

ყველა სასაცილო არ იქნება იმიტომ რომ მაინც ინგლისურიდან გადმოთარგმნილია. ჩვენი და მათი იუმორი განსხვავდება))
1) ბლუზ მუსიკის უმეტესობა იწყება ტექსტით: “ამ დილით გავიღვიძე..”
2)”მე მყავს კარგი ქალი” არ არის ბლუზური სიმღერის კარგი ვარიანტი, თუ ამ წინადადებას რამე ასეთს არ მიუწერ: “მე მყავს კარგი ქალი, ყველაზე უჟმური გამოხედვით”.
3)ბლუზი მარტივია. თუ პირველ სტრიქონს მოიგონებ, შეგიძლია რამოდენიმეჯერ გაიმეორო, სანამ მეორე სტრიქონიც არ მოგივა თავში…
4)ბლუზმენის გადაადგილების საშუალებებია: ფორდი, კადილაკი, ფეხები ან მატარებელი. ბლუზმენი არ დადის ბი-ემ-დაბლიუთი, ვოლვოთი და მერსედესით.
5)თინეიჯერები ვერ იმღერებენ ბლუზს, რადგან ისინი ჯერ არ იხოცებიან. ბლუზისთვის საუკეთესო ასაკი ზრდასრულობაა, ციხეში რომ ჩაგსვამენ, თუ მემფისში კაცს მოკლავ.
6)ბლუზის ადგილი არ არის ოფისში ან სუპერმარკეტში. ბლუზი უნდა იყოს მანქანების სადგომზე ან სანაგვის გვერდზე.
7)საუკეთესო ადგილები ბლუზისთვის:
ა)ტრასა
ბ)ციხე
გ)საერთო საცხოვრებელი
ბლუზის ადგილი არ არის:
ა)სკოლები
ბ)ხელოვნების გალერეები
გ)გოლფის კურსები
8)არავინ არ დაიჯერებს თქვენს ბლუზმენობას, თუ კოსტუმით ივლით.
9)გაქვთ თუ არა ბლუზის სიმღერის უფლება:
დიახ, გაქვთ, თუ:
ა)ჭუჭყზე ბებერი ხართ
ბ)ბრმა ხართ
გ)მოკლული გყავთ ვინმე მემფისში
დ)დაუკმოყოფილებელი ხართ
არ გაქვთ, თუ:
ა)კბილებს ისწორებთ
ბ)ოდესღაც იყავით ბრმა, მაგრამ თვალი აგეხილათ
გ)თუ მემფისში ის კაცი გადარჩა
დ)თუ თქვენ გაქვთ გეგმა სიბერესთან დაკავშირებით და ელოდებით პენსიას
10)ბლუზური სახელები ქალისათვის: სედი, დიდი დედიკო, ბესი, გასიებული ძროხა.
11)ბლუზური სახელები კაცისათვის: ჯო, ვილი, პატარა ვილი, დიდი ვილი, ნებისმიერი სახელი რომლის შემადგენლობაში შედის შტატის ან რომელიმე ქალაქის სახელი
12)ადამიანები, რომლებსაც სახელად ჰქვიათ სიერა, სექვოია ან რეინბოუ, ვერასოდეს გახდებიან ბლუზმენები, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლან მემფისში
13)ბლუზური სახელის შერჩევა ახალბედასთვის:
ა)სახელში აღნიშნეთ ფიზიკური ნაკლი(ბრმა, კოჭლი და ა.შ.)
ბ)სახელს დაუმატეთ რომელიმე ხილი(ლიმონი, კივი, ნესვი ა.შ.)
გ)ამერიკის ნებისმიერი პრეზიდენტის გვარი(ჯეფერსონი, ჯონსონი, კლინტონი…)
მაგ: ბრმა ლიმონი ჯეფერსონი, ან კოჭლი კივი ჯონსონი და ა.შ.
14)რაც არ უნდა ტრაგიკული ცხოვრებით ცხოვრობდეთ, თქვენ ვერ გახდებით ბლუზმენი, თუ სახლში კომპიუტერი გაქვთ.
15)თუ თქვენ საბედისწერო ქალს ვერ პოულობთ, ესეიგი იგი თქვენმა საუკეთესო მეგობარმა იპოვა
16)შეყვარებული ყოველთვის გიღალატებს
17)პოლიციელი ბლუზმენის მეგობარი არ არის
წყარო: myguitar.ge
Saba
ან უბრალოდ სიდებილეებია
ჭუჭყზე ბებერი რა უბედურებაა
Sweet home Chicago
გ)თუ მემფისში ის კაცი გადარჩა – ეს კარგი იყო
დარწმუნებული ვართ იმიტომ არ გვეცინება, რომმარ ვარტ ბლუზმენები და არც მის ისტორიას ვიცნობთ
Saba
იმიტო არ გაგეცინა რო არაა გასაცინი პოსტი
ისე მე ვუსმენ ბლუზს მარა მაინც ნორმალურად არც ვიცი რა არი
ჩემი ძმა გადამკვდარია
კომპიუტერს ვაგდებ
ბლუზმენობს ვიწყებ ვინმემ name ამირჩიეთ :D:D:D
იმენა ******** ეს იმ მემპისელ კაცს
რა გადაეკიდეთ
საქართველოა ეს და ამერიკულ ბლუზ-იუმორზე არავის გაეცინება…
და საერთოდ ვინც ამაზე იცინის ეტყობა იუმორი არ იცის რაა
გახიზნული მაჩვი
შეურაწყოპილი კოალა
გაუპატიურებული მაკაკა
რავი დიდი არჩევანია
12)ადამიანები, რომლებსაც სახელად ჰქვიათ სიერა, სექვოია ან რეინბოუ, ვერასოდეს გახდებიან ბლუზმენები, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლან მემფისში
აი ყველაზე მაგარი პოსტია რაც აქ წამიკითხავს.. აი ბრავო… ან ეს მეთორმეტე ვაიმე…. ვიხევი..ცუდად ვარ..ბრავო ადამიანო… ვსო ადმინად დანიშნეთ ეს კაცი ..გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
რა არ გაგეცინათ არ გადამრიოთ?
ვაიმე ვერ ვჩერდები… რა ღადაობაა
ვაახ კიდევ ერთხელ რა..გაიხარე
BELLATRIX
აი ეგ უკვე აღარაა სასაცილო 
don mindia
აჰაა. მალადეც… მადლობა

და კაცი მიდის და გვერდიდან შეაგინეს ..შენი (ცენზურა ცენზურა) აი ამაზე ხომ იხევით ნახევარი თბილისის ახალგაზრდობა?
ყველას ხო ვერ ექნება იუმორის გრძნობა ყველა ვერ ჩაწვდება ამ პოსტს
მე ძააან მაგრად ვიხალისე
15:47
რათომღაც არ გამეცინა, ალბათ ძალიან ფუნდამენტური ცნებებია იმისათვის, რომ გავიცინო