სტუმრად “მინდიას გალერეაში” II
ქალბატონებო და ბატონებო, ყურადღება,ყურადღება!!!… ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი… ისევ ვუბრუნდებით “მინდიას გალერეას” და მორიგ კოლექციას შემოგთავაზებთ,კოლექციას სადაც გაერთიანებული იქნება შემოქმედებითი(და არა “კრეატიული”) ადამიანების ქმნილებები.მაშ ასე შემობრძანდით.
პირველმა გამოფენამ ჩაიარა,დაცარიელდა სტენდები ჩემი გალერეისა,წავიდ-წამოვიდნენ შემოქმედებითთა ნამუშევრები თავის დანიშნულების ადგილისაკენ,რათა სხვა ადამიანთა ვიწრო(იქნებ ფართო) წრეს დაუტოვონ ემოციები და სულ რაღაც რამდენიმე საათით ამოგზაურონ “საკრუიზო გემით” ხელოვნების სამყაროში.
გალერეის კარებს მიღმა რაღაც შრიალი და ხმაური მოისმა,ვხვდები ალბათ მორიგი კოლექცია მოდის,მოდიის და მოაქვს ემოციათა “თაიგული”.ყველაფერი მზადაა და ვიწყებთ თვალიერებას…
წარსულის ხელოვნების უკვდავი შედევრების საკმაოდ ცნობილი კოლექციაა გამოფენილი ლონდონის ეროვნულ გალერეაში და სწორედ ამ გალერეის რამდენიმე თვალსაჩინო ქმნილების გამოფენის საშუალება მომეცა,გადავწყვიტე ყოველივე ეს თქვენთვის მეჩვენებინა ძვირფასო დამთვალიერებელნო.თქვენ შეავლეთ ყოველივე ამას თვალი და შემდეგ იხილეთ მცირედი ამბავნარი ლონდონის ეროვნული გალერეის შესახებ.
აღნიშნული გალერეა დაარსდა 1829 წელს,თუმცა ისტორიკოსთა ნაწილი მისი დაარსების თარიღად 1824 წელს ასახელებს,სწორედ ამ დროს ინგლისის მთავრობამ ერთ-ერთი ცნობილი ბანკირისგან შეიძინა საკმაოდ ცნობილი ნახატების კოლექცია.ამავე წელს აღნიშნული კოლექცია გამოიფინა ლონდონში,პელ-მელის ქუჩაზე #105_ში.სწორედ აქედან იწყება ლონდონის ეროვნული გალერეის ისტორია და გრძელდება დღემდე.
თუ ესტუმრებით ლონდონის გალერეას და ფართოდ შეაღებთ კარს,თქვენ თვალწინ გადაიშლება სამყარო რენესანსიდან-მეოცე საუკუნემდე,იხილავთ ქმნილებებს რომლებიც თავად მეტყველებენ და გვიყვებიან ისტორიებს,აცოცხლებენ სახეებს და რეალურ ფაქტებს.
სწორედ ამიტომაც ითვლება ლონდონის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად…
თვალიერება წარმატებით დავამთავრეთ,მივიღეთ ბრიტანული საგამოფენო დარბაზის “ვაქცინა” და ახლა უკვე შედარებით მოკრძალებულ ხელოვანის ნამუშევრებისკენ გადავინაცვლოთ.ალბათ ზოგი იტყვის ეს რა მოსატანია წინა ნამუშევრებთანო,თუმცა მერწმუნეთ რომ მაინც ღირს იმათ,რომ თვალი შევავლოთ რობერტ ფაინალის შემოქმედებას.
მისი ხელწერა საკმაოდ ზღაპრულია,ის რეალურ ადგილებს აქცევს ფურცელზე გამოსახულ ქმნილებად,მათი ნახვის შემდეგ კი გიჩნდებათ მოინახულოთ ის ადგილები “ლაივში”,მაგრამ შეიძლება ვერ ნახოთ ისეთი ვენეცია თუ ნიუ იორკი,პარიზი თუ სან-ფრანცისკო როგორი ზღაპრულიც ჩანს რობერტის მიერ აჭრელებულ ფურცლებზე.
საგამოფენო დარბაზის შემდეგი კუთხე ეთმობა ბუნებას. ბუნება ფეწერასა თუ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი უკვდავი თემაა და აქტუალობას არ კარგავს,ადამიანი დაუნდობლად ებრძვის ბუნებას და თუ ასე გაგრძელდა “მწვანე სამყაროს” სილამაზეს მხოლოდ ფოტოებზე თუ ვიხილავთ.
ასეთი ფოტოები კი მრავლად მოიძებნება მარკ ადამუსის “ობიექტივში”მაშ ასე გადავხედოთ ამ კოლაჟს.
დღეისათვის სულ ეს იყო.ეს გამოფენა გასტანს მცირე ხანი და უკვე ახალი ნამუშევრებით დაგიბრუნდებით.
Don Mindia