გართობაკულტურა

ჰეთთრიკი – “ყველა იმსახურებს საკუთარ საფეხბურთო გუნდს”

c4f2a193e8dc
ეს არის საუკეთესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი.
განსხვავებით სონისა და PC თამაშებისგან, ეჯიბრები 1 400-ზე მეტ ქართველსა და დაახლოებით მილიონ მენეჯერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ხარ საკუთარი საფეხბურთო გუნდის მენეჯერიცა და მწვრთნელიც.

თამაშის დაწყება ძალიან მარტივია თავის დანებება კი ძნელი ;)

როგორ დაიწყო თამაში?

1. შენს ბრაუზერში აკრიფე http://hattrick.org და გაიარე რეგისტრაცია(რომლისთვისაც აუცილებლად დაგჭირდება შენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცი ზუსტად, შედი ამ ბმულზე და დააზუსტე მისამართის მიხედვით http://georgianpost.ge/index.php?lang=geo&page=10 ).
2. დაელოდე 1-დან 7 დღემდე და გუნდის მიღების შესახებ ინფორმაცია მეილზე მოგივა.
3. შეასრულე დავალებები და აიღე მენეჯერის ლიცენზია.(მენეჯერის ლიცენზიის აღება აუცილებელია სრულფასოვანი თამაშისთვის, ასევე, დავალებების შესრულების დროს, ნელ-ნელა ითვისებ თამაშის მნიშვნელოვან დეტალებს და ივსებ ბიუჯეტს (ყოველი დავალების შესრულების შემდეგ საჩუქრდები გარკვეული რაოდენობის თანხით).
4. აუცილებელად წაიკითხე ჰეთთრიკის სახელმძღვანელო და გაეცანი წესებს (აუცილებელი არ არის სახელმძღვანელოს ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე წაკითხვა. იგი დაყოფილია პუნქტებად, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული სიტუაციისათვის კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოს).
5. ეფექტური ვარჯიშისათვის აუცილებელია აიყვანო კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობის უნარით (დამწყებისთვის მწვრნთელის ლიდერობას მიზერული მნიშვნელობა აქვს, მთავარია მწვრთნელობის უნარი ჰქონდეს კარგი, რათა შეძლო ფეხბურთელების ვარჯიშით უნარების განვითარება, მწვრთნელის ლიდერობა საჭიროა გუნდურობის მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, რაც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის დროსაა საჭირო).
6. აირჩიე ერთ-ერთი სავარჯიშო პოზიცია და დააკომპლექტე იგი 17 წლის ფეხბურთელებით, რომელთა მთავარი უნარი მინიმუმ ნორმალური იქნება (დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავ).
7. აუცილებლად დანიშნე ამხანაგური შეხვედრები, რათა შეძლო მეტი ფეხბურთელის ვარჯიში.
8. სურვილისამებრ, შეგიძლია დააარსო ახალგაზრდული აკადემია, სადაც შეძლებ მომავალი ტალანტების აღზრდას.
9. ნებისმიერი კითხვა, რაც თავში გაგიელვებს ამ თამაშთან დაკავშირებით, დააფიქსირე ამ თემაში და გამოცდილი მოთამაშეები აგიხსნიან მის ავკარგიანობას.

ჰეთთრიკს აქვს ფეხბურთელების თავისუფალი სატრანსფერო ბაზარი, რაც წარიმართება აუქციონის პრინციპით;
შემოსავლების გასაზრდელად შეგიძლია გაადიდო შენი სტადიონის მოცულობა, თუმცა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო შენი გუნდის გულშემატკივართა რაოდენობას, განწყობას და ა.შ;
შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა სპონსორები, რომელთა გულის მოსაგებადაც შეგიძლია დაიქირავო პიარ მენეჯერები პერსონალიდან (არაუმეტეს ათისა);
და რაც ყველაზე მთავარია, შენი საფინანსო მდგომარეობის გამყარება შეგიძლია ფეხბურთელების ვარჯიშით, უნარის მომატებით და შემდეგ კარგ ფასად გაყიდვით;
ასევე შემოსავლის წყაროა ახალგაზრდული აკადემია და სკაუტების ქსელი.

1. სამატჩო განლაგება:

სანამ მენეჯერის ლიცენზიას აიღებთ, ერთადერთი შესაძლო განლაგება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, არის 4-4-2.

ლიცენზიის აღების შემდეგ კი, თქვენი ვარჯიშის ტიპის შესაბამისად, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ შემდეგი სტანდარტული განლაგებებიდან ერთ-ერთზე:

5-5-0
5-4-1
5-3-2
5-2-3
4-5-1
4-4-2
4-3-3
3-5-2
3-4-3
2-5-3

დაცვის ვარჯიშის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ხუთმცველიანი ტაქტიკა, რადგან ავარჯიშოთ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა.
თუ თქვენი არჩეული ვარჯიშის ტიპია ნახევარდაცვა, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ მოედანზე გაიყვანოთ 3 ცენტრალური (რომლებიც იღებენ ვარჯიშის 100%-ს) ნახევარმცველი და 2 ფლანგის ნახევარმცველი, რომლებიც ასევე იღებენ ნახევარდაცვის ვარჯიშის 50%-ს.
თავდასხმის ვარჯიშისას, აუცილებელია ითამაშოთ 3 თავდამსხმელით, რათა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი.

არასტანდარტული განლაგების გამოყენება (მაგ. 2-4-4) არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ვარჯიშის ჩაშლა, გუნდის განწყობის დაქვეითება.

2. ვარჯიში:

ჰეთთრიკში ვარჯიშის დღე ხუთშაბათია. 20:30 საათზე ხდება ვარჯიშის განახლება.

შეგიძლიათ ფეხბურთელები ავარჯიშოთ ძირითადი უნარების (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ფლანგი), ან მეორადი უნარების (გამძლეობა, პასი, სტანდარტები) გასავითრებლად. ამისათვის სასურველია სავარჯიშო პოზიციაზე 17 წლის ნორმალური(6) ან კარგი(7) ძირითადი უნარის მქონე ფეხბურთელების აყვანა, კარგი მწვრთნელის (მწვრთნელის უნარი კარგი, ლიდერობა ცუდი) შეძენა, და 10 დამხმარე მწვრთნელის აყვანა. მეკარის ვარჯიშის შემთხვევაში 9 მეკარისა და 1 დამხმარე, სხვა ვარჯიშის შემთხვევაში 1 მეკარისა და 9 დამხმარე მწვრთნელი.

იმისათვის რომ თქვენი ვარჯიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, კვირის 2 მატჩში, რომლიდანაც ერთი დივიზიონში ტარდება ყოველ კვირას, ხოლო მეორე თასზე (თასიდან გამოვარდნის შემთხვევაში უნდა დანიშნოთ ამხანაგური შეხვედრები) ოთხშაბათობით, სავარჯიშო პოზიციებზე უნდა დააყენოთ განსხვავებული შემადგენლობა.

მაგალითად: თუ თქვენ ავარჯიშებთ დაცვას, კვირის მატჩში დაყენებული 5 კონკრეტული მცველი აღარ უნდა ათამაშოთ ოთხშაბათის მატჩში, რადგან ფეხბურთელი ვარჯიშს იღებს მაქსიმუმ 90 წუთის პროპორციულად. ამიტომ, მეორე მატჩში დააყენეთ სხვა 5 სავარჯიშო მცველი, რათა ჯამში გამოგივიდეთ 10 ფეხბურთელის ვარჯიში.

3. თამაში

არსებობს თამაშის შემდეგი ტაქტიკები

ნორმალური
კონტრშეტევები (თმობთ მოედნის ცენტრს და კარგი დაცვის ხარჯზე ახორციელებთ კონტრშეტევებს)
შეტევა ცენტრში (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ცენტრალური თავდასხმის საშუალებით, ნაკლებად უტევთ ფლანგებიდან)
შეტევა ფლანგებზე (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ფლანგებზე, ნაკლებად უტევთ თავდასხმის ცენტრიდან)
პრესინგი (ძირითადად გამოიყენება ყაიმის მისაღწევად, თქვენი ფეხბურთელთა მაღალი გამძლეობების ხარჯზე შეგიძლიათ ჩაშალოთ მეტოქის შეტევები)
შემოქმედებითი თამაში (ამ შემთხვევაში სასურველია გყავდეთ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი (მინიმუმ 7-8) სხვადასხვა სპეციალიზაციით)
შორეული დარტყმები.

ამას გარდა გუნდი შეგიძლიათ ათამაშოთ:

ნახევარი ძალით (ამ შემთხვევაში სუსტდება თქვენი ნახევარდაცვა, მაგრამ იმატებს გუნდის განწყობა)
ნორმალურად
სეზონის მატჩი (მცირდება გუნდის განწყობა, ძლიერდება თქვენი ნახევარდაცვა)

გუნდის შემართება უნდა არეგულიროთ, რადგან როდესაც მაღალია შემართება, გუნდი მატჩებში აჩვენებს მაღალ ცენტრს (ნახევარდაცვას). ამიტომ, უნდა ეცადოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ითამაშოთ სეზონის მატჩი.

ის, რისი გაკეთებაც ჰეთრიკის თამაშის პირველ დღეებში არ ღირს!
(შემდეგ რომ მტკივნეული არ იყოს)!!!

არ დაარეგისტრიროთ რამდენიმე გუნდი და არ დაიწყოთ ტრანსფერებით ფულის გადაქაჩვა ერთი გუნდიდან მეორეში. ჰეთთრიკს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და გუნდის წართმევის შემდეგ სინანული გვიანი იქნება სიბრაზე კი ფუჭი.

ფორმის ვარჯიში – ეს არის ვარჯიში ბოტებისთვის(თუ თქვენ არ ხართ ან ბოტი ან დეი-ტრეიდერი, მაშინ დანარჩენი კომენტარი ზედმეტია)

ვარჯიშის ტიპის მუდმივი ცვლა – არაეფექტური და უსარგებლოა.

სტადიონზე ადგილების დანგრევა – ახალბედებში გავრცელებული უგუნურება.

21-23 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელების შეძენა. განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებსაც ავარჯიშებთ.

100%-ზე დაბალი ვარჯიშის ინტენსივობა – დროის ფუჭი კარგვა.

5%-ზე მეტი გამძლეობის წილი – თქვენთვის მთავარი ვარჯიშია და არა გუნდის შედეგი მატჩებში.

შემადგენლობის ბრმად დაყენების მცდელობა(პირველი თამაშის გარდა) – არსებობს უამრავი დამხმარე პროგრამა, რომლებიც დაგეხმარებიან გუნდის უკეთ მართვაში.

ვინმეს თუ უკვე გაქვთ გუნდი ამხანაგური დამინიშნეთ (ამ კვირაში არა ოღონდ)

ჩემი გუნდის სახელია : barca-kakheti
ID- (1988234)
მენეჯერი: tegera
ID-(10881486)

ჩემი გუნდის საიტია: http://barca-kakheti.ucoz.ru/
ჩემი გუნდის ლოგო:
fac64c56d84b

წყარო: forum.ge

მსგავსი ამბები

Back to top button