საკითხავისასარგებლო

დედამიწა ვეღარ გვიტანს

თავიდან მხოლოდ რამოდენიმე ნატურალისტი ბედავდა ხმის ამოღებას.

XX საუკუნის მეორე ნახევარში გამოაშკარავდა, რომ დედამიწა საფრთხეშია. მას ემუქრება ადამიანთა   უმეცრებითა და სიხარბით გამოწვეული უქსპლუატაცია.  -უნდა აგვიტანოს?

70-ან წლებში მეცნიერებმა ანტარქტიდაში აღმოაჩინეს, რომ მათ თავზე თხელდება ოზონის ფენა, რასაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შთანთქავს მზის მავნე რადიაციას. აღმოჩნდა, რომ ეს დამცავი ბარიერი საერიოზულადაა დაზიანებული მაცივრებისა და აეროზოლებში  გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისაგან (მაგ. ფრეონი), რომელთა ნაწილის გამოყენებაც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აკრძალულია.

აშშ-სა და სსრკ-ის ბირთვულ რეაქტორებზე მიმხდარმა ინციდენტებმა,  იტალიასა და ინდოეთში ქიმიური ქარხნების აფეთქებით, ზღვაში ნავთობის ჩაღვრით,  მანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვით, გამონაბოლქვის აირის ღრუბლებთან შერევის შედეგად წარმოქმნილი მლაშე წვიმით (და ა. შ) გამოწვეულმა  ეკოლოგიურმა კატასტროფებმა ცხადყო, რომ მსოფლიომ უნდა შეზღუდოს ბუნების დაბინძურება უკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ხარჯზე.

ზოგიერთ ქვეყანაში ცდილობენ გამოიყენონ ბუნებრივი ენერგიის ტექნოლოგიები: წყლის დინების, მზის სინათლისა და ქარის  ენერგია, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. სხვაგვარად გამომუშავებული ენერგია მიიღება ნახშირის, ნავთობის ან გაზის  (იგივე სასარგებლო წიაღისეულის) წვის შედეგად, რომელთა მარაგიც დედმიწის წიაღში უკვე შეზღუდულია.

წარმოგიდგენთ ,,მომავლის ამსახველ ’’ფოტოებს:

შედეგს ვეღარ გამოვასწორებთ

…მაგრამ შეგვიძლია შევინარჩუნოთ.

დაველოდოთ ბუნებრივ და არა ბუნებით

სიკვდილს.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close