უკატეგორიო

უნიკალური პროფესიები

პროფესია

არსებობს იშვიათი, ერთგვარად “უნიკალური” პროფესიები, რომელთა შესახებ ბევრმა შეიძლება არაფერი იცოდეს.
ერთ-ერთი ამერიკული გაზეთი გვამცნობს ზოგიერთ მათგანს, არის კაცი, რომელიც დღეში 8 საათი დადის ფეხშიშველი ლეიბზე და ამოწმებს მათ სირბილეს, სპეციალური კაცი შლის ულვაშებს, რასაც მეტროს სადგურებსა და ვაგონებში გაკრული რეკლამის ლამაზმანებს მიახატავენ ხოლმე მგზავრები. შეერთებული შტატების ერთ-ერთ ქალაქში ზანგის ბიჭი ლუკმა პურს იმით შოულობს, რომ იძინებს ნავმისადგომზე დაწყობილ ბამბის ცალებზე.
ყოფილა კაცი, რომელსაც მხოლოდ ის ევალება, რომ ფეხსაცმელები გაუწმინდოს საქმით დაკავებულ ფოსტალიონს, არსებობოს ექსპერტი, რომელიც მთელ დღეს მხოლოდ თეფშებს ამსხვრევს მათი სიმყიფის დასადგენად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close