უკატეგორიო

ბნელი გადაბები

გადაბა

გადაბა ინდოეთის ხალხთა ერთ-ერთ ჯგუფს ჰქვია. მათ არ იციან ელექტროობა, არც რადიო, არც გაზეთი. მთელი დასახლება შემოფარგლულია დაწნული ღობით. მათი ქოხები მრგვალია, არც ფანჯარა აქვს და არც კარი(კარის ნაცვლად ქსოვილი ჰკიდია) მათი ბავშვები საოცარი სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი. უფროსები ერთნაირად ზრუნავენ სოფლის ყველა ბავშვზე. აქ არ არსებობს უპატრონო ბავშვები, რადგან მშობლების სიკვდილის შემთხვევაში ბავშვი სხვა ოჯახის წევრი ხდება.
ქალები უამრავ სამკაულებს ატარებენ. ფეხებსა და ხელებზე მეტალის რგოლები უკეთიათ, ჟღარუნებითა და ეჟვნებით. ყურებზე ჰკიდიათ უზარმაზარი -20 სმ-მდე დიამეტრის რგოლები და რამოდენიმე უფრო პატარა რგოლი. ყელზე ათეულობით მძივი. ცხვირზეც ზოგს ორი-სამი რგოლი უკეთია, გვხვდება ნესტოზე მიმაგრებული თვლებიც.
გადაბას ხალხი, როგორც ავღნიშნეთ თბილი, ალერსიანი, მეგობრული და ცოტა გულუბრყვილონიც არის. მათი ურთიერთ დამოკიდებულება რომელცი ნდობასა და სინდისიერებაზეა დამყარებული, კარგი მაგალითი შეიძლება იყოს მრავალი ცივილიზებული ერისათვის. ისინი არასოდეს არაფერს მალავენ და კეტავენ – საერთოდ არ იციან, რა არის საკეტი.
მათ საკმაოდ კოლორიტული ცეკვები აქვთ დოლებისა და დაირების თანხლებით. ქოხებში სისუფთავეა. მათთვის უცხოა ავეჯი.

თეგები
Close
Close