გამოგონებასასარგებლოუცნაური

შექმენი მაისური შენი გემოვნებით

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მოდა და მეცნიერება ერთმანეთს რაღაცით დაუკავშირდა. ლონდონის ერთ-ერთი კოლეჯის მეცნიერებმა ძალიან უცნაური ნივთიერება შექმნეს. ერთი შეხედვით შესაძლოა იფიქროთ, რომ საქმე ტანის მოხატვასთან გვაქვს, მაგრამ ამ აზრს გონებაშივე გადაუსვით ხაზი.

წარმოიდგინეთ დილას იღვიძებთ, დგებით საწოლიდან და ფიქრობთ რა ჩაიცვათ, შემდეგ იღებთ პატარა სპრეის და ისხამთ ტანზე,ქმნით იმას, რაც თქვენ გინდათ. ტანსაცმლის შექმნის ასეთი ხერხი მეცნიერების დახმარებით ალბათ მალე ყველასთვის ნაცნობი გახდება.

მეცნიერებმა ამ ნივთიერების შექმნას 10 წელზე მეტი მოანდომეს, ის ბამბას შეიცავს და კიდევ სხვა ნივთიერებებს, რათა ტანზე მჭიდროდ მოერგოს ადამიანს და ერთმანეთს დაუკავშირდეს.

როცა მაისური მზად იქნება, შეშრება, იგი ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სხვა ჩვეულებრივი ტანსაცმელი, შეგიძლიათ გაიხადოთ თავისუფლად, გარეცხოთ, სხვა დროსაც ჩაიცვათ.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close