არქივი

STOP SUICIDE !!!

84d12b2537a6
ყველანი გაგრძელებაში

ბევრ სხვა ამბავთან ერთად, ინტერნეტში შესაძლებელია მოიპოვოთ ინფორმაცია “თვითმკვლელების” კლუბის შესახებ. ამ ვებ-გვერდის მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს თავის მოკვლის “საუკეთესო მეთოდების” რეკომენდაციას აძლევენ. როგორც ჟურნალი “Wired” აღნიშნავს, “მკვლევარი მანქანები”იძლევიან რჩევებს და ექსტრემალურ ფსიქოლოგიურ დახმარებას დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. არ არის ძნელი რეალური ინსტრუქციების პოვნა თვითმკვლელობის სწრაფად და უმტკივნეულოდ განსახორციელებლად (მაგალითად, ვირთხის საწამლავის ან ასპირინის აბების დიდი დოზით მიღება). პოტენციურ თვითმკვლელს არწმუნებენ, რომ სუიციდი ერთადერთი სწორი ნაბიჯია ყველა პრობლემის გადასაწყვეტად.
ჟურნალი”Wired”ყველაზე მსხვილ, თვითმკვლელების ცნობილ ვებ-გვერდად “alt.suicide.holiday”-ის (შემოკლებით a.s.h.) ასახელებს. “თვითმკვლელთა” კლუბი 1991 წლიდან ფუნქციონირებს (საინტერესოა, აქამდე რატომ არ დახურეს). ვებ-გვერდზე იხილავთ სუიციდის მსხვერპლთა ფოტოებს, წერილებს და სულისშემძვრელი საუბრების ჩანაწერებს. გვერდი მომხმარებლებს მოუწოდებს გაერთიანდნენ კლუბში, სადაც ხდება მსგავსი საკითხების განხილვა. ჯგუფის წარმომადგენლები თავს აშერებს (Ashers) უწოდებენ. ვებ-გვერდის შემქმნელები თავს იქებენ “ბედნიერი დასრულების” თოთხმეტი (რაც მათთვის დანამდვილებით ცნობილია) შემთხვევით. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი “წარმატების” საწინდარია.

“a.s.h.”-ის ერთადერთი წევრი, რომელიც ჟურნალ “”Wired”-ში ინტერვიუს მიცემაზე დათანხმდა, 60 წლის კალიფორნიელი ბიზნესმენი დუგლას ვაისერია, რომელმაც ორჯერ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ გადარჩა. ის თვლის, რომ თვითმკვლელობა – როგორც პრობლემებისგან თავის დაღწევა – მისაღებია. თუმცა არ ამართლებს სუიციდს ახალგაზრდებში.
“მე ვცდილობდი კლუბის წევრებისგან გამეგო, თუ რატომ სჭირდებათ მათ ამქვეყნიდან წასვლა. თუმცა, ისინი ამ თემაზე საუბარს გაურბოდნენ. არადა ფაქტია, რომ ამ ცხოვრებიდან წასვლის სურვილი სიცოცხლეში ჭამოჭრილი რაღაც პრობლემის გამო დაებადათ. ხშირად ვხედავდი, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, ვინმესთან საუბარს საჭიროებდნენ”.
ვაისერი ცდილობს პოტენციური თვითმკვლელების დარწმუნებას, რომ მათი პრობლემები დროებითია. მისი თეორიით, ბუნებრივი სიკვდილი არც თუ ლამაზად გამოიყურება. “როცა ეს ადამიანები წყვეტენ ვებ – გვერდზე შემოსვლას და აღარ პასუხობენ ელექტრონულ ფოსტას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ან გავიდნენ თამაშიდან, ან უკვე დაემშვიდობნენ სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, თვითმკვლელების რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია”.
… ნათესავებისთვის ცნობილი იყო, რომ ინფორმატიკის პედაგოგმა დებიმ ისარგებლა “a.s.h.”- ის მომსახურებით და მხრჩოლავი აირი გამოიყენა თვითმკვლელობისთვის.
… ,რომ არა “a.s.h.” ჩემი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა”- ამბობს ბეტი ჯინ ჯეიმსი, რომლის 30 წლის ვაჟმა, კიმბოლმა შემთხვევით აღმოაჩინა “a.s.h.” . 2001 წლის 31 მარტს ახალგაზრდა კაცი ქალაქგარეთ გაემგზავრა. პატარა ოდაში ნახშირის ღუმელი დაანთო, კარი და ფანჯრები მჭიდროდ დახურა, ჰაერის შემოსვლას ყველანაირად შეუშალა ხელი და … პოლიციამ მისი სხეული ოთხი დღის შემდეგ აღმოაჩინა. ბეტი ჯეიმსს ეგონა, რომ მისი შვილი მეგობარ გოგონასთან განშორებამ მიიყვანა აქამდე. სინამდვილეში კი კიმბოლი “თვითმკვლელთა კლუბის” წევრი აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა ინფორმაციამ მას სუიციდის “მშვენიერება” აგრძნობინა.

… ,მომწონს ამ კლუბთან თანამშრომლობა, რადგან ვხედავ, რომ ჩემნაირი ადამიანები აქ მრავლად არიან. აქამდე მარტოსული ვიყავი. მაგრამ როცა ვკითხულობ რას განიცდიან სხვები, თავს უკეთ ვგრძნობ”, – წერდა 1996 წლის ოქტომბერში 26 წლის ენდრიუ კურცი. ამ სიტყვების დაწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან პისტოლეტი მიიდო შუბლზე და თავი მოიკლა.
… როცა 42 წლის ტომას ვან დერ მეიდერმა ოჯახს უამბო, რომ ინტერნეტის საშუალებით გაიცნო ქალბატონი და 2001 წლის იანვარში ამსტერდამიდან კალიფორნიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად, ნათესავებმა იფიქრეს, რომ მან ბოლოსდაბოლოს დააღწია თავი დეპრესიის კლანჭებს. სამი თვის გასვლის შემდეგ ვან დერ მეიდერმა და ბარბარა ფოსმა სასტუმრო “Morterey Doubletree” – ში გაიარეს რეგისტრაცია. ისადილეს, უყურეს ფილმს და შემდეგ ეს ქვეყანა დატოვეს… ეს არ იყო პირველი “პარტნიორული შეთანხმება”. მსგავს “შეთანხმებას” ადგილი ჰქონდა 2002 წლის თებერვალშიც. 20 წლის ნორვეგიელმა დენიმ თვითმკვლელი პარტნიორის პოვნასთან დაკავშირებით “a.s.h.”- ში განაცხადა. ათი დღის შემდეგ მან დაწერა: “ალბათ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ვეძებდი პარტნიორს. ახლა ის ვიპოვე და ხვალ ვხვდებით, რათა ჩვენი სურვილი ასრულდეს”. გვიან ღამით ტურისტებმა დენის და 17 წლის ავსტრიელის გვამები ერთ-ერთი მაღალი გორაკის ქვეშ იპოვეს.
… 17 წლის საიმონ კელიმ 2002 წლის ივნისში თავი ჩამოიხრჩო… თვითმკვლელობამდე ყმაწვილმა ინტერნეტში შექმნა გამოსამშვიდობებელი ვებ-გვერდი, რომლის მისამართი გარდაცვლილის სხეულთან ახლოს, ფურცელზე დაწერილი იპოვეს. საიმონის ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტი ასეთი ფრაზით იწყებოდა “გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი სიკვდილის მშობლიურ გვერდზე” …

* * *
გავრცელებულია აზრი – ის, ვინც სერიოზულად აპირებს თავის მოკვლას, ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებს.
ფედერალური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის (სუიციდოლოგიის ცენტრი) მიხედვით, ასეთი ადამიანების თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება არა მხოლოდ წინაპრების გენებში უნდა ვეძებოთ, არამედ რთულ, ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც – გადაუჭრელი პრობლემებში, ახლობლების ცუდად ყოფნაში და ა.შ. მთელ მსოფლიოში შექმნილია და დღესაც იქმნება ფსიქოლოგიური და სამედიცინო ცენტრები, რომლებიც დაეხმარებიან ადამიანებს კრიზისულ სიტუაციებში.დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში კი აუცილებლად დაუბრუნებენ სიცოცხლის ხალისს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სპეციალისტების დაკვირვებით მსოფლიოში სულ უფრო იკლებს თითმკვლელთა ასაკი.
ამერიკელი მეცნიერების აზრით ადამიანის სული კოდირებულია დნმ -ში. დიდი ყურადრება მიიპყრო ინფორმაციამ იმ გენებზე, რომლებიც განსაზღვრავენ მიდრეკილებას თვითმკვლელობისკენ. ეს აღმოჩენა სამეცნიერო სენსაციად მონათლეს. ადრე არსებული აზრით, თუ ცხოვრების მანძილზე ადამიანის მიდრეკილებები განისაზღვრებოდა წინაპრებისგან მიღებული გენომით და ტერმინი “გენი” ტერმინ “ბედის” ანალოგად მოიაზრებოდა, ახლა მეცნიერები ადასტურებენ, რომ წინაპრებისგან გადმოცემული გენები მხოლოდ განსაზღვრავენ შესაძლებლობებს, ბევრი რამ კი დამოკიდებულია ადამიანის აღზრდაზე და შინაგან ინტელექტზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button