გასართობისაკითხავიუკატეგორიო

ფერები

მითხარი შენი საყვარელი ფერი და გეტყვი ვინ ხარ შენ :))))

წითელი
თუ თქვენი საყვარელი ფერია წითელი, მაშინ თქვენ ხართ ენერგიული და ვნებიანი ადამიანი ხართ. ზოგჯერ იმპულსურიც ხართ და თქვენი მიზანია იცხოვროთ დღევანდელი დღით.

ვარდისფერი
ვარდისფერის მოყვარულები არიან გამოუსწორებელი რომანტიკოსები და სჯერათ, რომ ოდესმე აუციდებლად შეხვდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს (პრინცესას ;) )

ნარინჯისფერი
ამ ფერის მოყვარულები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და ვერ იტანენ მარტო ყოფნას. ისინი ნებისმიერ საზოგადოებაში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

ყვითელი
თუ ყვითელი თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ თქვენ მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვთ. ტექნიკურ საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა…) დიდი წარმატებები არ გაქვთ, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ, თქვენგან კარგი ხელოვანი დადგება.

მწვანე
მწვანე ჯანმრთელობის და ბალანსის ფერია. თქვენი ცხოვრების მიზანია ფარდა ახადოთ სამყაროს საიდუმლოებებს. თქვენ ყოველთვის ამთავრებთ დაწყებულ საქმეს. რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამიტომ ყოველთვის კარგად დაფიქრდებით სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ლურჯი
თქვენ მგრძნობიარე და ემოციური ხართ. ლურჯი ფერის მოყვერულები ახერხებენ ისე გადაანაწილონ თავიანთი დრო, რომ მოასწრონ სწავლაც, მუშაობაც და გართობაც.

შავი
თქვენ ხართ ამოუცნობი, იდუმალი პიროვნება. გაქვთ ძლიერი ნებისყოფა, რაც ძალიან დაგეხმარებათ ცხოვრებაში დასახულ ყველა მიზანს მიაღწიოთ.

თეთრი
თეთრი არის უმანკოების და სიწმინდის ფერი. :) სწორედ ასეთები არიან ადამიანები, რომელთა საყვარელი ფერია თეთრი. მათ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ადვილად ნებდებიან და მუდამ გაურბიან წინააღმდეგობებს.

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია და მკაცრად ნუ განმსჯით ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close