უცნაური

მისტიური ამბების სამყაროში #2

6e91b3bc9505

მორიგი რამდენიმე მისტიური ამბავი, რომლებმაც მათი განსაკუთრებულობის გამო მოიპოვეს პოპულარობა, ახსნა კი დღემდე ვერ მოუძებნეს

fe4d9071e5b9
1. “ჩუპა” – ასე ეძახიან მფრინავ ობიექტებს, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ ბრაზილიის ტყეებს სტუმრობენ. მათ აღწერენ როგორ პატარა, მეტალისმაგვარი მასალის ობიექტებს. დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე – ხის წვეროების გასწვრივ და გამოსცემენ უცნაური ზუზუნის ხმას, ისევე როგორც მაცივარი ან ელექტროენერგიის ტრანსფორმერი. ადგილობრივი ხალხი ღარიბია და მამაკაცები ხშირად გამოდიან გარეთ ღამით სანადიროდ, ძირითადად ირემზე. ისინი აცოცდებიან ხეზე და ელიან მსხვერპლს. ჩუპების ხილვის ბედნიერებაც ძირითადად მათ აქვთ. მათი თქმით, როცა ჩუპას შეხედავენ, ის მკვეთრ თეთრ სინათლეს ასხივებს. რამდენიმე მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩუპა გამოეკიდა და მისი მოკვლა უნდოდა. თავის დაღწევის შემდეგ კი საშინელი ტკივილი აწუხებდათ, ზოგჯერ წლების განმავლობაში. გადმოცემით, ყველა ვერ ახერხებს თავის დაღწევას და ჩუპამ რამდენიმე ადგილობრივი იმსხვერპლა. მონადირეებმა ბევრჯერ სცადეს მათზე თავდასხმა, თუმცა ვერაფერი მოუხერხეს.

27f30f722605
2. 1948 წლის თებერვალში ინდონეზია გზავნილებმა აიკლო: ჰოლანდიური გემი “ორანგ მედანი” (Ourang Medan) მათ მორზეს ანბანით ასეთ შეტყობინებებს უგზავნიდა:

– ყველა მეზღვაური, მათ შორის კაპიტანიც მკვდარია..მათი გვამები ოთახებშია მოფენილი.. როგორც ჩანს, ცოცხალი ვერავინ გადარჩა..

შემდეგ კი ასეთი მესიჯი მოყვა:

– მეც ვკვდები..

რამდენიმე საათის შემდეგ მაშველები გემზე გადავიდნენ. მათ ძახილს არავინ გამოეპასუხა. შემდეგ გემის დათვალიერება დაიწყეს და რაც იქ ნახეს, ამაზრზენი და შოკისმომგვრელი იყო: ყველა მეზღვაური იწვა თვალებგახელილი, სახით მზისკენ. ხელები ამობრუნებული ჰქონდათ და სახეზე არაბუნებრივი შიში აღბეჭდვოდათ. ძაღლიც კი მკვდარი ეგდო, კბილებდაკრეჭილი და მასზე შეხედვით აშკარა იყო, რომ სიკვდილის წინ ვიღაცას უღრენდა გამწარებული. როცა გვამების გადატანა დაიწყეს, მაშველებმა სიცივე და სუსხი იგრძნეს, თუმცა ტემპერატურა 43 გრადუსი იყო ცელსიუსით. მათ გადაწყვიტეს, ბუქსირი ჩაებათ გემისთვის და ნაპირამდე მიეყვანათ, მაგრამ უცებ ოთახი კვამლით გაივსო. მაშველებმა ის-ის იყო ძლივსძლივობით გაასწრეს ნაპირზე, რომ გემი რამდენიმე წყება აფეთქებამ მოიცვა და ჩაიძირა.

რა ბედი ეწიათ “ორანგ მედანის” ეკიპაჟს და რამ გამოიწვია ეს მოვლენები, დღემდე უცნობია. არის ვარაუდი რომ ისინი უცხოპლანეტელებმა დახოცეს, ან მოჩვენებებმა. კიდევ ერთი ვარაუდით, მათ უცნობი შემადგენლობის ქიმიური ნაერთები გადაჰქონდათ, რომლისგანაც საბრძოლო იარაღის დამზადება შეიძლებოდა. რომელი ვარიანტია სწორი? სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ.

9bdd0d9b2e03
3. 1931 წლის სექტემბერში ირვინგების ოჯახის წევრები – ჯეიმსი, მარგარეტი და ვორი – ირწმუნებოდნენ, რომ გაიგონეს კაწვრისა და შარიშურის ხმა, რომელიც მათი სახლის ხის კედლების პანელებიდან მოდიოდა. ჯერ იფიქრეს, რომ ეს ვირთხა იყო, მაგრამ მალე უხილავმა არსებამ სხვანაირი ხმების გამოცემა დაიწყო: წკმუტუნებდა როგორც ქრცვინი, იღრინებოდა ძაღლივით და ბავშვივით ტიტინებდა. შემდეგ კი მოულოდნელად, მათ ენაზე დაიწყო საუბარი და უთხრა რომ გეფი (GEF) ერქვა. დაბადებული იყო ნიუ დელიში, ინდოეთში 1852 წელს. ოჯახის წევრებიდან მხოლოდ 13 წლის ვორიმ იხილა ის. მისი აღწერით, გეფი მანგუსტს ჩამოგავდა, ყვითელი ბეწვი და ფუმფულა კუდი ჰქონდა (რაც ინდურ მანგუსტებს არ ახასიათებთ).
ვორი 2005 წელს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში და სიკვდილის წინაც ირწმუნებოდა რომ გეფი მისი ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა.

7bff70c4562c
4. 1967 წლის ოქტომბერში კანადის ნავსადგურ შაგთან მსხვილი უცნობი ობიექტი ჩამოვარდა. სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოებმა კვლევა-ძიება დაიწყეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი მყვინთავები ჩაუშვა წყალში, რათა ობიექტის ნარჩენები ეპოვათ. კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ნარჩენები არ შეესაბამებოდა არცერთი ქვეყნის მფრინავ ობიექტს (თვითმფრინავს, ვერტმფრენს, ავიაგამანადგურებელს და ა.შ.). ჩამოვარდნის მიზეზი და ხომალდის წარმომავლობის საკითხი გაურკვეველი იყო. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე ოფიციალური განცხადება ქვეყნის მთავრობამ გააკეთა. ამ მოვლენით დაინტერესდა აშშ, კონკრეტულად კი კოლორადოს უნივერსიტეტის ამო-ების შემსწავლელი ჯგუფი ედვარდ კორდონის მეთაურობით, რომლებმაც ასევე ვერ მოუძებნეს შესაძლო ახსნა (ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადეს : D).

55d3c6e48ca2
5. 1994 წლის 18 იანვარს ესპანეთის სოფელ კანდოში აფეთქება დაფიქსირდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. მასშტაბებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ მოვლენას უწოდეს პატარა “ტუნგუსკის კატასტროფა”. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ცაში დაინახეს თეთრი მანათობელი სფერო, რომელიც თითქმის 1 წუთის განმავლობაში ეშვებოდა დედამიწაზე. მიწაში 200 კუბური მეტრი ხვრელი გაჩნდა, ხეები კი 100 მეტრის რადიუსში ფესვებიანად იყო ამოვარდნილი. უმეტესობამ ეს მოვლენა უცხო ცივილიზაციებს მიაწერა.

59e6a16c8132
6. 60-იან წლებში აშშ-ს შტატ ნიუ ჯერსის რამდენიმე მოქალაქემ შენიშნა უცნაური მამაკაცი. ორი ახალგაზრდა ბიჭი ასე იხსენებდა შეხვედრის დეტალებს:

– ის დაახლოებით 6 ფუტი იყო სიმაღლეში (1 მ 83 სმ), მბრწყინავი მწვანე კოსტუმი ეცვა, რომელიც ციმციმებდა და როგორც ჩანს, ქუჩის სინათლეს ირეკლავდა. წელზე დიდი, განიერი შავი ქამარი ერტყა.

– სახის ფერი ძალიან მუქი ჰქონდა, მძივივით პატარა თვალები .. ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულნი.

რამაც ყველაზე მეტად დააფრთხო ბიჭები და რაც ყველაზე უცნაურია, არის ის რომ :

– მას არ ჰქონდა თმები, ყურები და ცხვირი.. სახე თითქოს ცარიელი ჰქონდა. გვიყურებდა და კბილები დაკრეჭილი ჰქონდა..

რამდენიმე თვითმხილველთან უცნობმა ტელეპატიური კავშირის დამყარება მოახერხა და უთხრა, რომ მისი სახელი იყო ინდრიდ ქოლდი (Indrid Cold).

1dec85a67ceb
7. სამხრეთ ამერიკის დედაქალაქებში და აშშ-ს რამდენიმე შტატში 80-იან წლებში ასფალტზე ჩნდებოდა ნაწერები, რომლებსაც სიმბოლურად “თოინბის დაფები” უწოდეს. ზოგჯერ მომცრო, ზოგჯერ კი დიდი ზომისანი სხვადასხვა გზავნილებს შეიცავდნენ. აი ერთ-ერთი მათგანი:

TOYNBEE IDEA (თოინბის იდეა)
IN KUBRICK’S 2001 (კუბრიკის 2001-ში)
RESURRECT DEAD (მკვდრების აღდგომა)
ON PLANET JUPITER.(პლანეტა იუპიტერზე)

მოსახლეობაში ზოგმა პრესას დააბრალა, ზოგმა სსრკ-ს, ზოგმა ებრაელებს და ა.შ. ზოგჯერ ამ გზავნილებში მისამართიც ეწერა, ხოლო ამ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახებმა არაფერი იცოდნენ და გაოცებულნი პასუხობდნენ მათ, ვინც რაიმე საიდუმლოს გაგების მიზნით ურეკავდათ.

To Be Continued..

პირველი ნაწილი იხილეთ აქ

მსგავსი ამბები

Back to top button