ვიდეოებისაკითხავი

რობერტ დე ნირო (Robert De Niro)

de niro

რობერტ დე ნირო, უმც. (Robert De Niro Jr. დ. 17 აგვისტო, 1943) – ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებული [1] [2], განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლიმამა II“ (The Godfather Part II), „ტაქსის მძღოლი“ (Taxi Driver), „ცოფიანი ხარი“ (Raging Bull), „დიდებული ბიჭები“ (Goodfellas) და „ხელშეუხებლები“ (The Untouchables).

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად ლაპარაკობს, ინგლისური სუბტიტრებით და მხოლოდ აქაიქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

ბიოგრაფია

ცხოვრების ადრეული წლები

დე ნირო დაიბადა 17 აგვისტოს, 1943 წელს, ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი. დე ნიროს მამა იყო იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი, ხოლო დედამისი გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. მისი დიდი ბებიები იყვნენ ემიგრაციაში წასულები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაში, მოლიზეში. მისი დიდი ბებია და ბაბუა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის უფრო მეტად საკუთარ თავს მის იტალიელ ჩამომავლობას მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.

დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. თუმცა ის მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დე ნირომ ბავშვობა მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy), გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო ”ბობი მილკი”.

დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა მუსიკის და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში, ნიუ-იორკი. 13 წლის ასაკში, დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. ამის შემდეგ იგი სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში, ასევე ლი სტრასბერგის მსახიობების სტუდიაში.

ადრეული ფილმების კარიერა

20 წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში ”ქორწილის წვეულება”, თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში „სამი ოთახი მანჰეტენში“ (Three Rooms in Manhattan), მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი, მყიდველის როლში სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან, ფილმში „მისალმებები“ (Greetings) (1968), შემდეგ კი ითამაშა ფილმში „სალამი, დედა!“ (Hi, Mom!) (1970).

დე ნიროს პოპულარობის გაზრდა გამოიწვია 1973 წელს, გადაღებულმ აფილმა Bang the Drum Slowly, სადაც მან ითამაშა დიდი ლიგის ბეიზბოლის ბოთამაშის როლი. ამავე წელს, მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსესესთან, როდესაც მან ითამაშა დასამახსოვრებელი როლი ჰერვი კეიტელთან ერთად, ფილმში “უფერული ქუჩები (Mean Streets)” (1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრანცის კოპოლას ფილმში, ნათლიმამა II (The Godfather Part II). ამ როლით მან მიიღო თავისი პირველი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარი, ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი. იგი გახდა პირველი მსახიობი, ვინც მოიგო ოსკარი და ლაპარაკობდა მხოლოდ უცხოურ ენაზე, სიცილიელი.

მისი ”უფერული ქუჩებში” მუშოაბის შემდეგ, მას ქონდა ძალიან წარმატებული თანაშრომლობა სკორსესესთან. მან ითამაშა სკორსესეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ”ტაქსის მძღოლი (Taxi Driver)” (1976), ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (New York, New York)” (1977), ”ცოფიანი ხარი (Raging Bull)” (1980), ”კომედიების მეფე (The King of Comedy)” (1983), ”დიდებული ბიჭები (Goodfellas)” (1990), ”Cape Fead” (1991), და ”კაზინო (Casino) (1995)”. მათ ასევე ერთად ითამაშეს ფილმში ”დამნაშავე ეჭვისგან” და გაახმოვანეს ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავი (Shark Tale)”.

1976 წელს, დე ნირო გამოჩნდა ჟერარ დეპარდიე და დონალდ საზერლენდთან ერთად, ბერნანდო ბერტოლუჩის მეორე მსოფლიო ომის ცხოვრების ეპიკური ბიოგრაფიული გამოკვლევის ფილმში, Novecento (მეორენაირად 1900).

1978 წელს, დე ნირომ ითამაშა მაიკლ ვრონსკის როლი ფილმში ”ირმებზე მონადირე”, რომელიც იყო ნომირირებული ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში. ამ წლებში მას შესთავაზეს კოვბოის როლი ფილმში ”მეომრები”, მაგრად მან ეს შეთავაზება არ მიიღო.

შემდგომი ფილმების კარიერა

ამ ფილმებში თამაშისთვის, დე ნირომ მოიმატა 27 კილოგრამი. მან ისწავლა ბოქსი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი”, მან იცხოვრა სიცილიაში, ფილმისთვის ”ნათლიმამა II”, მუშაობდა როგორც ტაქსის მძღოლი ფილმისთვის ”ტაქსის მძღოლი” და ისწავლა საქსაფონზე დაკვრა ფილმისთვის ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი.

დე ნირო გამოირჩეოდა თამაშის ხარისხი. მაგალითისვის ფილმი ”კომედიების მეფე”, მთელი ფილმის გადაღების დროს, იგი ავლენდა თავის პროფესიონალიზმს. მაგრამ, უეჭველად უფრო აღსანიშნავია დე ნიროს თამაში სერჯიო ლეონეს ფილმში ”ერთხელ ამერიკაში”.

1980-იან წლიდან, დე ნირომ გააფართოვა კომედიური ჟანრის ფილმებში თამაში. ამ ჟანრში პირველად წარმატება მოუტანა ფილმმა ”ბრაზილია” (1985), სადაც მან ითამაშა პატარა როლი. დე ნირო გამოჩნდა კომედიური ჟანრის ფილმებში: ”მოასწრო შუაღამემდე” (1988), ”გამოფხიზლება” (1990) სადაც მან ითამაშა რობი უილიამსთან ერთად, ”Showtime” (2002) ედი მერფისთან ერთად, ”გაანალიზე ეს” (1999) და ”გაანალიზე ის” (2002), ”მშობლებთან შეხვედრა” (2000) და ”ფოკერების გაცნობა (Meet the Fockers)” (2004).
დე ნიროს სხვა ფილმებიდან გამოირჩევა ”შეყვარებულები” (1984), ”მისია” (1986), ”ანგელოზის გული” (1987) ”შერკინება” (1995), “ძაღლის კუდის ქიცინი (Wag the Dog)” (1997) და ”რონინი” (1998). 1997 წელს, დე ნირომ ითამაშა კრიმინალურ დრამაში ”პოლიციელის მიწაში”, სილვესტერ სტალონესთან ერთად.

1993 წელს, დე ნირომ ითამაშა ფილმში ”ბიჭის ცხოვრება (This Boy’s Life)”, სახელგანთქმულ ტობი მაგუირთან და ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად.

1995 წელს, დე ნირომ ითამაშა მაიკლ მენის ფილმში, ”შეტაკება”, თავის მეგობარ ალ პაჩინოსთან ერთად. ამ ორმა მსახიობმა ერთად ითამაშეს ასევე 1974 წლის ფილმში, ნათლიმამა II. 2007 წლის მაისში, ჟურნალმა Variety-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ დე ნირო და ალ პაჩინო კიდევ ერთხელ ითამაშებენ ერთად ფილმში ”სამართლიანი მკვლელობა”[7], რომლის გამოსვლა იგეგმება 2008 წლის სექტემბერში.

1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმის ”ზვიგენის ამბავის” პერსონაჟი დონ ლინო. ფილმს ასევე ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის მიღება იყო ყველაზე სასაცილო ასპექტრი მთელ მის კარიერაში.

დე ნირომ უარი თქვა ფილმ ”ორმაგ თამაშში” თამაშზე (ეს როლი შემდგომ მარტინ შინმა ითამაშა), რადგან იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა ”ცრუ ცდუნებაში” სათამაშოდ.

დე ნიროს შემდეგი პროექტი, იგი იყო რეჟისორი და ამავდროულად თამაშობდა ფილმში ”ცრუ ცდუნება” (2006), ასევე ფილმში თამაშოვდნენ: ანჯელინა ჯოლი, მეთიუ დეიმონი, ვილიამნს ჰუნდი და სხვ.

2006 წლის 7 ივნისს, დე ნირომ შეწირულობა გაიღო ჰარი რენსომის კაცობრიობების გამოკვლევის ცენტრისთვის. დე ნირომ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა მარტინ სკორსესესთან ახალ პროექტზე. ”მე ვცდილობ რომ ნამდვილად ვიმუშავო…ერიკ როზი, მეთვითონ და მარტი ვმუშაობთ სცენარზე, ვცდილობთ რომ დავასრულოთ იგი”[8].

დე ნირომ მოიგო ორი აკადემიის ჯილდო: საუკეთესო მსახიობი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი”; და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ფილმისთვის ”ნათლიმამა II”.

დე ნირო და მარლონ ბრანდო არიან ერთადერთი მსახიობები, რომლებმაც მიიღეს ოსკარი იგივე პერსონაჟის თამაშისთვის. ბრანდომ მოიგო დონ ვიტო კორლეონეს როლისთვის, ფილმში ”ნათლიმამა”. დე ნირომ შემდგომ მიიღო ჯილდო ახალგაზრდა ვიტოს თამაშისთვის, ფილმში ”ნათლიმამა II”. ბრანდო და დე ნირო შემდგომ გამოჩდნენ ერთად ფილმში ”ანგარიში”.

დე ნიროს გამოჩენთა იგეგმევა ფილმებში: ”ყველას ცეცხლი”, ”ოცნებების ქუჩა”, Little Fockers, The Winter of Frankie Machine და New Orleans.

რეჟისორული ძალისხმევა

1993 წლის ფილმში ”ბრონკსული ამბავი (A Bronx Tale)”, რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად ასრულებდა ავტობუსის მძღოლის, ლორენცოს როლს. სწორედ ეს ფილმი იყო დე ნიროს რეჟისორობის დებიუტი. ფილმის სცენარი დაწერა ჩაზ პალმინტერმა, მისი მოუსვენარი ბავშვობის შესახებ, რომელიც გაატარა ბრონქსში. ფილმის ერთერთ მთავარ გმირს, სანის თამაშობდა თვითონ სცენარის ავტორი პალმინტერი.

რეჟისორის სახით დე ნირო აღარ გამოჩენილა არცერთ ფილმში 2006 წლამდე, ხოლო 2006 წელს, ფილმში ”ცრუ ცდუნება”, იგი როგორც რეჟისორი, ასევე ერთერთი როლის შემსრულებელიც იყო. ფილმის პროდიუსერიც თავად დე ნირო გახლთათ ჯეინ როზენთალთან და ფრანცის ფორდ კოპოლასთან ერთად.

პირადი ცხოვრება 

1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიის დაარსება ”ტრიბეკა პროდუქცია”, ”ტრიბეკა ფილმის ფესტივალი” და ”ნობუ”.

1998 წელს, დე ნირო ცხრა საათის განმავლობაში იკითხებოდა ფრანგ პოლიციელთან და მოსამართლესთან მეძაობის გავრცელებისთვის. დე ნირომ უარყო ყველანაირი ბრალდება და განაცხადა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული სექსისთვის. ფრანგული გაზეთის Le Monde-ს ინტერვიუში, დე ნირომ განაცხადა: ”მე არასდროს დავბრუნდები საფრანგეთში, მე ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომ საფრანგეთში არ ჩამოვიდნენ” და მას უნდოდა ”გააგზავნე შენი საპატიო ლეგიონის ორდენი ელჩთან, როგორც კი იქნება შესაძლებელი”.

2003 წელს, დე ნიროს დაუსვეს პროსტატას კიბოს დიაგნოზი. პროგნოზები დე ნიროზე, როდესაც იყო 60 წლის, იყო კარგი, მისი პუბლიცისტის თანახმად.

ოჯახი

მშობლები: რობერტ დე ნირო უფროსი (გ. 3 მაისს, 1993. 71 წლის ასაკში) და ვირჯინია ედმირალი (გ. 27 ივლისს, 2000), განქორწინდნენ, როდესაც მსახიობი იყო ორი წლის; .

დე ნირო დაქორწინებული იყო ორჯერ, პირველი მეუღლე იყო დიანი ებოტი, რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი რაფაელ დე ნირო (ყოფილი მსახიობი, ამჟამად უძრავი ქონებითაა დაკავებული ნიუ-იორკში). დე ნირომ ასევე იშვილა დიანს ქალიშვილი წინა ქორწინებიდან – დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო. 1997 წელს იქორწინა მეორე ცოლზე – გრეის ჰაიტოუერზე, ყოფილ სტუარდესასთან. ჰყავთ ვაჟი ელიოტ დე ნირო (18 მარტს, 1998). მისი დაბადების შემდეგ წყვილი ბევრჯერ განქორწინდა, თუმცა ოფიციალურად – არცერთხელ.

ფილომგრაფია

რობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია ითვლის 73 ფილს, ამათგან უდიდეს ნაწილში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილი მეორე ხარისხოვანი და უფრო მცირე საკუთარი რეჟისურით. პირველი ფილმი, რომელშიც ითამაშა სადილის კლიენტი, იყო Three Rooms in Manhattan, 10 ნოემბერს, 1965 წელს, ხოლო ამჟამად ბოლო ფილმია Righteous Kill (12 სექტემბერი, 2008), სადაც ითამაშა დეტექტივი ტომას კოვეინი, ალ პაჩინოსთან ერთად. დაგეგმილია კიდევ 5 ახალი ფილმის გადაღება 2009-2010 წწ. დე ნირო ამავდროულად არის 17 ფილმის პროდიუსერი.

ჯილდოები და ნომინაციები

ოსკარი

  • ლაურეატი: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, ნათლიმამა II (1974) გადაიწერეთ დისკი 1 და დისკი 2
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ტაქსის მძღოლი (1976) გადაიწერეთ დისკი 1 და დისკი 2
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ირმებზე მონადირე (1978) გადაიწერეთ დისკი 1 და დისკი 2
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ცოფიანი ხარი (1980) გადაიწერეთ
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, გამოფხიზლება (1990) გადაიწერეთ
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Cape Fear (1991) გადაიწერეთ

BAFTA

  • ნომინაცია: საუკეთესო ახალბედა, ნათლიმამა II (1976)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ტაქსის მძღოლი (1976)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ირმებზე მონადირე (1980)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ცოფიანი ხარი (1982)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, კომედიების მეფე (1984) გადაიწერეთ
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, დიდებული ბიჭები (1991)

ოქროს გლობუსი

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – დრამა, ტაქსის მძღოლი(1976)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – მიუზიკლი/კომედია, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (1978)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – დრამა, ირმებზე მონადირე (1979)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი – დრამა, ცოფიანი ხარი (1981)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – მიუზიკლი/კომედია, მოასწრო შუაღამემდე (1989) გადაიწერეთ
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – დრამა, Cape Fear (1991)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – მიუზიკლი/კომედია, გაანალიზე ეს (2000) გადაიწერეთ
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი – მიუზიკლი/კომედია, მშობლებთან შეხვედრა (2001) გადაიწერეთ დისკი 1 და დისკი 2

პ.ს ფილმების გადმოსაწერი ბმულები, აღებულია ავოე.გე-დან.


თეგები
Back to top button
Close
Close