არქივი

გალაქტიკების სამყარო

3a2432b91e5c

ვარსკვლავთა უმრავლესობა მიეკუთვნება მილიარდობით ვარსკვლავთა შემცველ ჯგუფეს, გალაქტიკებს… გალაქტიკების დანახვა ტელესკოპების საშუალებით შეიძლება, არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებული გალაქტიკა ირმის ნახტომისგან, ზოგიც ირმის ნახტომის მსგავსი. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო არსებობს 5 ტიპის გალაქტიკები. კიდევ სხვანაირი ჯერჯერობით არაა აღმოჩენილი. გალაქტიკები იყოფიან 2 კლასად, ესენია: ჯუჯა და გიგანტი. ჯუჯა შეიძლება ირმის ნახტომზე გაცილებით პატარა იყოს და შეიცავდეს მილიონამდე ვარსკვლავს, ხოლო გიგანტი ტრილიონს და მეტს !
a03750e48a9a
მრავალი გალაქტიკა წააგავს ამერიკული ფეხბურთის სათამაშო ბურთს. ვარსკვლავები ბრუნავენ ორბიტაზე ნებისმიერი მიმართულებით. P.S სურათზეა გალაქტიკა სახელად ეშმაკის ბორბალი.

3a2432b91e5c
ზოგიერთ გალაქტიკას არა აქვს გამოკვეთილი ფორმა. ისინი მილიონობით ვარსკვლავის და ნისლეულების კრებულია.

cff7e085b831
ეს არის შემოფარგლული სპირალური გალაქტიკა. ამ ტიპის გალაქტიკებს ორი საკმაოდ დიდი შტო აქვთ, რომლებიც ვარსკვლავებისგან შექმნილი სწორი ღეროებიდან გამოდიან. ეს ღეროები კი, თავის მხრივ, პატარა ნათელ ბირთვზეა მიბმული. ირმის ნახტომი შემოფარგლული სპირალური გალაქტიკაა.

5bbe23381b20
ეს კი ლინზისებური გალაქტიკაა სახელად “სომბრერო”. ეს გალაქტიკა ძალიან წააგავს ელიფსურ გალაქტიკებს, მაგრამ გარშემორტყმულია ვარსკვლავებისგან შედგენილი ბრტყელი დისკოთი, რომელიც სპირალურ გალაქტიკას წააგავს, ოღონდ გამოშვერილი ტოტების გარეშე.

f1c8c90fa0ce
დაბოლოს სპირალური გალაქტიკა. ამ გალაქტიკას სპირალურად დახრილი შტოები აქვს, რომლებიც მკვრივ ბირთვზეა მიმაგრებული. ბირთვი შედგება, შედარებით ხნიერი ვარსკვლავებისგან, ხოლო შტოებში ახალგაზრდა, ცხელი, ლურჯი ვარსკვლავებია.

ახლა კი დატკბით ულამაზესი ფოტოებით.
23f7ce51acd7

988502f9dc38

b44afc9491d2

b284b3c9ea25

c59552b3b380

b077a0aac2e8

4ace2b7b2f9a

f5505988b42d

523526166303

თუ არ გაქვთ ნანახი ჩემი პოსტები კოსმოსთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნახოთ ახლა, შესაბამის ლინკზე გადასვლით :)
დიდი აფეთქება

არწივის ნისლეული

ზეახალი ვარსკვლავი

დიდი მადლობა მათ ვინც წაიკითხა ბოლომდე.
იმედია მოგეწონათ.
თქვენი ბერო.

466134b3270f

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button