სიყვარულის ბოქლომები მიმაგრებულია შეყვარებული წყვილების მიერ, ბოძზე, კედელზე ან მეტალის ჯაჭვზე მათი მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ. წყვილი ჩამოკიდებს ბოქლომს მას მერე, როდესაც ისინი მათ სახელებს ან ინიციალებს გააკეთებენ ზედ. გარდა შეყვარებულებისა ამ ადგილებზე ოჯახის წევრები და ახლო მეგობრებიც კი აკეთებენ ასეთ ჩამკეტებს მათი სამუდამო ურთიერთობის ნიშნად…
ტრადიცია სავარაუდოდ წარმოშობილია ჩინეთიდან, სადაც სიყვარულის ჩამკეტები შეგიძლიათ რამოდენიმე ადგილას, ჩინეთის დიდ კედელზე, ტაძრებზე და ასევე წმინდა მწვერვალებზე..ტრადიცია გავრცელდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, იტალიაში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, აშშ_ში და ა.შ.
მოსკოვი, რუსეთი
ბოქლომები ჩნდება მოსკოვში რკინის ხეებზე, რომელიც განთავსებულია ლუჟკოვის ხიდზე. ახალდაქორწინებული წყვილები აწერენ თავიანთ სახელებს და კიდებენ ბოქლომებს ხიდის მოაჯირზე. ეს ყველაფერი რომანტიკულია, მაგრამ ქალაქის ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო:-)
იტალია
თავდაპირველად ეს ბოქლომები გამოჩნდა რომში, Ponte Milvio_ს ხიდზე და შემდეგ გავრცელდა მთელს ქვეყანაში..
სეული, სამხრეთ კორეა
ცენტრალურ სეულში მდებარე თაუერზე ათასობით სიყვარულის საკეტია შეყვარებული წყვილების მიერ გაკეთებული, გასაღებს გადააგდებენ იმის ნიშნად, რომ ისინი არასდროს იქნებიან ცალ-ცალკე… იქვე განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები და “გასაღების სანაგვე ყუთი”, სადაც შესაძლებელია გასაღების ჩაყრა..
ტოკიო, იაპონია
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტოკიოში, სადაც მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ახალგაზრდა შეყვარებული წყვილები ამაგრებენ ბოქლომებს..
კიოლნი, გერმანია
გერმანელი სატრფოების ჩვეულება არის მიამაგრონ სიყვარულის ბოქლომები ღობეებზე და საზოგადოებრივ ადგილებში მათი სიყვარულის სიმბოლოდ. ეს არის ტრადიცია… ისინი კიდებენ ბოქლომს ხიდზე და გასაღებს აგდებენ მდ. რეინში. 2008 წლიდან დაიწყო ბოქლომების გამოჩენა ჰოენცოლერნის ხიდზე, კიოლნში. ხიდი 409,19 მეტრია და სავსეა ჩამკეტებით. ხიდის ოპერატორი იმუქრებოდა ბოქლომების მოხსნით, მაგრამ მოსახლეობის კატეგორიული პროტესტის წინააღმდეგ ვერ წავიდნენ და დრემდე ამშვენებს ხიდს..
პრაღა, ჩეხეთი
სიყვარულის ბოქლომები შეგიძლიათ იხილოთ Vltava_ს პატარა საცალფეხო ხიდზე, “Velkoprevorske Namesti”_ის ქუჩაზე.
პარიზი, საფრანგეთი
პარიზში სიყვარულის ბოქლომები მიმაგრებულია Passerelle Leopold-Sédar-Senghor_ის ხიდზე და Pont de l’Archevêché_ზე.. 2010 წლის მაისში შეწყვეტილ იქნა ბოქლომების მიმაგრება Pont des Arts_ის ხიდზე…