არქივი

10 ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი

0a81631060bf

10 ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი

79f73fb7b23b
1. არფა კარიმ რანდხავა. ასაკი 14 წელი. 10 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გახდა, რომელმაც შეძლო ჩაებარებინა გამოცდები კომპანია ”მაიკროსოფტის” პროფესიონალური კვალიფიკაციის მისაღებად. პირველად 5 წლის ასაკში დაითანხმა მამა ეყიდა მისთვის საკუთარი პერსონალური კომპიუტერი. მან იმდენად კარგად აითვისა, რომ პაკისტანის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გამოყენებითი ტექნოლოგიების ინსტიტუტში მიიღეს.

db600beb6df7
2. სუხას გოპინატი. ასაკი 23 წელი. მან დააარსა საკუთარი კომპანია და 14 წლის სუხასი უკვე კერძო მეწარმე იყო. ახლა იგი წარმატებით ხელმძღვანელობს ტრანსნაციონალურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია ვებ-დიზაინზე, ვებ-დანართების შექმნაზე, სკოლის საპროგრამო პროდუქტებზე და სხვა. ინდური წარმოშობის ახალგაზრდა ბიზნესმენი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

72c6cf751ccb
3. ვიქტორ ემ დე ლეონ მესამე. ასაკი 11 წელი. ვიქტორი კომპიუტერული თამაშებით ორი წლის ასაკში დაინტერესდა და აზარტულად ებრძოდა მონსტრებს მამასთან ერთად. ხუთი წლისამ პროფესიონალი კიბერსპორტსმენების ლიგაში შეუშვა Major League Games. გაოცებული მენეჯერები მასთან კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობდნენ და 7 წლის ასაკში ვიქტორი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კიბერსპორტსმენი გახდა.

73dad1535d79
4. მარლა ოლმსტიდი. ასაკი 9 წელი. ერთი წლის მარლას მამამ გადაწყვიტა ქალიშვილი რაიმეთი გაერთო. მისცა მას ქაღალდი და საღებავები ფუნჯთან ერთად. ამ დღიდან ბავშვმა-საოცრებამ შედევრების შექმნა დაიწყო, რომლებსაც შეუძლიათ გაეჯიბრონ კანდინსკისა და პოლოკის აბსტრაქტულ ტილოებს. მარლასაგან პირველი ნახატი კერძო კოლექციონერებმა 250 დოლარად შეიძინეს, როცა იგი 2 წლის იყო. ამჟამად მისი ტილოები ბევრად ძვირი ღირს.

b1025113f7e5
5. ნგუენ ნგოკ ტრუონგ სონი. ასაკი 19 წელი. ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გროსმეისტერმა ჭადრაკის თამაში 3 წლის ასაკში დაიწყო. უკვე 14 წლის ასაკში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ მას გროსმეისტერის სტატუსი მიანიჭა.

193922cde3d7
6. რუთ ლოურენსი. ასაკი 37 წელი. მას არასოდეს უვლია სკოლაში. განათლება სახლში მიიღო, მეთოდიკით, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა მისმა მამამ, გარი ლოურენსმა. 13 წლის ასაკში რუთი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული ოქსფორდის უნივერსიტეტში. ამასთან, მან მხოლოდ 2 წელიწადში ისწავლა ის, რაც 5 წლის განმავლობაში ისწავლება. ამავე ასაკიდან მან დაიწყო პედაგოგობა: თავიდან ჰარვარდის, ხოლო შემდეგ მიჩიგანის უნივერსიტეტებში.

89d7c393f797
7. გრეგორი რობერტ სმიტი. ასაკი 20 წელი. საქველმოქმედო ფონდის International Youth Advocates დამაარსებელი. დაიბადა პენსილვანიაში. 10 წლის ასაკში დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 14 წლისამ წარმატებით დაამთავრა კოლეჯი რანდოლფ-მაკონი ქალაქ აშლანდში.

07986e3199bf
8. ეთან ონგი. ასაკი 10 წელი. ეთანმა დოლზე დაკვრა 2 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ ისე, რომ პროფესიონალი მუსიკოსები უსმენდნენ და ოცნებოვდნენ. ბავშვისათვის ეს არავის უსწავლებია, ხოლო რთული რითმების გამოცემა მან სათამაშო დოლზე დაიწყო. ერთხელაც მას შემთხვევით მოუსმინა ადგილობრივმა ხმისჩამწერი კომპანიის მენეჯერმა. ამის შემდეგ, 2006 წელს ეთანმა მონაწილეობა მიიღო დიდ კონცერტში, ხოლო მიღებული თანხა საბავშვო საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

4f48c63686b6
9. აბიგალ სინი. ასაკი 17 წელი. პირველად იგი ფორტეპიანოს 4 წლის ასაკში მიუჯდა. ამჟამად, ახალგაზრდა სინგაპურელი პიანისტი უკვე 7 მსხვილი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მუსიკალური ტალანტის გარდა, აბიგელმა საკუთარ თავში აღმოაჩინა ასევე ენების შესწავლისა და უმაღლესი მათემატიკური ნიჭი.

ec33e732f505
10. შო ტიმოტი იანო. გენიოსი. ასაკი 19 წელი. იგი უკვე სამი წლის ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრის საოცარ შესაძლებლობებს ავლენდა, ხოლო 9 წლისამ ლოილას უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც სამ წელიწადში ფრიადზე დაამთავრა. მისი IQ გენიალურობის დონეზე მეტია, მაგრამ ჩჟო წარმატებებისაგან თავს არ კარგავს და ამტკიცებს, რომ ნიჭი და გენიალობა ჯერ კიდევ არაფერია. მთავარია, იცოდე მათი სწორად გამოყენება.

Back to top button