საკითხავისასარგებლოუცნაური

იცით თუ არა რომ… #19

1.1740 წელს საფრანგეთში მკვლელობისთვის დასაჯეს… ძროხა. ის უკანასკნელი ცხოველი იყო, რომელსაც ფრანგულმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამ,ოუტანა.
2.პენიცილინი მხოლოდ მედიკამენტი არ არის. ის ზოგიერთ საკვების აუცილებელი კომპონენტია, მაგალითად, საკმაო რაოდენობით შედის როკფორის ყველის შემადგენლობაში.
3.როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარის ფუძე მჭედელია სხვადასხვა ვარიაციებით: მჭედლიძე, მჭედლიშვილი, ჭკადუა, კუძნეცოვი, შმიდტი, სმიტი… პირველი „მისტერ სმიტი“ კაენი იყო. არაბულად და სირიულად „კაენი“ დღესაც მჭედელს ნიშნავს.
4.რა უცნაურ ცრურწმენას არ მოიგონებს ადამიანი. მაგალითად, კონგოს სათავეებში მცხოვრებნი კრძალავენ დათვლას, აკამბას ტომებში – გოგონების, აღმოსავლეთ აფრიკაში – საქონლის, ჰოტენტოტებში – კრების მონაწილეების, ინდიელებში – გოგრების და ნესვების, შოტლანდიელებში – ნავების, ისრაელში – ხალხის.
5.მცირე აზიაში, ირანში, კვიპროსში, კრეტაში და ბევრ სხვა ქვეყანაში, კვიპაროსი გლოვასა და სევდას გამოხატავს. ის ერთგვარი რელიგიური სიმბოლოც არის – მისი სწორი. მაღალი ტანით ადვილია ზეცაში მოხვედრა.
6.ჰოსპიტალიერთ ორდენის დროშაზე წითელ ფონზე თეთრი ჯვარი იყო გამოსახული, ტამპლიერებისაზე – თეთრ ფონზე წითელი, ტევტონებისაზე – შავი წითელზე.
7.ერთდროულად ევროპაშც იმყოფება და აზიაშიც: რუსეთში – მაგნიტოგორსკი და ორსკი, ყაზახეთში ატირაუ, თურქეთში – სტამბული.
8.ნორვეგიული კანონებით, პიროვნება, რომელიც ერთ ხეს დააზიანებს, ვალდებულია სამი ახალი დარგოს.
9.ობობას ყველაზე მეტად თევზებიდან კალმახი ემტერება, ამფიბიებიდან – გომბეშო, რეპტილიებიდან – ხვლიკი, ფრინველებიდან – შაშვი… მაგრამ მისი ყველაზე საშინელი მტერი მეორე ობობაა.
10.ჰარდპედონაფტები – ასე ეწოდებათ თოკის გამჭიმავებს, რომლებიც მშენებლობის ნახაზებისვის სამგანზომილებიან სივრცეში სტერეომეტრიულ ფიგურებს აგებდნენ.
11.ჭოკით ხტომა შუა საუკუნეების სახალხო ზეიმებიდან და რაინდული ტურნირებიდან წეარმოიშვა და მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში მსუბუქი ათლეტიკის ცალკე სახეობად ჩამოყალიბდა. პირველი მსოფლიო რეკორდი ამ სახეობაში 1866 წელს – 3 მეტრი და 66 სანტიმეტრი ინგლისელმა მაიგელმა დაამყარა.
12. რესპუბლიკა გაიანამ დამოუკიდებლობა 1966 წელს მიიღო ბრიტანული იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შედეგად. მისი მოსახლეობის 70% ინდიელია. ასეთი მახასიათებელი არც ერთ ამერიკის ქვეყანაში არ აღინიშნება. ?

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close