გასართობისაკითხავისურათები

მსხვერპლი, რომელიც მსახიობებმა გაიღეს როლებისათვის

ჰოლივუდის მსახიობების გარეგნობა, ხშირ შემთხვევაში, არც მთლად დამაკმაყოფილებელია რეჟისორებისათვის. ამიტომ მათ ნამდვილი ტრანსფორმაცია სჭირდებათ იმისათვის, რომ სასურველი როლები მიიღონ. ეს ცვლილება კი მათთვის, როგორც წესი, არც მთლად სასურველია. თუ რატომ, ამაში თავადვე დარწმუნდებით: 

1. კრისტიან ბეილი – The Machinist

მიჩნეულია, რომ კრისტიან ბეილის ტრანსფორმაცია იყო ყველაზე დიდი მსხვერპლი როლისათვის , რომელიც მსახიობს გაუწევია, კინემატოგრაფიის ისტორიაში. მან საკუთარი წონა 78,4 კილოგრამიდან 49,8 კილოგრამამდე შეამცირა. მისი დიეტის მიხედვით, კვების რაციონში შედიოდა მხოლოდ ვაშლი და გრეიფრუტი, ისიც შეზღუდული რაოდენობით. ექიმებმა მალევე აუკრძალეს მას ამ დიეტის გაგრძელება, ვინაიდან ამით კრისტიანი საკუთარ ჯამრთელობას დიდი საბრთხის ქვეშ აყენებდა.

2. კოლინ ფარელი – Triage

მან ამ ფილმში მონაწილეობის მისაღებად დაიკლო 20 კილო. მისი დიეტა მოიცავდა: შავ ყავას, დიეტურ კილასა და ვაშლს.

3. რობერტ დე ნირო – Raging Bull

დამატებითი 27 კილო რობერტისათვის (:god: )

4.მეთ დეიმონი –The Informant

მეთ დეიმონის მსხვერპლი ამ ფილმში ზედმეტი 15 კილოგრამით განისაზღვრება. ამ შედეგის მისაღწევად, იგი დგეში 7 ჯერ ჭამდა, აქტიურად სტუმრობდა პიცერიებსა და მაკდონალდს ;)

5. მეთ დეიმონი – Courage Under Fire

ამ ფილმისათვისაც მოუწია მეთს დიეტის დაცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი საპირისპიროსაკენ ისწრაფოდა. მან ამ პერიოდში, დაიკლო 18 კილო.

6. ტომ ჰენქსი – Cast Away

ამ როლისათვის ტომი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა, შედეგად –  დაიკლო 20 კილო და გაიზარდა თმა და წვერი :)

7.ჯორჯ კლუნი – Syriana

მან თავისი წონა 16 კილოგრამით შეამცირა და ასევე შეიცვალა თმის ვარცხნილობა, მეტი დამაჯერებლობისათვის.

8. 50 ცენტი – Things Fall Apart

ამ ფილმში 50 ცენტი თამაშობს ფეხბურთელს, რომელიც დაავადებულია კიბოთი.  მან საკუთარი წონა, ამ როლისათვის, 97 კილოგრამიდან 72 კილოგრამამდე შეამცირა. ამისათვის იგი, 9 კვირის განმავლობაშ იცავდა მკაცრ დიეთასა და სწრაფი სიარულით სეირნობდა დღეში სამი საათი.

9.ჯარედ ლეტო – Chapter 27

უსაზღვროდ სიმპატიურმა ჯარეტმა ნამდვილი მსხვერპლი გაიღო, როცა დათანხმდა და საკუთარი წონა 30 კილოგრამით გაზარდა :)

10. შარლიზ სტერონი – Monster

მშვენიემა შარლიზმა თავი მართლაც დაიმახინჯა ამ ფილმისათვის. გაუხეშებული კანი, მოუვლელი თმა, დამატებითი 14 კილო, მაგრამ სანატრელი ოსკარი, აი რა მოუტანა შარლიზს ამ ფილმმა ;))

11. კრისტინა რიჩი – Monster

დამატებითი 10 კილო – ის, რაც კრისტინამ ამ როლის მისაღებად გააკეთა.

12. ტომ ჰარდი – Bronson

მან მოიმატა 13 კილო. იგი 5 კვირის განმავლობაში ძალიან მკაცრ ვარჯიშებს აკეთებდა, მისდევდა ფიტნეს და საბოლოოდ სწორედ ასეთ შედეგს მიაღწია.

13. მაიკლს ფასბენდერი – Hunger

მან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დაიკლო 15 კილო, იმისათვის, რომ მისი გმირი გაცილებით უფრო რეალისტური გამოსულიყო.

14. ემილი ჰირსჩი – Into The Wild

იმისათვის, რომ მას ამ ფილმში მიეღო მონაწილეობა, მოუხდა საკუთარ 18 კილოსთან გამომშვიდობება ;)

15. ევან მაკგრეგორი – Trainspotting

მან 10 კილო დაიკლო 2 თვეში. მისი დიეტა საკმაოდ მარტივი იყო: მას არ უნდა მიეღო ალკოჰოლური სასმელები და ეჭამა განსაზღვრულ საათებში.

16.რენე ზელვეგერი – Bridget Jones’s Diary

რენემ 10 კილო მოიმატა ბრიჯიტის როლისათვის.

17.ტეილორ სვიფტი – New Moon

ტეილორმა ამ როლისათვის 10 კილო მოიმატა, მაგრამ, მგონი დამეთანხმებით, რომ ეს სულაც არაა ზედმეტი წონა :D

18.ედვარტ ნორტონი – American History X
პლუს 15 კილო, იმისათვის რომ ედვარდი ( :god: ) უფრო მეტად დაკუნთული ყოფილიყო ;)

19. დაიან კრუგერი – Troy

იმისათვის რომ ტროელ ელენას უფრო მეტად ქალური ფორმები ჰქონოდა, ფილმის რეჟისორის, ვოლფგან პეტერსონის მოთხოვნით, დაიანმა 7 კილოგრამი მიამატა საკუთარ წონას.

მადლობა ყურადღებისათვის. :thanks: :thanks:  იმედია, საინტერესო იყო თქვენთვის ;)

წყარო: მე და google ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close