გართობაკულტურა

მოგზაურობა საინტერესო ადგილებში

358e7cdbe193
თქვენ ახლა უცნაურზე ხართ და ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი სამოგზაურო ბილეთიც უკვე აგიღიათ, ასე რომ დავიწყოთ, დღეს დავათვალიერებთ 4 საინტერესო ადგილს

910a74f9c115

პირველად მინდა მისისიპი მოვინახულოთ, აქ ერთი ძალიან საინტერესო ადგილი მეგულება.
ალბათ ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ როგორი იქნებოდა სიცოცხლის ხე, ან სიყვარულის ხე, თუნდაც ორივე ერთად :)) ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება გექმნება როცა ამ მუხის ხეს უყურებ. მას Angel Oak-ს ეძახიან, 1500 წელზე მეტი ხნისაა. სამხრეთ კაროლინის ყველაზე პოპულარული სანახაობაა ტურისტებისთვის. ადამიანები ხეს პარანორმალურ მოვლენებსაც უკავშირებენ, ზოგი ამბობს რომ აქ მოჩვენებები, ყოფილი მონების სულები ხშირად ჩნდებიან და ხის ირგვლივ დადიანო.

ხე ბევრჯერ დაზიანდა მიწისძვრებისა თუ წყალდიდობების წყალობით,მაგრამ მაინც გადარჩა და მშვენივრად გამოიყურება

f9cd1bf0313e

6852c60bdfbb

919c73e1ef46

a54b1b71acf1

4be76e73ea21

78e300c8e0e7

01b1f8aa12ca

e54836fac398

პარკი ,,წმინდა მიწა”

638757ed2661

ეს პარკი 2001 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. შემქმნელები ამბობენ,რომ ეს არის ისტორიული პარკი, სადაც დიდებსა თუ პატარებს შეუძლიათ ცოტა ხნით გადაინაცვლონ წარსულში, შეიგრძნონ და ახლოდან ნახონ ბიბლიური პერსონაჟების მიერ გაცოცხლებული სცენები, აქ ყველაფერია იმისთვის,რათა თავი ნამდვილ ბიბლიურ სამყაროში იგრძნოთ.

პარკი ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში მდებარეობს და მისი მშენებლობა 15 მილიონი დოლარი დაჯდა.
ეს პარკი ნამდვილად არ მომეწონა, დადგმული სპექტაკლები, უაზრო მსახიობობა და კიდე ათასგვარი სისულელე ძალიან შორსაა რელიგიისგან და კონკრეტულად ბიბლიისგან, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენო და კი ყავთ ბევრი სტუმარი.

5b883486d93d

4ed1b9116287

47125235d8e5

d512f501d17c

f158e93b9422

cfe549820d4b

9d2a12e39f17

7206b3a8f8ff

3aa5913b3401

f01f64de5025

სოფელი ქენდოვანი

31a7bacc0726
მოგდომებიათ გამოქვაბულში გეცხოვრათ? მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა, აქ ქვის გარდა საინტერესოს ვერაფერს ნახავთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ დატკბეთ ქვის სახლებით, ეს მართლაც ულამაზესი სანახაობაა.

ეს ტურისტული სოფელი ირანში, ქალაქ თავრიზის მახლობლად მდებარეობს. ლეგენდის თანახმად,პირველი მაცხოვრებლები აქ მონღოლთა შემოსევის შედეგად მოხვდნენ. ირანელებმა თავი ამ ადგილს შეაფარეს და ნელ-ნელა საცხოვრებელი პირობები შეიქმნეს. ყოველ წელს აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის.

41d3a7a586e4

b3e37c139e23

ae9bab94c769

0bdb59421874

1016ab89bee7

ca520fce0e1d

c265aea77eb1

1460ee58bc11

1f8266d2ffbf

a73130e59374

7bb2ca143320

4e2427ce8f89

0493338dbf9c

Elancourt – მინიატურული საფრანგეთი

e25181257a63

აი ჩვენ პარიზში ვართ, მთელი საფრანგეთის დათვალიერებაზე არ ვიტყოდით უარს,მაგრამ ჯერ ერთი ეს ძვირი სიამოვნებაა,თანაც არც დრო მაქვს ამდენი გენაცვალე ყველაფერი რომ შემოგატაროთ :lol2: ამიტომაც არსებობს ასეთი მშვენიერი ადგილი,რომელსაც Elancourt ჰქვია. ის პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, აქ შეგიძლიათ ამოიკითხოთ საფრანგეთის ისტორია და კულტურა, უბრალოდ მინიატურულად.
5 ჰექტარზე გადაჭიმულია სხვადასხვა სასახლეები, სკულპტურები, აგარაკები, საძოვრები, 160 ძეგლი, 60 000 ადამიანის მინიატურა, 20 000 პატარა ხე, 5 მდინარე. მოკლედ ამ ადგილს თუ ესტუმრებით, შეგიძლიათ თქვათ,მთელი საფრანგეთი მოვიარეო.

8f4a61f4c1a6

20554bba9bd2

3cfb7fb84678

65016da31fc6

62adc7e6c3d4

a18c5ddf4824

6c0c3454f484

d4a9ca20edac

d3d20b005007

57ac9d73d58e

5bcfb0bf95d7

ae7198591a67

d0167979163d

63f46ac92851

f656ec0407e2

1cb070a2671e

007afdd42bb1

fae25011940e

2931e03721ee

c92b64741c66

8895d90caeef

მორჩა პოსტი,ამოალაგეთ ჩემოდანი : ))) კიდევ გამომყვებით სამოგზაუროდ თუ აწი მარტო წავიდე? :(

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button