არქივი

პოლ სეზანი

6fa085b136d9
“პროვანსის ბორცვები”(დაახლოებით 1880)

პოლ სეზანი (1839-1906)

პოლ სეზანის ბიოგრაფია, შესაძლოა, არ არის ისეთივე საინტერესო და გამორჩეული, როგორიც მის თანამედროვე მხატვრებს, მაგალითად, ვან გოგს ან გოგენს ჰქონდათ. ეგზოტიკური მპგზაურობა არ ხიბლავდა, არც ქალები უცდუნებია და მიუტოვებია და არც ფსიქიკურ პრობლემებს შეუწუხებია. ექს-ან-პროვანსელი ბანკირის ვაჟს მატერიალური მდგომარეობა საშუალებას აძლევდა, ხელოვნებისთვის მიეძღვნა თავი და ზოგი მისი მეგობარი მხატვრისგან განსხვავებით, როგორებიც იყვნენ რენუარი ან მონე, ყოფით პრობლემებზე არ ეზრუნა. 

სეზანმა თავისი საყვარელი, ორტანს ფიკე შეირთო ცოლად, ქალმა მას ვაჟიშვილიც აჩუქა, მაგრამ მათ ერთობლივ ცხოვრებას ოჯახურს პირობითად თუ ვუწოდებთ. პოლისთვის მთავარი შემოქმედება გახლდათ და საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებას ნაკლებ დროსა და ყურადღებას უთმობდა. იგი მარტოდმარტო გარდაიცვალა ექსში, სადაც თავისი საყვარელი მთის სენტ-ვიკტუარის ხატვისას ძლიერ წვიმასა და ქარიშხალში მოყვა. როცა ავად გახდა, იმ დროს მისი ოჯახი პარიზში იყო და გამომშვიდობებაც ვერ მოასწრო. სიმბოლურია, რომ მხატვარი ისევე წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც იცხოვრა, თავის ფერწერასთან პირისპირ, მარტო დარჩენილი.

კარიერის მიწურულს ერთადერთი რამ აწუხებდა, მიაღწია თუ არა სრულყოფილებას ხელოვნებაში? “ჯიუტად ვშრომობ და აღთქმულ მიწასაც ვხედავ. ნეტავ ებრაელთა წინამძღოლის ბედი მელის თუ მაინც მივაღწევ მიზნამდე?…” სიცოცხლის ბოლოს ფიქრობდა, რომ ვერ მიაღწია იმას, რისკენაც ილტვოდა. ამის მიზეზი იყო არა საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება, არამედ შიში იმის გამო, დადგენილი კანონების რღვევისკენ მუდმივ სწრაფვას ფუჭად ხომ არ ჩაუვლია. სწორედ ეს იყო მისთვის მთავარი მთელი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში.

სიცოცხლეში არ უღიარებიათ, მაგრამ მაინც შეძლო გამოჩენილ მხატვართა შორის ადგილის დამკვიდრება. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკისა თუ ანრი მატისის რევოლუციურ ხელოვნებას. პიკასო ამბობდა:”სეზანი ჩვენი ერთადერთი მასწავლებელი იყო… შეიძლება ითქვას, იგი ყველა ჩვენგანის მამა გახლდათ.” თანამედროვეთაგან უარყოფილმა და მასხრად აგდებულმა სეზანმა უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა XX საუკუნის მხატვრობაში, იგი უდავოდ ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ფიგურაა ფერწერის ისტორიაში. ერთხელ ერთ ახალგაზრდა მხატვართან საუბრისას ნაღვლიანად უთქვამს: “როგორც ჩანს, მეტისმეტად ნაადრევად დავიბადე, მე უფრო თქვენი თაობის მხატვარი ვარ.”

იმპრესიონისტული მოძრაობის მომსწრე სეზანი თავისი შემოქმედების ერთ ეტაპზე თავად ჩაება მასში, მაგრამ უფრო შორს წავიდა. ცდილობდა, საკუთარი, სხვა მიმდინარეობებისგან განსხვავებული რამ შეექმნა და მთელი არსებით მიეცა გამორჩეული გამომსახველობითი ენის, საკუთარი “პატარა შეგრძნებების” გადმოსაცემი ხერხების ძიებას. სეზანმა თავისი სიცოცხლე ფერწერას შეალია. ხელოვნება მისთვის რელიგიასავით იყო, ალბათ, არა მხოლოდ ამის, არამედ გულჩათხრობილი, პირქუში და ზოგჯერ ფიცხი ხასიათივს გამოც შეარქვეს მას “ფერწერის ჯვრის წმინდა იოანე”.

e3b63da105d9

“ავტოპორტრეტი შავი ქუდით” (1879-1882)

45a024db5a61

“სეზანის მამა კითხვისას”(1866)

1f8660de6642

“კლდეები მღვიმეებთან შატო-ნუარის თავზე”(დაახლოებით 1904)

a5f19706f498

“ესტაკი”(1878-1880)

336d40346109

“ბანქოს მოთამაშეები”(1890-1895)

2155669736ce

“სენტ-ვიკტუარის მთა”(1885-1887)

a06318f258e2

“ვაშლები და ფორთოხლები”(1899)

03e7322cdf6e

“ამბრუაზ ვოლარის პორტრეტი”(1899)

899e388a50dd

მხატვარ აშილ ამერერის პორტრეტმა, რომელთანაც სეზანი სიუისის აკადემიაში გაცნობის შემდეგ მეგობრობდა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მხატვარმა იგი 1870 წლის სალონს შესთავაზა თუმცა უარი მიიღო.

d7c41ffbe44b

“კლდეები ესტაკში”(1882-1885)

2f9c1ccfa4cf

“ჩამოხრჩობილის სახლი”(1872-1873)

3c92507476ca

“მოხუცი ქალი კრიალოსნით”(1895-1896)

e0c8d20d0df6

“წმინდა ანტუანის ცდუნება”(დაახლოებით 1875)

1d4b4f43b9cf

“მობანავე ქალები”(1899-1904)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button