საკითხავი

სერ ენტონი ჰოპკინსი (Sir Anthony Hopkins)

hopkind

ენტონი ჰოპკინსი (ინგლ. Anthony Hopkins; დ. 31 დეკემბერი, 1937) არის ვალიელ–ამერიკელი მსახიობი, რომელიც ასრულებს როლებს ფილმებში, თეატრებსა და სატელევიზიო შოუებში. ჰოპკინსი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად. იგი ცნობილია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლეკტერის განსახიერებით 1991 წლის ფილმში კრავთა დუმილი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია ადამიანი სპილო, დრაკულა, შემოდგომის ლეგენდები, დარჩენილი დღე, ზოროს ნიღაბი, მსოფლიოს უსწრაფესი ინდოელი, გაყინული გულები, ნიქსონი და გადატეხა. ჰოპკინსი დაიბადა და გაიზარდა უელსში, ხოლო 2000 წლის 12 აპრილს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. 2003 წელს მან მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

ადრეული წლები

ჰოპკინსი დაიბადა მარგამიში, პორტ ტალბოტი, უელსი. მშობლები მურიელ ანი და რიჩარტ არტურ ჰოპკინსი – ხაბაზი.[5] სკოლის პერიოდი ენტონისთვის იყო არანაყოფიერი. ცოტა ხნის შემდეგ იგი მიხვდა, რომ მას ქონდა ნიჭი ხელოვნებაში, როგორიცაა ხატვა, პიანინოზე დაკვრა და ა.შ. 1949 წელს, მშობლების დაჟინებული თხოვნით ჩაირიცხა ჯოუნსის დასავლურ მონმაუზის ბიჭების სკოლაში პონტიპულში, უელსი. ჰოპკინსმა ჯოუნსის სკოლაში ისწავლა ხუთი სემესტრი შემდეგ კი გააგრძელა სწავლა ქოუბრიჯის საშუალო სკოლაში, ქოუბრიჯი, უელსი.

ჰოპკინსი შთააგონა და ხელი შეუწყო რიჩართ ბარტონმა, რომ გამხდარიყო მსახიობი, რომელსაც შეხვდა 15 წლის ასაკში. საბოლოოდ, ჰოპკინსმა დაამთავრა მუსიკისა და დრამის სამეფო ვალიური კოლეჯი, კარდიფში, უელსი 1957 წელს. ორწლიანი არმიაში მსახურობის შემდეგ იგი გაემგზავრა ლონდონში, სადაც დაიწყო მომზადება დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.

კარიერა

1965 წელს, რეპერტუარის შემდეგ, ჰოპკინსი შეამჩნია ლოურენს ოლივიემ, რომელმაც შესთავაზა მას რომ გამხდარიყო ეროვნული სამეფო თეატრის წევრი. ჰოპკინსი გახდა ოლივიერის შემცვლელი.

მიუხედავათ წარმატებისა თეატრში, ჰოპკინსი დაიღალა ერთი და იგივე როლების შესრულებით. მას ჰქონდა ლტოლვა კინომსახიობობისკენ. 1968 წელს მან განასახიერა რიჩარდ I ფილმ ლომი ზამთარში. მასთან ერთად ფილმში თამაშობდნენ პიტერ ო’ტული, ქეთრინ ჰეპბერნი და ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი ტიმოტი დალტონი, რომელმაც განასახიერა საფრანგეთის მეფე ფილიმ II.

მიუხედავად თეატრში მიღწეული წარმატებებისა (აღსანიშნავია ეროვნულ თეატრში შესრულებეული ლამბერტ ლე როუქსის როლი დევიდ ჰეირისა და ჰოვარდ ბრენტონის სპეკტაკლში პრავდა, ასევე ენტონის როლი ენტონი და კლეოპატრაში ჯუდი დენჩთან ერთად), იგი თანდათან ანებებდა თავს თეატრალურ მსახიობობას და გადადიოდა ტელე და კინო სამყაროში. მისი დებიუტი შედგა 1967 წელს, ბი-ბი-სი-ს ტელეგადაცემაში – მწერი მის ყურში, სადაც მან ითამაშო მოკლე ეპიზოდი. ამის შემდეგ მას მოუწია, რომ შეგუებოდა დიდ კარიერას, მრავალი ოვაცია მოესმინა თავის შესახებ და მოეგო მრავალი ჯილდო თავისი გამოსვლებისთვის. ჰოპკინს მიანიჭეს ბრიტანული იმპერიის სარდლის წოდება 1987 წელს, ხოლო 1996 წელს რაინდ-ბაკალავრიის წოდება. 1996 წელს, ჰოპკინსი დააჯილდოეს საპატიო ამხანაგობისთვის უელსის უნივერსიტეტმა, ლამპეტერი.

ჰოპკინსმა განაცხადა, რომ ველომრბოლ ბარტ მუნროს განსახიერება 2005 წლის ფილმ მსოფლიოს უსწრაფეს ინდოელში, ყველაზე სასიამოვნო და ადვილი როლი იყო, რაც მას ოდესმე უთამაშია, რადგან მათ შორის საკმაო მსგავსება მოიძებნებოდა.[7]

2006 წელს, ჰოპკინსი გახდა ოქროს გლობუსის სესილ ბ. დემილის ჯილდოს მფლობელი სიცოცხლეში მიღწეული წარმატებებისთვის. 2008 წელს დააჯილდოვეს BAFTA–ს აკადემიის ამხანაგობის ჯილდო.

მსახიობობის სტილი

ჰოპკინსი ცნობილია თავისი როლებისთვის წინასწარ საფუძვლიანი მზადებით. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, რომ ერთხელ პროექტისთვის მზადებაში, მან სცენარის მწკრივებს იმდენჯერ გადაავლო თვალი, რამდენჯერაც საჭირო იყო (ზოგჯერ რიცხვი 200–საც აჭარბებს), ანუ იქამდე, სანამ წაკითხული მწკრივები მისთვის ბუნებრივად არ იჟღერებდა. სწორედ ამის შემდეგ შეეძლო მას “გაეკეთებინა ის ფიქრის გარეშე”. სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას როლი განასახიეროს თითქმის სრულიად ბუნებრივად, რაც ნიღბავს მის მიერ წინასწარ გაწეული მოსამზადებელი სამუშაოს მასშტაბს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მას გარკვეული ფრთხილი იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს, ამის გამო მას ხშირად მოსვლია კონფლიქტი რეჟისორთან, რომელიც სცენარისგან გადახვევას ინდომებს, ან მსახიობისგან გადაჭარბებული რაოდენობის დუბლების გადაღებას მოითხოვს. ჰოპკინსის თქმით, სცენაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ის უბრალოდ სრულიად ივიწყებს მისი დიალოგის მწკრივებს. სხვა მსახიობები, როგორც წესი, საკუთარ პარტიას წლობით არ ივიწყებენ. რიჩარდ ატენბოროს, რომელმაც ჰოპკინი ხუთ სხვადასხვა ფილმში გადაიღო, 1993 წლის ფილმში “Shadowlands” გადაღებისას უკიდურესად გაუჭირდა ჰოპკინსისა და დებრა უინგერის წყვილის ერთმანეთთან შეწყობა, ამ უკანასკნელის განსხვავებული მიდგომის გამო. მაშინ როდესაც ჰოპკინსი გამეორებების მინიმუმამდე დაყვანას ამჯობინებდა, სპონტანურობის მიღწევის მიზნით, უინგერი შეუწყვეტლივ მეცადინეობდა. ამ პრობლემის გადაჭრისთვის, ჰოპკინსის ადგილს ვინგერთან მეცადინეობისას ატენბორო იჭერდა, ხოლო ჰოპინსი ბოლო მცდელობისას შემოჰყავდათ გადაღებამდე. რეჟისორი აღფრთოვანებული იყო ჰოპკინსის “არაჩვეულებრივი ნიჟით დაგარწმუნოს, როდესაც მას უსმენ, რომ ეს მწკრივი მას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათქვამი. ეს გასაოცარი ჯილდოა.”

ამასთან ერთად, ჰოპკინს მიმბაძველობის ნიჭი. იგი ახამებს თავის ვალიურ აქცენტს იმ აქცენტთან, რომელსაც პერსონაჟი მოითხოვს. მან დუბლირება გაუკეთა მისი ბოლო დამრიგებლის, ლოურენს ოლივიერის ხმას, დამატებით სცენებში ფილმ სპარტაკის 1991 წლის რემეიკში. მისი ინტერვიუ 1998 წლის ხელახლა გამოშვებულ ბრიტანული TV ჩეთ შოუ პარკინსონში იყო კომიკოსი ტომი კუპერის განსახიერება.

ჰანიბალ ლეკტერი

ჰოპკინსის ყველაზე ცნობილი როლია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელი, ჰანიბალ ლეკტერი, ფილმში კრავთა დუმილი, რისთვისაც ჰოპკინსმა მიიღო კინოაკადემიის ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 1992 წელს, ჯუდი ფოსტერთან ერთად, რომელმაც აიღო ჯილდო ქალის საუკეთესო როლისთვის. ფილმი ასევე დაჯილდოვდა ნომინაციებში საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ეს არის ყველაზე მოკლე შესრულება, რომელმაც მიიღო ოსკარი. ჰოპკინსი გამოჩნდა ეკრანზე მხოლოდ 16 წუთის განმავლობაში. მან ხელახლა განასახიერა ლეკტერი ფილმებში ჰანიბალი და წითელი დრაკონი. კრავთა დუმილში განსახიერებული ჰანიბალ ლეკტერი აღიარებულია ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედად ამერიკულ ფილმების ინსტიტუტის მიერ. იმ დროს როდესაც მას შესთავაზეს ამ როლის თამაში, ჰოპკინსი ბრუნდებოდა ლონდონის სცენაზე მ. ბატერფლაის შესრულებით. ჰოლივუდში რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ იგი დაბრუნდა ბრიტანეთში.

ჰოპკინსმა ითამაშო პორტრეტული ბოროტმოქმედი ტომას ჰარისის პირველ სამი ნოველის ადაპტაციაში. ავტორი ძალიან კმაყოფილი იყო მისი პერსონაჟის ჰოპკინსისეული პორტრეტის ხატვით. მიუხედავად ყველაფრისა, ჰოპკინსმა განაცხადა, რომ ფილმ წითელი დრაკონში იგი ბოლოჯერ შეასრულებდა ამ პერსონაჟს, ამიტომ იგი აღარ გამოჩენილია შემდეგ სერიაში – ჰანიბალი – აღსავალი.

პირადი ცხოვრება

2007 წელს ჰოპკინსი ხელახლა გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში. პირველად იგი ჩავიდა ამერიკაში 1970–იან წლებში ფილმების კარიერის გასაუმჯობესებლად, მაგრამ 1980–იან წლებში ბრიტანეთში დაბრუნდა. 1990–იან წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ჰოპკინმა გადაწყვიტა კვლავ ამერიკაში დაბრუნება. 2000 წლის 12 აპრილს ჰოპკინსი გახდა ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე, რაც 3000 მილიანი სახმელეთო მოგზაურობით. აღნიშნა ქვეყნის გარშემო.

ჰოპკინსი დაქორწინებულია სამჯერ. მისი პირველი ორი ცოლი ივნენ პეტრონელა ბარკერი (1967–1972) და ჯენიფერ ლინტონი (1973–2002). დღესდღეობით ჰოპკინსი დაქორწინებულია კოლუმბიაში დაბადებულ სტელა აროიავიზე. პირველი ცოლიდან მას ჰყავს ქალიშვილი, აბიგაილ ჰოპკინსი (დ. 20 აგვისტო, 1968), რომელიც არის მსახიობი და მომღერალი.

მას აქვს შეთავეზებული მისი მხარდაჭერა სხვადასხვა ქველმოქმედებებსა და მოწოდებებში, ახსანიშნავია ისტორიული ადგილებისა და ლამაზი ბუნების ეროვნული მეურვეობის პრეზიდენტად გახდომა. იგი აგროვებს მარაგს სნოუდონიას ეროცვნული პარკის დასაცავად და მხარს უჭერს მეურვეობის ძალისხმევას, რომ შეიძინას სნოუდონის ნაკვეთები. წიგნი, რომელიც აღნიშნავს ამ ძალისხმევას, “ენტონი ჰოპკინსის სნოუდონია”, გამოუშვა გრაჰამ ნობლისთან ერთად. ჰოპკინსი, რომელსაც შეუძლია ილაპარაკოს ცოტა ვალიურად, ასევე მხარს უჭერს სხვადასხვა ფილანტროპიულ ჯგუფებს. იგი არის ასევე მოხალისე მასწავლებელი რუსკინის მსახიობობის სკოლაში სანტა მონიკაში, კალიფორნია, სადაც იგი ცხოვრობს.

ჰოპკინსი თვითგაცნობიერებული ალკოჰოლიკია, რომელიც 1975 წლიდან აღარ სვამს. ჰოპკინსი ცნობილია, როგორც ხუმარა გადასაღებ მოედანზე, ეპიზოდის გადაღებამდე ძაღლივით ყეფს, რითაც გარშემომყოფთა ხასიათს ახალისებს, 2007 წლის 9 აპილს ჯეი ლენოს საღამოს შოუზე გაშვებული ინტერვიუს თანახმად

ჰოპკინსი არის გამოჩენილი წევრი გრინპისის გარემოს დაცვის ჯგუფისა. 2008 წლის დასაწყისში, მან გაახმოვანა ტელევიზიური რეკლამა, რომელიც აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ იაპონელები კვლავ აგრძელებენ ვეშაპებზე ნადირობას. ჰოპკინსი არის RAPt-ის (განარკომანებული პატიმრების რწმენის რეაბილიტაცია) პარტნიორი. 1992 წელს მან პირველად დააწყენიბა ინტენსიური ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის რეაბილიტაცია დაუნვაივის ციხის პატიმრებს.

ჰოპკინსი არის ტომი კუპერის თაყვანისმცემელი. 2008 წლის 23 თებერვალს ტომი კუპერის საზოგადოების მფარველის სახელით საზეიმოდ გახსნა კუპერის სამახსოვრო ძეგლი მის მშობლიურ ქალაქ კერფილში. ცერემონიისთვის, ჰოპკინსმა დაიხურა საფირმო ნიშანი ფესკა და შეასრულა კომიკური რუტინა.

სხვა ნამუშევრები

ჰოპკინსი არის ნიჭიერი პიანისტი. 1986 წელს, მან გამოუშვა სინგლი, სახელად “დაშორებული ვარსკვლავი”. სინგლმა აიღო 75-ე ადგილი ბრიტანეთის ჩარტში. 2007 წელს ჰოპკინსმა განაცხადა, რომ დროებით უნდოდა სცენას მოშორებოდა და მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა. მას ასევე აქვს დაწერილი მუსიკა საკონცერტო დარბაზებისათვის სტეფან ბარტონთან თანამშრობლობით. ეს კომპოზიციები შეიცავს “დროის ნიღაბს”, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა დალასის სიმფონიურ ორკესტრში 2008 წლის ოქტომბერში. ასევე აღსანიშნავია კომპოზიცია “შიზოიდური სალსა”

1996 წელს, ჰოპკინსმა გამოუშვა პირველი ფილმი აგვისტო, რომელიც გადაღებულია თავისი რეჟისორობით. ფილმის სცენარი არის ჩეხოვის ნაწარმოების, ბიძა ვანიას ვერსია. მან პირველად დაწერა სცენარი ექსპერიმენტული დრამის, პროპელერის მრეცხავისასთვის, რომლის პრემიერა შედგა სანდენსის ფილმების ფესტივალზე 2007 წელს..

ჰოპკინსი არის ფანი ბი-ბი-სის სიტოკომისა (სიტუაციური კომედია) მხოლოდ სულელები და ცხენები, და ერთხელ მან აღნიშნა, თუ როგორ უნდოდა ამ სერიალში თამაში. მწერალმა ჯონ სულივანმა წაიკითხა ეს ინტერვიუ და თავის გონებაში შექმნა ჰოპკინსის მსგავსი პერსონაჟი დენი დრისკოლი, ადგილობრივი ბოროტმოქმედი. ახალი სერიების გადაღება, რომელშიც უნდა ეთამაშა ჰოპკინს, დაემთხვა კრავთა დუმილის გადაღებას, ამიტომ შეუძლებელი გახდა, რომ ჰოპკინს ეთამაშა ბი-ბი-სის სიტკომში. ჰოპკინსმა როლი დაუთმო თავის მეგობარს როი მარსდენის.

ჰოპკინს ნათამაშები აქვს ბევრი ცნობილი ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟი, მათ შორის:

  • ჯონ კუინსი ადამსი (ამისტადი, 1997)
  • პიერ ბეზუხოვი (ომი და მშვიდობა, 1972)
  • უილიამ ბლაი (სიუხვე, 1984)
  • გალეაცო ჩიანო (მუსოლინი და მე, 1985)
  • ჩარლზ დიკენსი (დიადი შეუდარებელი მრ. დიკენსი, 1970)
  • ჯონ დუტონ ფროსტი (ხიდი ძალიან შორს არის, 1977)
  • ბრუნო ჰოპტმენი (The Lindbergh Kidnapping Case, 1976)
  • აბრაჰამ ვან ჰელსინგი (ბრამ სტოკერის დრაკულა, 1992)
  • ადოლფ ჰიტლერი (ბუნკერი, 1981)
  • ჰრუგარი (ბეავულფი, 2007)
  • დრ. ჯონ ჰარვი კელოგი (გზა ველვილისკენ, 1994)
  • დრ. ჰანიბალ ლეკტერი (კრავთა დუმილი, 1991)
    (ჰანიბალი, 2001) (წითელი დრაკონი, 2002)
  • კლაივ ლუისი (Shadowlands, 1993),
  • დევიდ ლოიდ ჯორჯი (ახალგაზრდა უინსტონი, 1972)
  • მარკუს კრასუსი (ჯეფ უეინის სპარტაკუსის მუსიკალური ვერსია, 1992)
  • ბარტ მუნრო (მსოფლიოს უსწრაფესი ინდოელი, 2005)
  • რიჩარდ ნიქსონი (ნიქსონი, 1995)
  • იაგო (ოტელო, 1981)
  • პავლე მოციქული (პიტერი და პოლი, 1981)
  • პაბლო პიკასო (პიკასოსთან ცხოვრების გატარება, 1996)
  • პტოლემეი I სოტერი (ალექსანდრე, 2004)
  • კვაზიმოდო (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, 1982)
  • იცხაკ რაბინი (ენტების გამარჯვება, 1976)
  • რიჩარდ I (ლომი ზამთარში, 1968)
  • ტიტუს ანდრონიკუსი (ტიტუსი, 1999)
  • ფრედერიკ ტრივზი (ადამიანი სპილო, 1980)
  • დონ დიეგა დე ლა ვიგა/ზორო (ზოროს ნიღაბი, 1998)

ჯილდოები

ენტონი ჰოპკინსი არის ოსკარის მფლობელი მსახიობი, რომელსაც ასევე აქვს მოგებული სხვა 37 ჯილდო და აქვს მიღებული 30 ნომინაცია.

კრავთა დუმილით მოგებულ ოსკართან ერთად, ჰოპკინს აქვს აღებული ნომინაციები შემდეგი ფილმებისთვის: დარჩენილი დღე (1993, ნიქსონი (1995) და ამისტადი (1997).

ჰოპკინსმა მოიგო BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო პირველხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის 1973 წელს პიერ ბეზუხოვის შესრულებით ბი-ბი-სის ტელესერიალში ომი და მშვიდობა, ამასთან მას 1991 და 1993 წლებში აქვს მოგებული ჯილდოები იგივე კატეგორიაში კრავთა დუმილსა და Shadowlands-ისთვის. ამავე კატეგორიაში მან მიიღო ნომინაციები მაგიისა და დარჩენილი დღისთვის, ხოლო კატეგორიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ფილმისთვის ლომი ზამთარში.

ჰოპკინსმა მოიგო ემის ჯილდო მისი როლისთვის ფილმებში The Lindbergh Kidnapping Case და ბუნკერი, ასევე აქვს მიღებული ემის ნომინაციები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისა და დიდი პერსპექტივებისათვის.[15] მან მოიგო ჯილდო რეჟისორობისათვის და მსახიობებისათვის ფილმით პროპელერის მრეცხავით, შვეიცარიაში, ლოკარნოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე.

ჰოპკინსი გახდა ბრიტანეთის სატელევიზიო და კინო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) პარტნიორი ნარინჯისფერი ბრიტანული აკადემიის ფილმების ფესტივალზე 2008 წლის თებერვალში.

ფილმოგრაფია

ენტონი ჰოპკინსის ფილმოგრაფია ითვლის 110–ზე მეტ ფილმს, ამათგან უდიდეს ნაწილში მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილი კი საკუთარი რეჟისურითაა გადაღებული. ჰოპკინსი რამოდენიმე ფილმის კომპოზიტორიცაა, ასევე პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც.

თეგები
Back to top button
Close
Close