საკითხავისასარგებლოუცნაური

გენმოდიფიცირებული საკვები – კარგი და ცუდი მხარეები

ჩემი აზრით გენმოდიფიცირებული საკვები არის იაფი ნაგავი!!! დანარჩენი გაგრძელებაში

ბევრი თვლის, რომ გენმოდიფიცირებული საკვები არის მსოფლიოს გადამრჩენელი შიმშილობისგან. როგორც იცით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწას ემუქრება საკვების დეფიციტი, რაც გამოწვეულია გლობალური დათბობით და სხვადასხვა ფაქტორებით, რაც უპირველესად ჩვენ გამოვიწვიეთ. ახლა დავიწყოთ, რა აქვს გენმოდიფიცირებულ საკვებს კარგი და რა არა.

1) კარგი ის აქვს, რომ ბევრი მოსავალს იძლევა, ხარისხიანს და ძნელად ფუჭებადს!
2) ცუდი ის აქვს, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის არის საშიში, რადგან იწვევს კიბოს, რაც გამოწვეულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით კარცენოგენის დაგროვებით! ადამიანის ორგანიზმს რომ თავი დავანებოთ, იქმნება საშიშროება ჯანსაღი ორგანიზმების (ვგულისხმობ მცენარეებს, თუმცა მიმდინარეობს ცხოველების გენმოდიფიცირებაც) გადაშენების! წარმოიდგინეთ, ვინ იყიდის ამ სუფთა ჯიშის მცენარეს, თუ იგი არ იქნება ხარისხიანი (ვგულისხმობ ჭიან მცენარეს, რომელიც შეიძლება უხარისხოა, მაგრამ საუკეთესო) და ამავდროულად მოვა შედარებით ცოტა, ვიდრე მოდის გენმოდიფიცირებული საკვები. გლეხ კაცს ერჩივნება იყიდოს იაფად მოიყვანოს ბევრი ხარისხიანი და გაყიდოს შესაბამის ფასად, რაც მისთვის დიდი სარგებელი იქნება. თუმცა მან მაინც რომ იყიდოს სუფთა ჯიშის საკვები და მოიყვანოს, მას გარანტიას ვერავინ ვერ მისცემს, ის საკვები მოიტანს თუ არა მოსავალს და გაიყიდება თუ არა, რადგან ის უფრო ძვირი ეღირება ვიდრე გენმოდიფიცირებული საკვები. ხალხიც უპირატესობას იაფს მიანიჭებს და ეს გლეხი კაციც დიდ ზარალში ჩავარდება.

ჩემი აზრით, გლეხი კაცი ვერ გარისკავს და გენმოდიფიცირებული მცენარის თესლს იყიდის. აქედან გამომდინარე ჯანსაღი და სუფთა საკვები უყურადღებოდ გადაშენდება, რადგან არავინ მოიყვანს მას.
როგორც იცით, მცენარეებს ხშირად პოლარული დათვის გენს უმატებენ! თუმცა ასევე ხშირია შემთხვევა, როცა გენმოდიფიცირებული საკვები შეიცავს გველის და მორიელის გენს! როგორც იცით, გველი და მორიელი ორივე დაუნდობელი ცხოველები არიან, როგორც მეცნიერები ამბობენ, ვინც ხშირად ჭამს ასეთი გენით გაჯერებულ საკვებს, ისინი უფრო აგრესიულები არიან და დაუნდობლები, ასევე ადვილად მართვადები ხდებიან, თუ ისინი მოწინააღმდეგის მიმართ აღმოჩნდებიან უძლურები.

ბევრ აინტერესებს, თუ როგორ გაარჩიოს გენმოდიფიცირებული საკვები სუფთა საკვებისაგან. როგორც , ეს არც თუ ისე ადვილია თუმცა ექიმები და მეცნიერები გვირჩევენ, მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც დაჭიანებულია და არა ისეთი, რომელიც ძალიან ლამაზია და მიმზიდველი. საქართველოში შემოდის გენმოდიფიცირებული საკვები, რომელიც ხშირად გვხვდება პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა მაგალითად პოპული! გენმოდიფიცირებული საკვები ნაკლებად გვხვდება ჯერჯერობით ჩვეულებრივ ბაზარში.

ამიტომ გირჩევთ მიიღოთ ჭიანი საკვები, რომელიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის ლამაზი საკვები!!!

სურათზე გენმოდიფიცირებული არის ყვითელი ბრინჯი

წყარო: ჩემი ცოდნა რომელიც წიგნიდან მივიღე, ნუ ტელევიზორიც! გთხოვთ კომენტარები არ დაიშუროთ, მინდა იცოდეს ხალხმა რას ვჭამთ!

თეგები

მეცნიერა

ნუ მიყვარს მეცნიერება და...?

მსგავსი ამბები

Close
Close