გასართობიუკატეგორიო

სადღეგრძელო =)

მე მინდა შემოგთავაზოთ არც თუ ისე სასაცილო მაგრამ მაინც გასაღიმარი   სადღეგრძელოები ;)

მოდი ამ სასმისით:

1. იმ მარშუტკის მძღოლს გაუმარჯოს, ფულს რომ არ მისცემ და მთავრობას რომ არ შეაგინებს.

2. იმ უცხოელ მწვრთნელს გაუმარჯოს, საქართველოს ნაკრების თავკაცად რომ დანიშნავენ და პრესკონფერენციაზე იტყვის: – საქმეა ჩემთვის მთვარი, თორემ ფული რა სახსენებელიაო.

3. იმ გინეკოლოგს გაუმარჯოს, პირველ ღამეს ცოლს რომ ეტყვის, ეს ადგილი მეცნობაო.

4. იმ კაცს გაუმარჯოს, ინდოელი ცოლი რომ ყავს და ჩხუბის დროს ძროხას ეძახის.

5. იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც შხაპის ქვეშ ქოლგით დადგება

6. იმ ბანკირს გაუმარჯოს, ქალიშვილს რომ ორენჯ ბარათით გაათხოვებს,

7. იმ მთამსვლელს გაუმარჯოს, ევერესტი დაპყრობილი რომ აქვს და 16-ე სართულზე არ ყიდულობს ბინას: – ლიფტი რომ გაფუჭდეს ფეხით რა ავაო…

8. იმ ქართველ მომღერალს გაუმარჯოს, “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტზე, ფონოგრამით რომ იმღერებს.

9. იმ ღორს გაუმარჯოს, აფრიკული ცხელება რომ შეეყრება და 7 იანვრამდე სულს მაინც მიიტანს

10. იმ კაპიტანს გაუმარჯოს რომელიც ღუზას ჯართში ჩააბარებს

11. იმ ქირურგს გაუმარჯოს, რეზინის ხელთათმანით და პირბადით რომ ზასაობს

12. იმ პროგრამისტს გაუმარჯოს, ცოლი რომ გაექცევა და odnoklasniki.ru –ში რომ ეძებს.

13. იმ კაცს გაუმარჯოს, საბერძნეთიდან ცოლის გამოგზავნილი ფულით, საუნაში რომ დადის.

14. იმ ვეტერანს გაუმარჯოს, ბერლინამდე ფეხით რომ ჩავიდა, მერე იაპონიის ომი გამოიარა და დღეს რუსთავი2-ის ჟურნალისტს ეუბნება. უფასო სასადილოს გახსნამ გადამარჩინა ბაბუ სიკვდილსო.

15. იმ მეგრელს გაუმარჯოს `არ იცრუო~ მცნება რომ არ დაურღვევია

16. იმ მამას გაუმარჯოს შენი კარის მეზობელი რომაა

17. ისეთ კასც გაუმარჯოს მაცივარი სავსე რომ აქვს და მაინც დედიმისისას მიირთმევს

18. ისეთ მამამთილს გაუმარჯოს რძალს მოკლე ცოცხს რომ მისცემს იქნებ წაიკუზოსო

19. ისეთ კაცს გაუმარჯოს ცოლი, რომ დააცემინებს და ეტყვის “ამაზე” დიდიო.

20. იმ კაცს გაუმარჯოს ვინც შარშან უნდა მომკვდარიყო და წელსაც ცოცხალია….

21. იმ ბაბუას გაუმარჯოს, ლენინის იუბილეს რო აღნიშნავს და შვილიშვილის დაბ.დღე არ ახსოვს

22. იმ კაცს ქართველ ვაჟკაცს გაუმარჯოს, სტუმარნს მარანში რო დაპატიჟებს და ყავას მოუდუღებს

23. მოდით იმ კაცს გაუმარჯოს, ვისი ბაბუაც ომში გერმანელებმა მოკლეს და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიას უბალეშიკებს

24. იმ პატრულს გაუმარჯოს რომლის კვადრატში სიწყნარეა აქ და სხვის კვადრატში ცოლი ღალატობს

25. მოდი იმ კაცს გაუმარჯოს 31 დეკემბერს ინდაურს ფეხი რო მოტყდება და თაბაშირში რო ჩაუსვამს.

26. ეს იმ კაცს გაუმარჯოს დედის საფლავს ფეხს რო გადააბიჯებს და სიდედრის საფლავზე გულწასული დაეცემა

27. იმ მამას გაუმარჯოს გიორგობას ბიჭი რო ეყოლება და კობას დაარქმევს

28. იმ კაცს გაუმარჯოს ვინც სიმაღლეში 2 მეტრია და ფეხი 36 აქვს.

29. ამ ბაკლით იმ კაცს გაუმარჯოს ვისაც ლუდი უყვარს და ყიდვა ეზარება

30. იმ არწივს გაუმარჯოს რომელსაც ქათმის გრიპი მოკლავს..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close