არქივი

ჯადოსნური კრისტალები არამხოლოდ სამკაულებისთვის

Image Hosted by ImageShack.us

უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ კრისტალი ერთგვარ ენერგეტიკულ აკუმულატორს წარმოადგენს. ფენ-შუის კანონების მიხედვით, კრისტალები უარყოფითი ენერგიის გასანეიტრალებლად და პოზიტიური ენერგიის მოსაზიდან გამოიყენება.

მათი ხმარება უმთავრესად ოთახის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონებში სჯობს. ჩვეულებრივ ამისათვის მთის ბროლის გამჭვირვალე ნატეხს იყენებენ. თუმცა, ნურც სხვა მინერალებს უგულებელჰყოფთ. მაგალითად, თაროზე შემოდებული ბუნებრივი, დაუმუშავებელი ამეთვისტო ან მწვანე ძოწი შესანიშნავად მოქმედებს გარემოზე.

თუ კრისტალს სარკმლის წინ დაკიდებთ, ეს ოთახში მეტ სინათლესა და ენერგიას მოიზიდავს, ამიტომ მათი გამოყენება შესანიშნავია ბნელ და პირქუშ შენობებში. ფანჯარასთან კრისტალის ჩამოკიდება ასევე სასურველია სასტუმრო და საბავშვო ოთახებში.

მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული ე. წ. დასაკიდი კრისტალები, რომლებიც სპეციალურად საცხოვრებელი ბინებისთვის გახლავთ განკუთვნილი. ისინი მინებისგან მზადდება და სფეროსებური მრავალკუთხედის ფორმა აქვს. სფეროს ფორმა სინათლის მოკრეფა-შეგროვებაში, ხოლო კუთხეები და წახნაგები კი მის რამდენჯერმე გაძლიერებაში ეხმარება კრისტალს. ჩვეულებიმამებრ, მისი ზომა 10-დან 70 მმ-მდე დიამეტრი გხლავთ. ხშირად კრისტალის ნაცვლად ბროლის ბურთს იყენებნ, რომელსაც არანაკლები ეფექტი გააჩნია, მაგრამ ზუსტად სად უნდა მოვათავსოთ კრისტალი ან ბროლის ბურთი, რომ დაგვეხმაროს? სასტუმრო ოთახის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მოთავსებული კრისტალი ოჯახურ ურთიერთობებს გაამყარებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით – სწავლისკენ ლტოლვას, აღმოსავლეთით კი – კარიერაში წარმატებების მიღწევას.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button