უცნაური

ანა ფრანკის დაბრუნება?!

4c997662bb6f
რეინკარნაციის ფენომენის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ. იგი გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს. ზოგს სჯერა ამის, ზოგს არა,მაგრამ არსებობენ კონკრეტული ადამიანები,რომლებიც ირწმუნებიან,რომ რეინკარნაცია თავად განიცადეს. დღეს ერთ-ერთ ასეთ პიროვნებაზე გვექნება საუბარი.

გაიცანით, სურათზე ბარბრო კარლენია გამოსახული. შუაში კი ანა ფრანკია მოთავსებული, მას ალბათ ისედაც იცნობთ. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ მისი წიგნი ,,ანა ფრანკის დღიურები, შეგიძლიათ აქედან გადაწეროთ და წაიკითხოთ ქართულ ენაზე.

ანა ფრანკის დღიურები (ბმული)
გოგონა 1945 წელს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. 1954 წელს კი ქვეყანას ბარბრო კარლენი მოევლინა. ისი მშობლები მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ და შვედეთში ცხოვრობდნენ. როდესაც ბარბრო 3 წლის გახდა, პირველად უთხრა დედამისს, რომ მისი ნამდვილი სახელი სულაც არ იყო ბარბრო, მას ანა ფრანკი ერქვა. კარლენებს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ვინ იყო ანა ფრანკი,არც მისი წიგნის შესახებ იცოდნენ რაიმე,რადგან შვედეთში ჯერ არც იყო გამოქვეყნებული.

ბარბრო მშობლებს არ აღიქვამდა დედად და მამად და ამბობდა, რომ მისი მშობლები მალე მოვიდოდნენ და თავის სახლში წაიყვანდნენ. გოგონამ მშობლებს ბავშვობის წლების შესახებაც მოუყვა, ეს ნაამბობი კი ანა ფრანკის ცხოვრების დეტალებს ემთხვევა. მშობლებმა ეს ყველაფერი ბავშვურ ფანტაზიებს მიაწერეს. გოგონას კოშმარული სიზმრები აწუხებდა, შიში ჰქონდა უნიფორმიანი კაცების, ეზიზღებოდა ლობიო ( ფრანკების ოჯახი 2 წელი ლობიოთი სულდგმულობდა).

ბარბროს უცნაური საქციელით შეშფოთებულმა მშობლებმა ბოლოს ფსიქიატრს მიმართეს დახმარებისთვის. მაგრამ გოგონამ უკვე კარგად გააანალიზა, რომ მისი სიტყვები ხალხს მხოლოდ აშინებდა. როგორც კი თავის წინა ცხოვრებაზე იწყებდა ლაპარაკს, ყველა უცნაურად უყურებდა და დაძაბული უსმენდა, ამიტომ გადაწყვიტა ფსიქიატრთან კრინტი არ დაეძრა ანას შესახებ, ასე რომ ექიმმა იგი სრულიად ჯანმრთელ,ნორმალურ გოგონად შეაფასა.

ბარბრო გაიზარდა, სკოლაშიც შევიდა და აი ერთ დღეს მასწავლებელმა გაკვეთილზე ანა ფრანკის შესახებ დაიწყო ლაპარაკი. გოგონა სმენად იქცა, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა და ფიქრობდა, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა მათ მასწავლებელს ებრაელი გოგონას არსებობის შესახებ. მალე ბარბრო მიხვდა, რომ ფრანკი უკვე ცნობილი ადამიანი იყო. გოგონა ძალიან ცუდად იყო, მას გაორება სჭირდა, სხვა ადამიანად გრძნობდა თავს და ამის შესახებ ვერც ვერავის ეუბნებოდა.

ჩვენ შესაძლოა გოგონა ერთ ჩვეულებრივ მატყუარად ჩავთვალოთ, თუმცა ხალხი მეტად დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ ბარბროს წერის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია And The Wolves Howled, სადაც მესამე პირში ჰყვება ამბავს, მთავარი მოქმედი გმირი სარა კარპენტერია, მაგრამ წიგნი ავტობიოგრაფიაა, აქ ბარბროს ცხოვრებაა ასახული.

როდესაც ბარბრო 10 წლის იყო, მშობლებმა სამოგზაუროდ წაიყვანეს. მათ დაათვალიერეს პარიზი, ბრიუსელი, ამსტერდამი. პარიზსა და ბრიუსელში გოგონა თავს უცხოდ გრძნობდა, მაგრამ ამსტერდამზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ამსტერდამი – ეს იყო ქალაქი, სადაც ანა ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ოტო ფრანკი (ანას მამა) მთელი ოჯახით იმალებოდა ერთ-ერთი შენობის სხვენში. ნაცისტებს უკვე დაეპყროთ ნიდერლანდები და ებრაელებს სდევნიდნენ. ებრაელისთვის არ შეიძლებოდა არც მაღაზიაში შესვლა, არც ქუჩაში გამოსვლა, მათთვის ნებადართული მხოლოდ სიკვდილი იყო. სხვენში ყოფნა დაახლოებით 2 წელი მოუწიათ, შემდეგ ნაცისტებმა მიაგნეს და საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს.

40473ace2780
ეს კარადა ფარავდა მათი სამალავის შესასვლელს

ფრანკების ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ მამა, ოტო გადარჩა,მან იპოვნა შვილის დღიურები და გამოაქვეყნა. ომის შემდეგ, ოჯახის სამალავი ადგილი მუზეუმად გადაკეთდა და ,,ანა ფრანკის სახლი” დაერქვა.

027a801dd6b1

მოკლედ ბარბროს მშობლებმა ამ მუზეუმის მონახულება გადაწყვიტეს, თანაც მათი ქალიშვილი ბავშვობაში ხომ განუწყვეტლივ ახსენებდა ანას სახელს. რადგან ამსტერდამის ქუჩები მეტად დახლართულია და მუზეუმის მიგნება საკმაოდ გაუჭირდებოდათ ტაქსის გამოძახება გადაწყვიტეს,მაგრამ ამ დროს ბარბრომ თქვა,რომ ანას სახლი საკმაოდ ახლოს იყო და გიდის ფუნქციას თავად იკისრებდა. მართლაც, გოგონამ მშობლები 10 წუთში მიიყვანა მუზეუმთან. დედ–მამა გაოცებულნი იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.

–ძალიან უცნაურია– თქვა გოგონამ, – ეს იმ შენობას აღარ ჰგავს. ენაჩავარდნილი მშობლები ბავშვთან ერთად სახლში შევიდნენ და გრძელ, ვიწრო კიბეს აუყვნენ. ბარბრო, რომელსაც აქამდე სრულიად მშვიდი სახე ჰქონდა, ახლა ერთიანად გაფითრდა. როცა დედამ ხელი ჩაჰკიდა, ბავშვი ყინულივით ცივი იყო. მიაღწიეს სამალავ ადგილს და ნანახმა იმდენად იმოქმედა გოგოზე, რომ უკვე სუნთქვა შეეკვრა, ამ ოთახს ხომ კოშმარულ სიზმრებში განუწყვეტლივ ხედავდა. ამ დროს ერთ პატარა ოთახში შეიხედეს , უცებ ბარბროს სახე გაუნათდა და კედელს მიაჩერდა, თან წამოიძახა: –შეხედეთ, კინო–ვარსკვლავების სურათები კვლავ აქაა.
როცა დედა კედელთან მივიდა ვერაფერიც ვერ დაინახა და შვილიც მისმა შეშფოთებულმა ხმამ გამოაფხიზლა,ბარბრომაც დაინახა,რომ კედელი მართლა ცარიელი იყო. დედამ ვერ მოითმინა და მუზეუმის თანამშრომელს სურათების შესახებ ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ კედელზე მართლაც ეკიდა სურათები,რომელიც ანას მიერ იყო ამოჭრილი და გაკრული. მაგრამ ახლა ცოტა ხნით ჩამოეხსნათ,რადგან მინის საფარველის გაკეთებას აპირებდნენ სურათების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

ბარბროს დედა დაბნეულობისგან კვლავ დადუმდა, თავად გოგონას კი აქედან გაქცევა უნდოდა,ცრემლები უწყვეტად ჩამოსდიოდა სახეზე და ფეხები აღარ ემორჩილებოდა, ის წაიქცა…

ეს იყო დღე, როცა მშობლებმა ბარბროს ნაამბობი ირწმუნეს,რადგანაც სხვა ახსნა მომხდარს ვერ მოუძებნეს. გოგონა უფრო მხიარული გახდა, ალბათ იმიტომ, რომ ახლა თავისუფლად შეეძლო მოეყოლა თავისი ამბები დედასთან და მისი მხარდაჭერა მიეღო.

სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ბარბრო გატაცებული იყო როგორც პროზით, ასევე პოეზიით, ის ბევრს წერდა. ერთხელაც ნაცნობმა შემთხვევით მისი ნაწერები წაიკითხა და მოიხიბლა. მისი ხელშეწყობით მალე გოგონას პირველი წიგნი ,,Man On Earth” გამოქვეყნდა, რომელიც ბესტსელერად იქცა. ბარბროს კი დიდი პოპულარობა მოუტანა.

როდესაც წიგნი And The Wolves Howled გამოვიდა,საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ბარბრო ანა ფრანკის ფონდის პრეზიდენტმა, ანას უკანასკნელმა ცოცხალმა ნათესავმა, ბადი ელიასმა გაიცნო. შეხვედრა 1995 წელს მოხდა. ბარბრო ჰყვება, რო, როცა ბადის შეხვდა, ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ატირდნენ, ამის შემდეგ კი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს.

ბარბრო თავად ჰყვება ყველაფერს ამ ვიდეოებში:

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

გჯერათ თუ არა რეინკარნაციის და თუ არა, როგორ ახსნიდით ბარბრო კარლენის მონაყოლს?

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button