საკითხავისასარგებლოუცნაური

ზეახალი ვარსკვლავები

ზეახალი ვარსკვლავიშემოდი სრულიადში და გაიგე ვარსკვლავის სიბერისა და სიკვდილის შესახებ ;)
P.S ჩემი პირველი პოსტი ბევრს მოეწონა და მთხოვეს კიდევ დამედო ასტრონომიაზე პოსტები.

ზეახალი ვარსკვლავი აფეთქების შემდეგ (ნამდვილი სურათები)
ყველა სხვადასხვა ფერი არის ქიმიური ელემენტები. რომელი რომელია ზუსტად არ მახსოვს :)

ზეახალი 2

ზეახალი 3

ზეახალი 4

რასაც ახლა მოგიყვებით ბევრს (მორწმუნეებს) შეიძლება არ გესიამოვნოთ, მეც მორწმუნე გახლავართ და არ ვიცი ეს ესეა თუ არა, მაგრამ მეცნიერულად ყველა ატომი რომლისგანაც ჩვენ შევდგებით წარმოიქმნა ვარსკვლავის გულში, შემდგომში როდესაც ვარსკვლავი კვდება დარჩენილი მატერია წარმოქმნის ახალ სხეულებს და ალბათ ჩვენი სიცოცხლეც ასე წარმოიშვა,ნელ-ნელა ევოლუციის გზით.

ეხლა კი მივხედოთ ჩვენს ზეახალ ვარსკვლავებს. სიტყვა ზეახალი ვარსკვლავი სრულიად არ ნიშნავს ახალი ტიპის, ან ახალდაბადებულ ვარსკვლავს :), მეცნიერებმა ასე უწოდეს განსაკუთრებით დიდი ვარსკლვლავების სიბერეს (ეს არ ეხება ჩვენს პაწუა მზეს, რადგან იგი ყველაზე პატარა ვარსკვლავების რცხვს მიეკუთვნება). ვარსკვლავის ბოლო წუთები კი მისი მიერ განვლილ მთელ ცხოვრებაზე ლამაზი და საინტერესოა, ასე ვთქვათ “დამაგვირგვინებელია”.

ყველა ვარსკვლავი ალბათ იცით, რომ ძალიან ცხელია, გავარვარებული, მოდით ჩავიხედოთ ვარსკვლავის გულში და გავეცნოთ იქ მიმდინარე პროცესებს. ვარსკვლავის გული უფრო ცხელია ვიდრე მისი ზედა ნაწილი, ამიტომ ცხელი მასები რომლებიც არის გულში ამოდის ზევით, ეს ფიზიკური კანონი ყველამ ვისწავლეთ სკოლაში ალბათ :D, შემდეგ როდესაც გაცივდება ცხელი მასები ისევ ჩადის ვარსკვლავის გულში და ასე გრძელდება უსასრულოდ. ყველა ვარსკვლავის მაცოცხლებელი საწვავი არის წყალბადი (H). შიგნით მიდის მთელი რიგი ატომური რეაქციები რომელსაც აღარ ავხსნი, რადგან ძალიან რთული გასაგებია და მეც არ ვიცი მთლიანად რა ხდება =]. მოკლედ ვარსკვლავის გულში წყალბადისგან მიიღება ყველა ქიმიურ ელემენტს რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. ვარსკვლავის ქერქში არის წყალბადი, ცოტა შიგნით ჟანგბადი (O), აზოტი (N), ნახშირბადი (C), კალციუმი (Ca) და სხვა ელემენტები, ხოლო ბირთვი ძირითადად არის გავარვარებული რკინა (Fe).

ვარსკვლავი სიკვდილის წინ ფართოვდება და მისი რადიუსი თითქმის 2-ჯერ იზრდება. ხოლო რდესაც მას გამოელევა საწვავი, ანუ წყალბადი იგი ნელ-ნელა ცივდება, გაცივებისას იცით, რომ მატერია პატარავდება, ხოდა ჩვენი ვარსკვლავიც იწყებს ზომაში კლებას და ვარსკვლავი იწყებს თავისივე წონის ზემოქმედებით გაჭყლეტვას, უფრო კონკრეტულად კი ჩვენი რკინის ბირთვი, წარმოიდგინეთ რამხელა მასაა დააწვება ბირთვს…

მაგალითი
წინააღმდეგობა წარმოუდგენელია, სიმკვირვე, რომელსაც აღწევს ბირთვი ამ უზარმაზარი მასის ზემოქმედებისას, ხდება უსასრულო და აი… საოცრებაც ვარსკვლავი ფეთქდება და მთელი მატერია რომელიც იყო ზედა ფენებში დიდი სიჩქარით გაიტყორცნება კოსმოსში, ხოლო იქ სადაც იყო ბირთვი, ეხლა აღარაფერი არ არის გარდა პულსარისა (ამაზეც დავდებ პოსტს) და შავი ხვრელსა.   დარჩენილი მატერია, რომელიც აფეთქებისას გამოიტყორცნა  კოსმოსში გაიფანტება, სადაც ის წარმოქმნის ახალ ვარსკლვავებს და პლანეტებს.

მადლობა ყურადღებისთვის თქვენი ასტრონომი     DaviDovicH

თეგები

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Close
Close