TECH & მეცნიერებაუცნაური

ვინ გამოიგონა პამპერსი?

Image Hosted by ImageShack.us

“პამპერსიშვილიშვილებთან მარტო დარჩენილმა ბაბუამ გამოიგონა. ეს ამბავი ასე  დაიწყო.

ამერიკელ ქიმიკოსს, სამი შვილიშვილის ბაბუას, ვიქტორ მაილზს პამპერსის გამოგონება ცხოვრებამ უკარნახა. ერთ მშვენიერ კვირა დღეს, მშობლებმა ბაბუას შვილიშვილები მიუყვანეს. გახარებულმა მოხუცმა თავის გუნებაში ოჯახური იდილიის სურათი დახატა: პაწიები თავის გარშემო დაბობღავენ, თვითონ ზღაპრებს უყვება, ენას უჩლექს. ბედნიერებაა, აბა რა! მაგრამსინამდვილეში…. პირველ რიგში ბავშვებმა ძვირფას ხელით ნაქსოვ ხალიჩას დაასვეს `დაღი“, მერე სავარძელს, იატაკს, საწოლებს. მაილზმა თავში ხელი წაიშინა დარა ვქნაო, – სასოწარკვეთილმა ჩასძახა ყურმილში ქალიშვილს. – გამოუცვალე შარვლები და საფენები, – წყნარად უპასუხა მან. – რა ყოველი ჩასველების დროს? – გულზე იტაცა ხელი მაილზმა. გამწარებულ ბაბუას, გარდა იმისა რომ თვითონ შეწუხდა, ქალიშვილიც შეებრალა და მთელი საქალეთიც. მან ერთჯერადი პამპერსების ტექნოლოგიის დამუშავება დაიწყო. ნაწარმის პირველი გამომცდელები მისი შვილიშვილები იყვნენ.

`პამპერს” – ინგლისური სიტყვაა და ქართულად `განებივრებასნიშნავს. საფენი პირველად 1961 წელს გამოვიდა ბაზარზე და თანამედროვების ჩვეულებრივ საგნად იქცა. მოკლედ, კაცობრიობას გაუმართლა ვიქტორ მაილზი რომ შვილიშვილებთან მარტო დარჩა

მსგავსი ამბები

Back to top button