უცნაური

დემონები

e01f036a3693

გაგრძელება შიგნით

ბერძ. ღვთაებრივი არსებები, რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ ღმერთებისაგან რომ მათ ადამიანური (ანთროპომორფული) სახე არ ჰქონდათ. ძველ ბერძენთა ფანტაზიაში ყველა აუხსნელ და მძვინვარე მოვლენათა შემოქმედად დემონებს მიიჩნევდნენ. უძველესი წარმოდგენების თანახმად დემონური იყო მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, ქარიშხალი, გვალვა, ეპიდემია და სხვა უბედურებანი. ჰომეროსი ყველა საბდისწერო მოვლენას დემონურს(დაიმონიოს) უწოდებს.

http://b.pix.ge/c/v9xd8.jpg
და მაინც, ძველ მითოსშიც კი განსხვავება ღვთაებრივსა და დემონურს შორის ზუსტად ნათელი არ არის. ბევრი დემონი მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს, ხოლო ღმერთები დემონებად ან გმირებად გვევლინებოდნენ. ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა.
რომში დემონებს აიგივებდნენ გენიუსთან(გენია). მას შემდეგ რაც ქრისტიანობამ დაჩრდილა ოლიმპიური რელიგია, რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა. ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკისეულად შერაცხა.

http://b.pix.ge/g/elftj.jpg

გენიუსი- რომ. თავდაპირველად რომაულ მითოლოგიაში გენიუსი გვარის(მოდგმის) ღვთაება იყო. შემდეგ მან მიიღო მამაკაცთა მფარველის, მისი სასიცოცხლო ძალის შემოქმედისა და მთელი ცხოვრების თანამგზავრის ფუნქცია. გენიუსი მხოლოდ მამაკაცთა შემწე იყო, ქალთა მფარველებად სხვა, განსაკუთრებულ სულებს – იუნოებს მიიჩნევდნენ(იუნო).
ყოველი რომაელი მოქალაქის დაბადების დღე აღინიშნებოდა როგორც მისი გენიუსისადმი მიძღვნილი ზეიმი. ამ დღეს იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი. ხანდახან თვლიდნენ, რომ ადამიანს ორი გენიუსი სდევს თან: კეთილი და ბოროტი.
თავისი მფარველი გენიუსი ჰყავდა თითოეულ ოჯახს, ქალაქსა თუ ხალხს. რომის ფორუმზე იდგა რომის სახელმწიფოს მფარველი გენიუსის ქანდაკება. მას ყოველი წლის 9 ოქტომბერს მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის ეპოქაში მსხვერპლს სწირავდნენ აგრეთვე მმართველი იმპერატორის გენიუსს.

http://a.pix.ge/k/jxys0.jpg

ხალხურ წარმოდგენებში გენიუსი გველის სახებით აღიბეჭდა. ხელოვნებაში მას წარმოსახავდნენ ჭაბუკად, ხელში სიუხვის რქით ან თასით.

http://b.pix.ge/z/gy1lt.jpg

მსგავსი ამბები

Back to top button