გართობაუცნაური

10 ყველაზე სასაცილო განქორწინება

92f909a4b48b

გაგრძელებაში იხილეთ 10 უცნაური და სახალისო ისტორია :D

1. ცოლმა ქმარი სააბაზანო ოთახში 3 წლით ჩაკეტა.
ერთ თურქ ქალს მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც არ უყვარდა.. ერთად 15 წელი იცხოვრეს. ქალი ძალიან წუხდებოდა მამაკაცის ჩვევებით, განსაკუთრებით დღეში 3-ჯერ შხაპის მიღებით და ერთხელაც მასთან განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ფულის დაკარგვა არ უნდოდა.
და ერთხელაც კევსერ ბაბატცუმ ასეთი რამ მოიგონა: როდესაც მეუღლემ ტანზე გაიხადა და საბანაოდ შევიდა სააბაზანო ოთახში მან იგი ჩაკეტა. ორხან ბაბუტცუმ მანდ არც მეტი , არც ნაკლები 3 წელი გაატარა. საჭმელს ძაღლის თეფშზე უყრიდა, სახლში საყვარლები მოჰყავდა და მოუთმენლად ელოდა,როდის მოკვდებოდა მისი მეუღლე და მთელი ქონება მას დარჩებოდა.
მაგრამ ვერ ეღირსა. გაიგეს მეზობლებმა და ამის შესახებ ორხანას დედას შეატყობინეს, მან კი -პოლიციას. როდესაც ქალი დააკავეს, მან თავისი საქციელი შემდეგ ნაირად ახსნა: “მე მეგონა, რომ იგი საშიში გიჟია! აბა ნორმალური ადამიანი დღეში 3ჯერ შხაპს მიიღებს?”

2. განქორწინების მიზეზი- კატა.

ტაივანის სასამართლომ ქალს განქორწინება მისცა, რადგან ქალმა უარი განაცხადა მისი ქმრის კატასთან ერთად ძილზე.
კატის გამო სკანდალებმა ოჯახური ცხოვრება კოშმარად აქცია. საქმე იმაშია, რომ ქმარმა კატა “საჭირო ოთახში სიარულს” ყველგან მიაჩვია.ლოგინშიც კი. მეუღლე ამას 1 წლის განმავლობაში კიდევ როგორღაც ითმენდა, მაგრამ საბოლოოდ აევსო მოთმინების ფიალა და განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.

3. 500$ დუმილისთვის.

რა უნდა გააკეთო ცოლმა ტვინი, რომ არ შეგიჭამოს? ამისი ყველაზე აპრობირებული მეთოდი- განქორწინებაა. თუმცა რუმინელმა ბიზნესმენმა ეს პრობლემა სხვა გზით გადაჭრა. იგი თავის ცოლს თვეში 500$-უხდის, რომ არ ებუზღუნოს მას.
ნიკოლაუ პოპა ამბობს:”ჩემი საქმე კარგად მიდის, უბრალოდ ეს ყველაფერი მთელს ენერგიას მართმევს.როდესაც საღამოს სახლში მოვდივარ, ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ამიტომაც ჩემს ცოლთან გარიგება დავდე: მე ვუხდი მას 500$ თვეში, და ის აღარ მებუზღუნება.”
მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მისი ცოლი მარია სპეციალობით პროგრამისტია, მთელი დღეები კომპიუტერს უზის და დამლაპარაკებელი არავინ ჰყავს. ამიტომ ხანდახან როცა ქმარი ბრუნდება სახლში მარია ვერ იკავებს თავს და მაინც აწუხებს ხოლმე.

4.შიმშილი, როგორც პროტესტი- ცოლის მხრიდან ცინიზმზე.

ესპანეთის მკვიდრი რობერტო დე პედრო ვიდელი- როგორც სჩანს რუმინელივით ფულიანი არ იყო, ამიტომაც დაიწყო მან შიმშილი ცოლის მხრიდან ცინიზმებზე. ქალაქის ცენტრში ჩაიკეტა მანქანაში, სვავს მარტო წყალს და ძალიან იშვიათად გადმოდის მარტო საჭირო ოთახისთვის.
ავტომობილს მიკრობილი აქვს პლაკატები სადაც იგი ხსნის მისი ასეთი ქცევის მიზეზს. 45 წლის მამაკაცი აპროტესტებს ოჯახურ ძალადობას ცოლის მხრიდან. “მეუღლე მას ძალიან ავიწროვებს, მუდმივად მის გამწარებაზე და გაკოტრებაზე ფიქრობს, უნდა რომ სახლიდან გააგდოს და შვილები მას დარჩეს. გადაკიდებულია მიზეზს, რომ იგი მსუქანია და ცოტა ფულს შოულობს”- კაცები მას ძალიან უთანაგრძნობენ.

5.არ მიმატოვო- სახლს გადავწვავ.

შვედედში ცოლის განქორწინების მუქარისგან ძალიან გაბრაზებულმა ქმარმა თავიანთი საერთო ქონება გაყიდა, აღებული ფული კი მთლიანად დაწვა- დაახლოებით 81, 3- ათასი დოლარი. სასამართლომ კაცი გაამართლა. ცოლი კი მაინც გაექცა.

6. ქონება აუქციონზე გაყვეს.

ორმა ჩინელმა რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთმანეთიც და მოსამართლეც დატანჯეს, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა. მათ ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს ვის უნდა დარჩენოდა მოტოციკლეტი, კომპიუტერი, ვიდეოკამერა და სახლი. მოსამართლე ძალიან დაიღალა ამ ყველაფრისგან და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო- ქონება უნდა გაეტანათ აუქციონზე და მონაწილეობა უკვე ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა მიეღოთ. ვინც მეტ თანხას შესთავაზებდა, ნივთიც მისი იყო- ხოლო მეორეს თანხა ეძლეოდა.

7. 3 SMS -და თქვენ განქორწინებული ხართ.

მუსულმან კაცს შეუძლია ცოლს გაეყაროს თუ მას ამის შესახებ 3-ჯერ განუცხადებს. ( მაგ: 3ჯერ უნდა უთხრას ” მე შენ გშორდები” ) ეხლა კი ამის გაკეთება უკვე SMS-ის მეშველბოთაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ეს საუდის არაბეთის და მალაიზიის კანონმდებლობით დასაშვებია.
ეს გადაწყვეტილება დებადების შემდეგ მიიღეს რომელშიც მთავრობის წევრები, სამართალდამცავები და ისლამის სასულიერო პირები იღებდნენ მონაწილეობას. ელექტრო პროცედურების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ იგი ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება. მალაიზიელები გამოვიდნენ განცხადებით, რომ ეს ყველაფერი განქორწინების სტიმულირებას ახდენს, მაგრამ რომელი მუსულმანი მოუსმენს ქალს?!…

8. მამამ თავისი ცოლი შვილს- 3 ძროხაში და თხაში გაუცვალა.

63 წლის კენიელი ჯონ იგოჩე სახლიდან ცოტა ხნით წავიდა.ამ დროისთვის კი მისი რიგით მესამე 21 წლის მეუღლე და მისი 25 წლის ვაჟიშვილი (პირველი ცოლისგან)…. ერთ ამბავში იყვნენ. :)))) მოკლედ ხომ ხვდებით რაც ჩაიდინეს, იცუღლუტეს. )))
როდესაც კაცი სახლში დაბრუნდა და ერთი ამბავი დახვდა ძალიან გაბრაზდა და შვილს მივარდა საჩხუბრად. მათ ხელჩართული ბრძოლა გამართეს. მთელი სოფელი შეიყარა უცბად.. შემდეგ კი შეიკრიბა სოფლის უხუცესობა და დიდ ხანს ბჭობდნენ რა ეღონათ.საბოლოოდ კი მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება- ქალი დარჩეს მის შვილს, ხოლო კომპენსაციად ბიჭმა მამას 3 ძროხა და თხა უნდა მიუყვანოს მის სასარგებლოდ.

9. იყო ცოლი- და გახდა შვილი.

შოტლანდიაშიც მსგავსი ისტორია მოხდა: 20 წლის ელის სმიტმა, თავისი 21 წლის ქმარს გეორგი გრინხაუს- საკუთარ 44 წლის დედასთან მიუსწრო საწოლში. და ეს ყველაფერი 10 დღის შემდეგ მათი ქორწინებიდან. შეურაცხყოფილმა ელისონმა დაუყოვნებლივ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე, მაგრამ შემდეგ აპატია შეყვარებულ წყვილს და დედამისს ქორწილში მეჯვარეობაზეც კი დათანხმდა. თუმცა მათ ქორწინებას არ ააქვთ კანონიერი სახე. შოტლანდიის კანონის მიხედვით, კაცს ცოლის დედაზე დაქორწინების უფლება მხოლოდ მაშინ ააქვს თუ ეს უკანასკნელი გარდაიცვლება.

10. გათხოვილი-მკვდარზე.

მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, როდესაც ჯოანი 13-ი წლის, ხოლო რობერტი- 15-ი წლის იყო. იმ დროიდან მოყოლებული ისინი სულ ერთად იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთად დაიწყეს ცხოვრება. ჯოანმა ვაჟი გააჩინა და მას-ჯიმი დაარქვეს.
ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ 3 წლის შემდეგ რობერტი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მათ კი დაქორწინება ვერ მოასწრეს. გულგატეხილი ჯოანმა განაცხადა, რომ მას სამუდამო სიყვარული შეჰფიცა და გადაწყვიტა სიკვდილის მერეც კი ერთად იყვნენ და უერთგულოს მას.
მღვდელი დათანხმდა ჩაეტარებინა აღნიშნული პროცედურა. ბეჭედის საკუთარ თითზე ჩამოცმაც კი მას მოუწია. ჯოანს საქორწილო კაბა ეცვა, რობერტს კი თეთრი შარვალ-კოსტუმი ჩააცვეს.

დაკრძალვა ქორწილის შემდეგ დღეს მოხდა.

წყარო.www.იცოდე.ge

მსგავსი ამბები

Back to top button