არქივი

მონასტერი ნარკომანებისთვის

ef227041e70c
ადვილია ეგრეთწოდებული წამალზე შეჯდომა, მაგრამ რამდენად მძიმეა ადამიანისთვის ამ ჩვევის უარყოფა ყველამ კარგად იცის. თუმცა ალბათ გამოცდილების გარეშე ძნელია მიხვდე რა სიძნელის დაძლევაა საჭირო,იმისთვის რომ გახდე კვლავ ჯანმრთელი ადამიანი,უარი თქვა ნარკოტიკზე. ამ მონასტერში,რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, ნარკომანები მიდიან, ისინი დარწმუნებულნი არიან რომ აიტანენ ყველა სიძნელეს წარსული ბედნიერი ცხოვრების დაბრუნების სანაცვლოდ. თუ როგორ და რა წესებით უმკლავდებიან აქ ავადმყოფობას, რომელსაც სახელად ,,ნარკომანია” ჰქვია, გაგრძელების შემდგომ შეიტყობთ.

თამკრაბოკის მონასტერი (Thamkrabok monastery) ტაილანდში, ბანგკოკიდან 130 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თამ ტაილანდურად გამოქვაბულს,მღვიმეს ნიშნავს, ხოლო კრაბოკ – როცა რაღაც გაქვს სათქმელი, სასწავლებელი. ანუ თამკრაბოკი შესაძლოა გადავთარგმნოთ როგორც, ,,შემეცნების, სწავლის მღვიმე”.

მონასტერში დაახლოებით 100 ბერი (იქ Phra ჰქვიათ) და 20 მონაზონი (Chee) ცხოვრობს, ბერებს მუქი ყავისფერი ანაფორა აცვიათ, დედაოებს კი თეთრი კაბები. მონასტრის ტერიტორიაზე რაცაა, იქნება ეს მონუმენტი თუ სხვა რამ, ყველაფერი ბერებმა და დედებმა ააშენეს ერთობლივი ძალებით. მათ დღის მკაცრი რეჟიმი აქვთ. 7 საათზე ჭამენ საჭმელს, მანამდე ნახევარი საათით ადრე კი ლოცვების წაკითხვა და გალობა იწყება.
მონასტრის მთავარი საქმიანობა კი ნარკომანების დახმარებაა. თუმცა არის პერიოდი,როცა ეს ადგილი დაკეტილია. ყოველ აპრილს მონასტრის მცხოვრებლები ფეხით მიდიან წმინდა ადგილების მოსალოცად.

აბატმა Luangpaw Charoen-მა ერთხელ თამკრაბოკის მონასტერს ნირვანას აეროპორტი უწოდა. აქ შეგიძლიათ ათასი ჯურის ადამიანს შეხვდეთ. ეს მართლაც აეროპორტია, ზოგი მის გამოსაყენებლად მოდის, ზოგი უბრალოდ სტუმრად,გამცილებლად. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ პილოტებს (ბერებს), და რაც მთავარია იმ ხალხს,მგზავრებს,რომლებიც თვითმფრინავს მიზნის მიღწევისკენ მიჰყავს.

206a8cbd4e4a

1568834cf9e6

9998247d3d00

af21f287cfee

d045b5ada726

9efd10d4612f

439404903790

5d81f14a37dd

d41293477d2e

8082ecef5016

026f529f1c54

50f966b82c72

11fa3934c5e0

25650158827c

206a8cbd4e4a

1568834cf9e6

9998247d3d00

ალბათ საინტერესოა რას სთავაზობენ აქ ადამიანებს სამკურნალოდ.
პირველ რიგში სხეულის სრული განწმენდა. (როგორ ხდება ეს ვიდეოებშიც და სურათებშიც ნახავთ)
მენტალურად შეპირისპირება სიტუაციასთან,საკუთარ მდგომარეობასთან, რამაც შესაძლოა ცხოვრების ფუნდამენტურად შეცვლისკენ უბიძგოს ადამიანს.
ინსტრუმენტები ნებისყოფის ასაშენებლად.
შეგნება, რომ ძიება და რეალიზაცია ,,ცხოვრების ამოცანისა” ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს. ცხოვრებით კმაყოფილი ნარკოტიკის საშუალებით ვერ იქნები, კმაყოფილების მოსაპოვებლად პოზიტიური მიზანი გჭირდება. როგორც კი იპოვნი კონსტრუქციულ ცხოვრების მიზანს,როგორც კი დაისახავ მის განხორციელებას, ადვილად გამოდევნი ნარკოტიკს შენი ყოველდღიურობიდან.

მონასტერში ანონიმურობა მკაცრად დაცულია, თუმცა მაინც დადის ხმები, რომ აქ ბევრი ცნობილი სახე მკურნალობდა.
მკურნალობა მინიმუმ 10 დღე, მაქსიმუმ 1 თვე მიმდინარეობს, თუმცა მძიმე ავადმყოფებისთვის მეტი ხნით დარჩენაც შესაძლებელია. მკურნალობა აქ უფასოა, მხოლოდ საჭმლისთვის გჭირდება დღეში 3 დოლარი.
თუ აქ ადამიანი მივა,ის შეგუებული უნდა იყოს,რომ მკაცრი წესები დახვდება და მარტივი ამოცანის შესრულება არ მოუწევს, ვალდებული იქნება შეასრულოს მკურნალობის ყველა ინსტრუქცია,რასაც ბერები მისცემენ. ბერები საიდუმლო რეცეპტს ფლობენ,რომლის მიხედვითაც ამზადებენ დასალევ სითხეებს. ეს ყველაფერი მცენარეებისგან კეთდება და გულისრევას იწვევს,სამაგიეროდ ორგანიზმს წმენდს,რაც ასე სჭირდებათ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button