გართობაუცნაური

4 ფილოსოფოსიური კითხვა, რომელიც ტვინს აგატკიებთ!

rii2a

კითხვები გაგრძელებაში

  1. უნდა მოვკლათ თუ არა ჯანმრთელი ადამიანი – მისი ასევე ჯანმრთელი ორგანოების გამო?თუკი… – დავუშვათ ”მიშა” არის ჯანმრთელი ადამიანი, ოჯახის და ახლობლების გარეშე, დასაშვებია თუ არა მისი მოკვდინება უმტკივნეულოდ, თუკი მისი ორგანოები გადაარჩენს 5 სხვა ადამიანს, რომლებსაც სჭირდებათ მისი გული, თირკმელი და ა.შ.?თუ არა, რატომ არა?ახლა კი წარმოიდგინეთ სხვა სიტუაცია, მკვლელმა დაგიჭირათ თქვენ და კიდევ სხვა 6 ადამიანი, მან როგორღაც დაგარწმუნათ, რომ თუკი თქვენ მოკლავთ 6 იდან ერთ-ერთს, მაშინ დანარჩნეებს გაათავისუფლებს, თუ არცერთს არ მოკლავს, მაშინ 6 ივეს დახოცავს, ხოლო თქვენ ყველა შემთხვევაში გაგათავისუფლებთ.მოკლავდით თუ არა ერთ ადამიანს დანარჩენი 5 ის გადასარჩენად – ამ შემთხვევაში?
  2. ხარ თუ არა ისევ ის ადამიანი, რომელმაც ამ წერილის კითხვა დაიწყო? წარმოიდგინეთ თქვენი ბავშვობისდროინდელი ფოტო, სადაც ხართ სულ 8 წლის, როგორ ფიქრობთ, რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ, რომ ეს ადამიანი სწორედ თქვენ ხართ? შეიძლება იფიქროთ რომ ეს ადამიანი ფოტოზე ხართ თქვენ, მარტო იმიტომ რომ ორივე შედგებოდით და შედგებით ერთიდაიგივე უჯრედებისგან, მაგრამ ყოველ 7 წელში, ადამიანი იცვლის თავის უჯრედებს, ძველი უჯრედები კვდებიან, ახლები იბადებიან.თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ “თქვენ” მაშინ და “თქვენ” ახლა, ხართ ერთიდაიგივე ორგანიზმი – მთლიანად, მაგრამ რა ქმნის რეალურად ამ მთლაინობას? დავუშვათ, რომ თქვენი და რომელიმე სხვა ადამიანის ტვინს შეუცვალეს ადგილები (რომელი ფილმი გახსენდებათ?) იქნებით კი თქვენ, ახალი ორგანიზმი? რათქმაუნდა მიმზიდველია განაცხადოთ რომ ”თქვენ” ხართ მხოლოდ ადამიანის ტვინი და არა ადამიანი, როგორც არსება.მაგრამ რატომ მაინცდამაინც ტვინი და არა სხვა რომელიმე ორგანო, მაგალითად ელენთა? ალბათ იმიტომ რომ სწორედ ტვინში მიმდინარეობს ჩვენი მენტალური პროცესები, იმედები, შიშები, ოცნებები, რწმენები, ღირებულებები და მახსოვრობა. ახლა უკვე გამოდის, რომ სწორედ ემოციებია მთავარი და არა ტვინი, რომელიც მათ უზრუნველყოფს.საბოლოო ჯამში, თუკი უბრალოდ შესაძლებელი იქნებოდა თქვენი ტვინის სკანირება და დროებით სადმე ჩაწერა, შემდეგ თქვენი და კიდევ ერთი ადამიანის ტვინის მთლიანად წაშლა და მერე ზედ ადრე შენახული ტვინის მონაცემების ჩაწერა, გამოდის რომ ამ დროს ორი ერთიდაიგივე ადამიანი, დედამიწის სხვადასხვა ადგილას – ერთდროულად იარსებებდა!

    ასე, რომ არანაირი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თქვენ, სწორედ თქვენ ხართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში – არ არის სწორი!

    თქვენ უკვე ის პიროვნებაც კი არ ხართ, ვინც ამ წერილის კითხვა დაიწყო!

  3. არის თუ არა ამ წამს კომპიუტერის მონიტორი თქვენს წინაშე? რა მიზეზით ფიქრობთ, რომ ამჟამად თქვენ მონიტორს უცქერით? ალბათ თქვენი პასუხი იქნება – ”მე ხომ მას ვხედავ” ან… უბრალოდ გგონიათ რომ ხედავთ! საქმე იმაშია, რომ გრძნობები ხშირად გვატყუებენ, ხშირად სწორი ჯოხი, წყალში მოღუნულ ჯოხად გვეჩვენება, ხანდახან კი ორი თანაბარი სიდიდის ზოლი, სხვადასხვა ზომის ჩანს.მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ გრძნობები მაინც იძლევიან საფუძველს დავეყრდნოთ მათ როდესაც ვიქმნით წარმოდგენას სამყაროს შესახებ, ანალოგიას თუკი გავატარებთ, არაზუსტ ბარომეტრსაც კი შეუძლია მოგვცეს საფუძველი ვიფიქროთ რომ სადაცაა იწვიმებს.მაგრამ სანამ ბარომეტრს ვენდობით, ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ და უბრალოდ გავიხედოთ გარეთ, ვნახოთ გვატყუებს თუ არა ბარომეტრი, ასეთი შემოწმების შემდეგ, რათქმაუნდა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბარომეტრი ამინდს 99% იანი სიზუსტით აჩვენებს.თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, როდესაც საქმე მიდგება ჩვენს გრძნობებზე, შეუძლებელია ამოხტე საკუთარი შეგრძნებების განცდიდან და შეამოწმო, რეალურია თუ არა ისინი, სინამდვილეში თქვენ არანაირი საფუძველი არ გაქვთ ფიქრობდეთ, რომ ახლა თქვენს წინაშე მონიტორია. (აბა ახლა, რომელი ფილმი გაგახსენდათ?)
  4. როდესაც ამ წერილის კითხვა დაიწყეთ, იყო კი ეს თქვენი დამოუკიდებელი არჩევანი?დავუშვათ სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არსებობდა ვინმე ”მიშა”, რომელსაც გააჩნია აბსოლიტური ინფორმაცია, სამყაროში არსებულ ყველა ფიზიკის კანონზე, ყველა ნაწილაკზე და შეუძლია გადაამუშაოს ეს ინფორმაცია.გამოვა, რომ ”მიშას” შეუძლია გამოთვალოს, რომ როდესმე დაიბადება დედამიწა, განვითარდება ზედ გარკვეული მოვლენები და ბოლოს ამ წამს თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ.არავინ უარყოფს რომ თქვენ აირჩიეთ ამ წერილის წაკითხვა, მაგრამ იყო კი ის დამოუკიდებელი? თქვენს არჩევანს ხომ უამრავი მიზეზი ჰქონდა, თუნდაც ტვინში ნეირონების მიკრო იმპულსები, რომლებსაც თავის მხრივ მიზეზები ჰქონდათ სწორედ ასე და არა სხვანაირად გამოეცათ ის იმპულსები, იმ მიზეზებს კიდევ მიზეზები და ასე დაუსრულებლად უკან, სამყაროს წარმოშობამდე, ასე რომ ”მიშამ” იცოდა რომ ამ წერილს წაიკითხავდით და როდესაც თქვენ გაჩნდით, უკვე გვიანი იყო რაიმეს შესაცვლელად.რათქმაუნდა არანაირი ”მიშა” არ არსებობს, მაგრამ აქ აზრი იმაშია, რომ თუკი ასეთი ”მიშა” იარსებებდა, მას შეეძლო მოვლენების განვითარების წინასწარმეტყველება, ახლა შეიძლება შემეკამათოთ, -”კი მაგრამ თანამედროვე ფიზიკაში ხომ არის ისეთი მაგალითები სადაც ფუნდამენტური შემთხვევითობებთან გვაქვს საქმე და ეს მაგალითები ”მიშას” ძალიან ეწყინებოდაო”, მაგრამ აბა თავად დაფიქრდით, ცვლის კი ეს რაიმეს ჩვენს პირად ცხოვრებაში?არ გახსენდებათ მაგალითი, რომ როდესაც ადამიანი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს, ხშირად ვეჭვობთ, რომ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია დამოუკიდებლად.

    ასე რომ თავისუფალი ნება, მისი ჩვეულებრივი განმარტებითაც და შემთხვევითობის მაგალითებითაც მაინც შეუსაბამოა ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენ არასდროს მიგვიღია არცერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

    წყარო: marketeer.ge საინტერესო რამეა რო არ დამედო არ გამოვიდოდა :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button