საკითხავისასარგებლოუცნაური

განძი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დღეისთვის დედაამიწის წიაღში დაახლოებით 900 მილიარდი დოლარის ღირებულების განძია დამარხული. 

ინკების განძი
ოთხ საუკუნეზე მეტია, რაც ინკების განძს ეძებენ ანდების მისადგომებთან, პერუში ოდესღაც ინკების იმპერია არსებობდა. ეს ინფორმაცია განძის მაძიებლების დიდ ყურედღებას იქცევს. ლეგენდის თანახმად, ინკებს, იმპერატორის გავლენისგან თავი დაეხსნათ, ინკებმა კონკისტადორ პისაროს დახმარება სთხოვეს, სანაცვლოდ კი უზარმაზარ გასამრჯოს შეპირდნენ – ოქროთი სავსე გამოქვაბულს, რომელსაც 2 თვის განმავლობაში ავსებდნენ. ჩემი აზრით ეს სიმართლე არ არის. სამწუხაროდ ეს გამოქვაბული დღემდე არ არის ნაპოვნი.

მაკენას ოქრო
გადმოცემის თანახმად, იუტას შტატის ქალაქ კენაბთან, არსებულ თეთრ მთებში არსებობს საიდუმლო გამოქვაბული, სადაც 10 მილიარდი დოლარის ღირებულების განძი ინახება. ამ განძს 450 წელი ეძებენ უშედეგოდ. განძის საპატივცემულოდ ფილმიც გადაიღეს სახელად “მაკენას ოქრო”. ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ

ტამპლიერების განძი
პარიზის მახლობლად ციხესიმაგრე ტამპლში არსებობდა საგანძური, რომელსაც ასე უწოდებენ – ღარიბი ჯვაროსანი რაინდების განძი. ეს სიმდიდრე ციხესიმაგრეში იქამდე ინახებოდა, სანამ საფრანგეთის მეფემ, ფილიპმა არ მოისურვა მისი ათვისება. აღმოჩნდა, რომ განძი არ იყო იმხელა მოცულობის და სიდიდის, როგორც ლეგენდა გადმოცემდა. მოგვიანებით გაირკვა რომ, ტამპლიერების განძი სხვაგან გადამალეს. სად? ეს არავინ იცის…

ივანე მრისხანის ბიბლიოთეკა
ბევრს გაგეგებათ რუსეთის მეფის, ივანე მრისხანის შესახებ. ისტორიკოსების ცნობით, მისი ბიბლიოთეკა არ უპოვნიათ. ის კი მისი განძის მცირე ნაწილს წარმოადგენს. ბიბლიოთეკის მთავარი ღირებულება არის, ძველბერძნული და ლათინური ხელნაწერი წიგნებია. ბოლოს ეს ბიბლიოთეკა კრემლის მიწისქვეშეთში ნახეს.
1997 წელს მოსკოვის ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის მაძიებელთა რაზმი შექმნა, მაგრამ შედეგი არ არის.

ჩინგიზ ხანის განძი
ჩინგიზ ხანი უდიდესი დამპყრობელი იყო, და სადაც დამარხეს იქ მიუჩინეს თავის განძს ადგილი. სავარაუდოდ ეს ადგილი ცენტრალური მონღოლეთის ტერიტორიაზეა, ავრაგის ტერიტორიაზე. სიკვდილის წინ ჩინგიზ ხანმა მოითხოვა რომ, მის საფლავს არანაირი ნიშანი არ ჰქონოდა. ვინც ჩინგიზ ხანი დამარხა, ის ადამიანებიც აღესრულნენ.

განძთა კუნძული
სტივენსონის რომანში აღწერილი კუნძული რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და მას ქოქოსის კუნძული ჰქვია. იქ დამარხული განძი დღემდე არ უპოვიათ. ამბობენ რომ კუნძულზე, ადამიანის სიმაღლის, სუფთა ოქროსგან დამზადებული ღვთისმშობლის ქანდაკებაა გადამლული, რომელიც 500 კილოს იწონის. გარკვეული მონაცემებით აქვეა დამარხული ასობით სკივრი სამკაულებითა და მონეტებით.

მე ასეთი კითხვა გამიჩნდა, რატომ მარხავდნენ ამდენ განძს მიწაში, ხომ შეეძლოთ კარგი საქმე გაეკეთებინათ ამ ფულით.

იმდეია შრომას დამიფასებთ და არ ჩამქოლავთ.

BY ბერო

loading...
თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Close
Close