინჯერმა რეკორდი და გადმოხტა 31,000 მეტრიდან. 1957 წელს, პროექტ მენჰაის ფარგლებში განხორციელებულ ვარჯიშში მენჰაი I, კიტინჯერი ავიდა 29,490 მეტრის სიმაღლზე, რისთვისაც ის დაჯილდოვდა სახელოვანი გაფრენისათვის და მიიღო მედალი.

პროექტი ექსცელსიორი

კაპიტანი კიტინჯერი გადმოიყვანეს საჰაერო სივრცის სამედიცინო კვლევების ლაბორატორიებში, რომელიც მდებარეობდა ვრაით-პეტერსონის ბაზაზე ქალაქ დეიტონში, ოჰაიოს შტატში. პროექტ ექსცელსიორის (“მაღლა და უფრო მაღლა”), ფარგლებში რომელსაც სახელი დაარქვა პოლკ. სტაპმა, კიტინჯერმა პარაშუტით განახორციელა სამი უკიდურესად სახიფათო ნახტომი გახსნილი გონდოლადან რომლებიც ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის დიდი ბუშტებით.

კიტინჯერის პირველი ნახტომი რომელიც განხორციელდა 1959 წლის 16 ნოემბერს დაახლოებით 23,300 მეტრიდან კინაღამ კატასტროფით დამთავრდა როდესაც აღჭურვილობის არაწორი ფუნქციონირების გამო კიტინჯერმა დაკარგა ცნობიერება. ის სიკვდილისაგან იხსნა პარაშუტის ავტომატურმა გამხსნელმა რომელიც მის აღჭურვილობაში იყო ჩადგმული. ჰაერში ის ბრუნავდა ძალიან სწრაფად და აკეთებდა დაახლოებით 120 ბრუნს წუთში. ვარდნის შედეგად მის მიერ განხორციელებული მ-ძალებით (g-forces) მან 22-ჯერ გადააჭარბა მიზიდულობის ძალას და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 1959 წლის 11 დეკემბერს მან განახორციელა კიდევ ერთი ნახტომი დაახლოებით 22,800 მეტრიდან. ამ ნახტომისათვის მან მიიღო “ლეო სტივენსის პარაშუტის მედალი”.


კიტინჯერი ექსცელიორის გონდოლასთან

1960 წლის 16 აგვისტოს ექსცელსიორ III-დან მან განახორციელა ფინალური ნახტომი 31,300 მეტრის სიმაღლიდან. მისი ვარდნა გაგრძელდა 4 წუთს და 36 წამს. პარაშუტის გახსნამდე მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ მიაღწია 988 კმ/სთ-ს, მან პარაშუტი გახსნა დედამიწიდან 5,500 მეტრში. ჰაერის ზეწოლის შედეგად დაზიანდა მისი მარჯვენა ხელთათმანი რის გამოც მას ხელი გაუსივდა და იყო ჩვეულებრივ ზომაზე ორჯერ უფრო დიდი. მან დააფიქსირა ისტორიული ციფრები, ბუშტით ყველაზე მაღლა ასვლაში, პარაშუტით ყველაზე მაღლიდან გადმოხტომაში, ვარდნაში რომელიც ყველაზე დიდხანს გაგრძელდა (ოთხი წუთი), და უმაღლესი სიჩქარე რაც კი ცოცხალ არსებას განუვითარებია.


კიტინჯერის სარეკორდო ნახტომი

ეს ნახტომები განხორციელდა “მოქანავე-სკამის” პოზიციაში, ის გადახრილი იყო უკან და არ იყო ისე როგორც ჩვეულებრივ “სკაიდაივერები” არიან, (სახით ქვემოთ). ეს იმიტომ რომ მას ეკეთა 27 კილოაიანი “ზურგჩანთა” და მისი დამცავი კოსტუმი დამზადებული იყო ისე რომ ჰაერით გაბერვის შემდეგ მას მიეღო მჯდომიარის ფორმა, ჯდომის ეს ფორმა იყო ისეთივე როგორიც პილოტის კაბინის სკამს აქვსs. ნახტომების ამ სერიების შემდეგ კიტინჯერმა მიიღო მეორე ჯილდო სახელოვანი გაფრენისათვის, მან ასევე პრეზიდენტ დუვაით ეიზენჰავერისგან მიიღო ჰარმონის თროფეი.

პროექტი სტარგეიზერი

მოგვიანებით კიტინჯერი დაბრუნდა ჰოლომონის საჰაერო ძალების ბაზაზე და 1963 წლის 13-14 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო პროექტ სტარგეიზერში. ის და ასტრონომი ვილიამ ც. ვაითი ჰელიუმის ბურთზე მიბმული ღია გონდოლით, რომელიც დატვირთული იყო მეცნიერული აღჭურვილობით, აფრინდნენ 25,100 მეტრის სიმაღლეზე და იქ გაატარეს 18 საათი ამ დროის განმავლობაში კი აკეთებდნენ ასტრონომიულ დაკვირვებებს.

სტარგეიზერის გონდოლა რომელიც ამერიკის საჰაერო ძალების მუზეუმში დგას

ბოლოს კი ვიდეოები:

იმედი მაქვს წაიკითხავთ :kiss: (c) arabuli

თეგები

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close