ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ქალი და მამაკაცი

ქალები და კაცები იბადებიან იმისთვის რომ ერთმანეთი უყვარდეთ. კარგი რეჟისორები კი არსებობენ იმისთვის რომ შექმნან ისტორიები, ლამაზი ფილმებით გაახალისონ ჩვენი ერთფეროვანი ცხოვრება (ყველას ხომ არ შეუძლია კინოში ცხოვრება?!) და თუ ოდნავ მეტი ადამიანი ასრებობს შენში , რაღაცასაც ისწავლი და გაითავისებ. და, თუ ვერაფერს შეიძენ, საათნახევარი, ორი საათით მაინც იცხოვრებ შენგან დამოუკიდებელ ზრაპარში

ეს არის კინო_ცხოვრება ზრაპარში, დიდების ზრაპარში.

თუ, რატომ გახდა საკულტო კლოდ ლელუშის ფილმი “ქალი დამამაკაცი” 70-იან წლებში, ამაზე ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა. ახლა მირჩევნია ჩემი ვთქვა, არა ახალი, არა ჯერ არ გაგონილი მარამ მაინც ჩემი. დღეს დილით ფეისბუქზე დავპოსტე რომ ამ ფილმის მემილიონეჯერ ნახვის იუბილე მაქვსმეთქი. ამით იმის თქმას ვცდილობ რომ მე მიყვარს კარგი კინო :no: კარგი სცენარით, კარგი მსახიობებით, კარგი კადრებით, კარგი მუსიკით…..

კინო სინთეზური მოვლენაა, იგი თავის თავში გულისხმობს ხელოვნების ყველა დარგს (და, არა მარტო…) თუმცა არსებობს კინომოყვარულთა კატეგორია , რომელიც თვლის რომ დიალოგი განსაზღვრავს ფილმის სიძლიერეს . მე არ შემიძლია ამ მოსაზრების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება. კინო მაინც ვიზუალური კულტურაა. ფილმის ყურებისას კადრის ენა გაცილებით ღირებულია ვიდრე სიტყვა, მსახიობი ერთი კონკრეტული მოძრაობა უფრო შთამბეჭდავი შეიძლება იყოს ვიდრე მთელი მონოლოგი

ამიტომაც არის აზიური კინო იდეის გადმოცემის თვალსაზრისით ასეთი ძლიერი.

bin jip___ რეჟ. კიმ კი დუკი

bin jip___რეჟ. კიმ კი დუკი

პოსტის წერა, კონკრეტულ ფილმზე დავიწყე, მაგრამ ჩემი გამოუცდელობიდან (და ხასიათიდან) გამომდინარე, თავგზა ამებნა და ლაქლაქი გავაბი :boz: …..

ლელუშის “ქალი და მამაკაცი” მშვენიერი ფილმია ყველა კატეგორიის (მეტნაკლებად) კინომოყვარულისთვის. ავტომომრბოლელი კაცი რომელიც ატარებს გარდაცვლილი ცოლის ხსოვნას და ქალი რომელისთვისაც გარდაცვლილი ქმარი მამაკაცის იდეალია, შეხვდებიან ერთმანეთს, მათი შვილების სკოლა-პანსიონში….
მარტივი ფაბულაა, საკმაოდ რთული ურთიერთობებით. მათ ჰყავთ ბავშვები, კარგი მუსიკა ინტიმურ გარემოს ქმნის, მაყურებელი მშვიდად უყურებს როგორ სიამოვნებთ ადამიანებს ერთად ყოფნა. მაგრამ არსებობს წარსული, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი მათგანი.
ორივეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჰქონდათ სავსე ცხოვრება, სავსე სიყვარულით ვნებებით, ბედნიერებით, ამ ყველაფრის დასტური მათი შვილები არიან. მამაკაცი, ქალი და ბავშვები_ არსად ჩანს საზოგადოება, რეჟისორმა მოსპო ეს ფაქტორი ფილმიდან. ჩვენს წინაშე ორი ზრდასრული ადამიანია, მაყურებელი მათ გადაწყვეტილებას ელოდება.

სიყვარული ღვთივ კურთხეული გრძნობაა, იგი იბადება ნებისმიერ სიტუაციაში, წინასწარ განზრახვის გარეშე. მათ შორისაც დაიწყო რაღაც… მისცემენ კი თავს უფლებას უყვარდეთ ისე, როგორც უყვარდათ?! მორალურად გამართლებული იქნება ეს მათი მხრიდან, იმდენად რამდენადაც, ტრენტინიანის ცოლმა ინცესტით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მისი ქმარი რბოლის დროს ავარიაში სასიკვდილოდ დაშავდა. ანუკის ქმარი კი ერთი შეხედვით უწყინარ, მათთვის ჩვეულ სიუაციაში (გადასაღებ მოედანზე) უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მისი ქმარი დახატულია დადებით პიროვნებად, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, ეტრფის ბუნებას და მღერის სიყვარულზე. ფილმში არის ერთი სცენა,მოდიან მანქანით წვიმიან ამინდში და გზად შემხვედრ მონადირეებს გაწუწავს კაცი, ანუკს კი უხსნის რომ ისინი ბრაკონიერები არიან. არ შეიძლებოდა ეს მომენტი უყურადღებოდ დარჩენოდა ქალს, მისი ქმრიის პიროვნებიდან გამომდინარე, ალბათ იგი ყველა ადამიანში მსგავს დამოკიდებულებებს ეძებს ზოგადად ცხოვრებისადმი. ამ შემთხვევაშიც ტრენტინიანი ამართლებს მისი კაცის იდეალს.
ყველა პირობა არსებობს იმისათვის რომ გმირებმა ფილმი ბედნიერი დასასრულისაკენ წაიყვანონ, ასეც ხდება ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი ირკვევა კულიმინაციამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს… აი ისიც სიყვარულის სცენა სასტუმროს ნომერში…. მოგონებები, მოგონებები, პარალელები პარალელები, ქალს უჭირს ახალ რეალობასთნ შეგუება

როგორი გაუცხოვებაა მათ შორის… ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი გადაულახავი ტკივილებისადმი. მათ წარსული უნდა დატოვონ, ეს არ არის იოლი, ამიტომაც კაცი ძალას არ ატანს, ახსნა-განმარტებას არ სთხოვს, იგი მიჰყვება ქალის ნებას
ყოველთვის ვიცი ვის რა ფილმის ნახვა უნდა ვურჩიო, ამ ფილმის ნახვას ვურჩევ ყველა იმ ადამიანს ვისაც რომანტიული კინო უყვარს.
პ.ს. მაინც და მაინც ჩემი პოსტის სიკარგით ნუ განსაზღვრავთ ფილმის ღირებულებას :sackali:

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close