მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში ბევრმა სახელმწიფომ და მათ შორის შეერთებულმა შტატებმაც მიიღო არაერთი კანონპროექტი, გარემოს გამონაბოლქვით დაბინძურების შემცირების მიზნით. სწორედ ეს პროცესები გახდა ბიძგი ელექტრომობილების ინდუსტრიისათვის.
ა.შ.შ-ს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი ჩაერთო ელექტრომობილების განვითარების პროცეში. 90-იანი წლების ცნობილი მოდელები იყვნენ: Chevrolet S-10 pickup , რომელიც ელექტროძრავით U.S. Electricar-მა აღჭურვა. მისი დატენვა შესაძლებელი იყო 7 საათში და გადიოდა 70 მილს.
შემდეგი მოდელი The Geo Metro წარმოადგენდა 4 ადგილიან სედანს. 1994 წელს ამ ავტომობილმა ნიუ-იორკიდან ფილადელფიამდე კრუიზში მიიღო მონაწილეობა და 200 მილის გავლა მხოლოდ ერთი დატენვით შესძლო.
Ford -მა საზოგადოებას ახალი Ford Ranger pickup-ი შესთავაზა. ეს ავტომობილი 75 მილი/საათში მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებდა და 0 დან 50მილ/საათის მიღწევისთვის 12 წამში სჭიდებოდა .
General Motors-მა თავიდან ბოლომდე ახალი ავტომობილი შექმნა, ნაცვლათ სხვა მანქანის მოდერნიზაციისა. ეს იყო EV1 2 ადგილიანი სპორტული კუპე, მისი მაქსიმალური სიჩქარე 80მილ/საათს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის ყველაზე დიდი სიჩქარე იყო. 0-დან 50მილ/საათამდე აჩქარებას მხოლოდ 7 წამს ანდომებდა და ერთი სრული დატენვით 80 მილის გავლა შეეძლო.
1998 წლისთვის სხვა ყველაზე ცნობუილი ელექტრომობილები იყვნენ : ტოიოტა RAV4 sport, ჰონდა EV Plus sedan , კრაისლერი EPIC minivan. ეს სამივე ავტომობილი ახალი თაობის ნიკელის ბატარეებით იყო აღჭურვილი.
2006 წლიდან ელექტრომობილებმა განვითების ახალ ეტაპს მიაღწია. უკვე ელექტრომობილების დატენვა, სახლშიც არის შესაძლებელი. თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ელექტრობილებია:
Ford Focus ev – ამ ავტომობილს ერთი დატენვით 100 მილის გავლა შეუძლია და სულ რაღაც 3 საათში იტენება.
Nissan Leaf – ეს პატარა 4 კარიანი ავტომობილია, რომელიც ერთი დატენვით 100 მილის გავლას ახერხებს და მისი ფასი 30000$-ია.
MINI E – ამ ავტომობილს ერთი სრული დატენვით 120 მილის გავლა შეუძლია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ის ჯერ ტესტირების რეჟიმშია და მალე ჩაეშვება გაყიდვაში.
Tesla Roadster – ერთ ერთი ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია, მას 0-იდან 60მილ/საათამდე სიჩქარის განცითარება 4 წამში შეუძლია. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 125 მილი/საათია. ასევე გამორჩეულია ერთი დატენვით მისი დაფარული მანძილი: 170-267 მილი. ამ ავტომობილის ფასი 98000$-ია.
მომავლის ელექტრომობილები შემდეგნაირად გამოიყურება: