არქივი

როგორ გავხდე პოპულარული?

Image.geotorrents.com

მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოცნებობს, გახდეს ცნობილი. ჟურნალისტები, კამერა, ფული, ყურადღება, აღიარება – ეს ხომ საოცრებაა.. ვინ არ მოინდომებს, იყოს საზოგადოებაში დაფასებული? თანამედროვეობაში ეს არც ისე შეუძლებელი ჩანს, მთავარია ცოტაოდენი ფხა გამოიჩინო და სულ მოკლე დროში მილიონობით ადამიანი გაგიცნობს. XXI საუკუნეში რამდენიმე შედარებით მარტივი ხერხიც გამოიკვეთა ამის მისაღწევად.

1. სატელევიზიო შოუ
Image.geotorrents.com
შოუ, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა ადევნებს თვალს, თავისთავად გაქცევს პოპულარულად. მთავარია რაღაც ისეთი გქონდეს, რომ ჟიური დააინტერესო და აგირჩიონ. ხშირად ტალანტი სულაც არაა საჭირო. ინგლისელი გოგონა ჯეიდ გუდი 21 წლის იყო, როცა ბრიტანულ რეალითი შოუში “Big Brother” მიიღო მონაწილეობა. მას არანაირი განსაკუთრებული მონაცემი არ ჰქონდა. ბილწსიტყვაობდა ხშირად და გამოირჩეოდა რასისტული ფრაზებით. 1 წლის შემდეგ ის დაასახელეს რიგით მეოთხე ყველაზე სამარცხვინო ბრიტანელად. თუმცა რაც უნდოდა, ის მიიღო – ათეულობით მილიონი ადამიანისთვის ცნობადი სახე გახდა.
ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, წარმატება მალევე მოვა: ლეონა ლუისმა ბრიტანულ შოუში “The X Factor” გაიმარჯვა 2006 წელს, რამაც მომღერლის კარიერისკენ გზა გაუკაფა. მას დღემდე 6,5 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

2. გმირობა
Image.geotorrents.com
თუმცა ერთი ქვეპუნქტი უნდა მივამატოთ – შესაფერის დროს და შესაფერის ადგილას, თორემ შეიძლება ამის შესახებ ვერავინ შეიტყოს. ნიუ-იორკელ ვესლი ოტრის შვილები მოჰყავდა სკოლიდან, როცა დაინახა, შემთხვევით როგორ წაბორძიკდა 20 წლის სტუდენტი ბიჭი კამერონ ჰელოპტერი და ლიანდაგზე დაეცა (მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა). რომ არა ვესლის მამაცური საქციელი, მას ვერაფერი იხსნიდა – ვესლი დაუფიქრებლად მივარდა, ხელები ჩაჭიდა და უკან გამოათრია. ის-ის იყო, ლიანდაგიდან გადმოვიდნენ, რომ მატარებელმა ცხვირწინ ჩაუქროლათ. ვესლი შეამკეს მსგავსი ეპითეტებით: “ლიანდაგის სუპერმენი”, “მეტროს სამარიტელი”, “ჰარლემის გმირი” და ა.შ. გაზეთმა “Time” ის დაასახელა 2007 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში.

3. მსოფლიო რეკორდი
Image.geotorrents.com
თუკი ერთხელ მაინც აგიღიათ ხელში გინესის რეკორდების წიგნი და გადაგიფურცლავთ, მრავლად წააწყდებოდით მასში უკიდურესად უცნაურ და თითქოს არაფრისმომცემ რეკორდებს. მაშინვე ჩნდება კითხვა – რისთვის? რა საჭირო იყო ეს? პასუხი მარტივია – რაც უფრო უცნაურია და ზოგჯერ უაზროც რეკორდი, მით უფრო ხშირად გახსენებენ და ცნობილი გახდები. მსგავსი ხერხია ასევე მონაწილეობის მიღება ისეთ შოუებში, როგორიცაა “Britain’s Got Talent”. გინდაც წარუმატებელი იყოს თქვენი ცდა, მაინც დიდია შანსი რომ პოპულარული გახდეთ. ამაში როგორც წესი, დათვურ სამსახურს საიტი იუტუბი გაგიწევთ.

4. საავტორო უფლებების დარღვევა
Image.geotorrents.com
ეძებეთ და აღმოაჩინეთ ისეთი რამ, რაც კარგი ნამუშევარია, მაგრამ ფართო მასებისთვის უცნობია, მაგალითად სიმღერა და მიითვისეთ. მითვისებას დიდი მოხერხება არ სჭირდება. ებრაელი სიმღერების ავტორი ნაომი შემერი დაადანაშაულეს იმაში, რომ ცნობილი სიმღერა ოქროს იერუსალიმი იავნანიდან გადმოიღო. ბევრი ბრალდება შეხვდა, თუმცა ნაომიმ უკან არ დაიხია და სიკვდილამდე არ უღიარება პლაგიატობა.

5. ურთიერთობა “სელებრითებთან”
Image.geotorrents.com
თუკი მოახერხებთ და დაუახლოვდებით რომელიმე ცნობილ სახეს, ჟურნალისტების ყურადღების არეალში უმალ მოექცევით. ხოლო თუ ფხასაც გამოიჩენთ და მასზე დაქორწინდებით, ფინანსურადაც იხეირებთ. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ეს სახე დიდი ჭკუით ვერ დაიკვეხნის, სურათზე გამოსახულის არ იყოს

6. Youtube
Image.geotorrents.com
რომელიმე პოპულარულ საიტზე, მაგალითად იუტუბზე ატვირთეთ ვიდეო, სადაც იტყვით რაიმე იდიოტობას, გააკეთებთ უცნაურ მიმიკებს, დაემუქრებით ობამას ჩამოგდებით და ა.შ. მოკლედ , ვიდეომ ხალხის მასა უნდა მოიზიდოს, რომლებიც კომენტარს კომენტარზე დატოვებენ და ამგვარად, თავისდაუნებურად პოპულარულს გახდიან. ამ ყველაფრისთვის საჭიროა კამერა და კარგი იდეა.. თუმცა შეიძლება იდეაც არა, ვიდეოში “Charlie bit my finger – again !” ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაციაა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ წლების განმავლობაში პირველობას არავის უთმობდა. ან კიდევ გაურკვეველი სქესის კრის კროკერი ვიდეოთი “LEAVE BRITNEY ALONE !”.

ამ ვიდეომ ორ დღეში 4 მილიონი ნახვა დააგროვა და რამდენიმე ფილმშიც მოხვდა.

7. გამოგონება
Image.geotorrents.com
ეს კი ცოტა რთული გზაა. დაძაბო ტვინის ხვეულები და მოიფიქრო ისეთი რამ, რითაც მსოფლიოს აღაფრთოვანებ. თითქოს მნიშვნელოვანი აღმოჩენები უკვე გაკეთდა, დროის მანქანა და მისთანანი კი ჯერჯერობით ფუტურისტულ იდეებს მიეკუთვნება. მიმოიხედეთ გარშემო – არაფერი გაღიზიანებთ? იქნებ არის ასეთი რამ და მისი გადაჭრის ხერხზე იფიქროთ? ყველაზე კარგი საშუალებაა ჯერჯერობით უკურნებელი დაავადების ვაქცინის პოვნა, ასე რომ შეგიძლიათ თეთრი ხელთათმანები წამოიცვათ, კოლბები და თაგვები მოიმარაგოთ და მყუდრო გარემო შეიქმნათ ექსპერიმენტებისთვის.
პატარა რჩევა: დიდი აღმოჩენების უმეტესობა შემთხვევითობის შედეგია, ამიტომ გამოიყენეთ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდებათ.

8. პოლიტიკა
Image.geotorrents.com
თუკი ლაპარაკი და არარეალურ დაპირებებზე საათობით საუბარი არ გეზარებათ, შეგიძლიათ პოლიტიკაში სცადოთ ბედი. არაა აუცილებელი, რაიმე მაღალი თანამდებობა დაიკავოთ, პოპულარული ისეც შეიძლება გახდეთ. თუმცა ჯორჯ ბუში უმცროსის მაგალითს თუ ავიღებთ, დიდი ინტელექტი არ ყოფილა აუცილებელი ქვეყნის სათავეში მოსვლისთვის და მის სამართავად – მისი IQ 125 ქულას შეადგენს.

9. ბესტსელერი
Image.geotorrents.com
დაწერეთ რაიმე წიგნი , ვინ იცის იქნებ პოპულარული გახდეს. ამგვარად გამდიდრებული ადამიანები ხშირად ბევრ სხვა სფეროს წარმომადგენლებს ჯობნიან პოპულარობაში. მაგალითისთვის ჯოან როულინგიც გამოდგება. 2010 წლის ფორბსის მონაცემით, ის უკვე მილიარდერია. “ჰარი პოტერის” სერიებიდან მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული. მაგრამ სანამ წერას დაიწყებდა, რიგითი, ღარიბი ადამიანი იყო. “ჰარი პოტერის” პირველი წიგნის ბევრი მონაკვეთი კაფეებში, ხელსახოცებზე [“სალფეთქებზე”] აქვს დაწერილი.

:boli:

მსგავსი ამბები

Back to top button