საკითხავისამხედროსასარგებლო

სპარსეთის ყურის ომი ანუ “ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი”

1991 წელს ქუვეითის განთავისუფლებისათვის 34 ქვეყნის კოალიცია ერაყს დაესხა თავს…

“სპარსეთის ყურის მეორე ომი” ეწოდება ომს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითზე თავდასხმით დაიწყო და 1991 წელს 34 ქვეყნის კოალიციის მიერ ერაყის დამარცხებით დამთავრდა. აშშ-ში ამ სამხედრო ოპერაციებს უწოდებენ “ოპერაცია უდაბნოს ფარს” და “ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალს”
ომის დაწყების მიზეზი იყოს ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაცია..

1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის სატანკო და ქვეითთა ჯარები შეიჭრნენ ქუვეითში და დაიპყრეს ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები, მათ შორის ამირას სასახლეც. ერაყის არმიის ხელში გადავიდა მას-მედიიაზე კონტროლიც. ათასობით ქუვეითში დამსვენებელი უცხოელი ტურისტი ერაყმა ტყვედ აიყვანა და მათ გამოყენებას აპირებდა შემდგომში საზავო მოლაპარაკებების დროს. სადამ ჰუსეინის ბრძანებით “განთავისუფლებულ” ქუვეითში დაინიშნა მარიონეტული მთავრობა, რომელიც მან მალევე გადააყენა და ქუვეითი უშუალოდ ერაყს შეუერთა: ქუვეითის ნაწილი ბასრას პროვინციას შეუერთდა, ნაწილი კი მე-19 ერაყულ პროვინციად გადაკეთდა.

ქუვეითზე ერაყის ინვაზიის დაწყებისთანავე გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო “რეზოლუცია 660”, რომელიც ამ ინვაზიას გმობდა და მოითხოვდა ერაყის მთავრობისაგან ჯარების ქუვეითიდან უკან გაყვანას. 6 აგვისტოს “რეზოლუცია 661”-ის მიღებით უშიშროების საბჭომ ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გატარება დაადგინა. 29 ნოემბერს “რეზოლუცია 678”-ის მიხედვით უშიშროების საბჭომ ერაყს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს 1991 წლის 15 იანვრამდე ჯარები უნდა გაეყვანა ქუვეითიდან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა “დაცვითი სახის სამხედრო აქციების” დაწყება განაცხადა, რათა ხელი შეეშალათ ერაყისათვის საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შეჭრილიყო. ამ ოპერაციის კოდური სახელი იყო “დიზერტ შილდი” . ამერიკის დაზვერვის მიერ გამომზეურებულ სატელიტურ ფოტოსურათებზე ნათლად ჩანდა ერაყის არმიის საუდის არაბეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილება.

1991 წლის 16 იანვარს, რეზოლუცია 678 მიღებიდან ერთი დღის შემდეგ მოკავშირეებმა დაიწყეს მასიური საჰაერო ომი. 17 იანვარს დაიწყო ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალი” . მოკავშირეთა საჰაერო ძალები 1000-ზე მეტ საბრძოლო გაფრენას ასრულებდნენ დღის განმავლობაში და 10-ჯერ მეტ იარაღს იყენებდნენ ვიდრე მეოერ მსოფლიო ომის დროს. ამავდროულად მათ მიერ გამოყენებულ იქნა შემდეგი სახის ბომბები: სმარტ-ბომბი, ქლასტერ-ბომბი, დეიზი-ქატერი მოკავშირეებმა საჰაერო კონტროლი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამყარეს. საჰაერო ომი ძირითადად მიმართული იყო ისეთი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ როგორებიც იყნენ: რესპუბლიკური გვარდია ქუვეითში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, სკუდის ტიპის რაკეტების სისტემები, სამხედრო თვითმფრინავები და აეროპორტები, საშპიონაჟე სისტემები და სამხედრო საზღვაო ძალები. გარდა ამისა იბომბებოდნენ ელექტროსადგურები, რადიო-ტელევიზიის შენობები, პორტები, ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკები, ნავთობსადენები, რკინიგზები და ხიდები. დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ერაყის ენერგომომარაგების სისტემა. ომის დასასრულს ქვეყნის ენერგომომარაგების მხოლოდ 4%-ღა მიიღწეოდა.

1991 წლის 22 თებერვალს ერაყი დათანხმდა სსრკ-ის მხრიდან შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობას. შეთანხმების მიხედვით ერაყს 3 კვირის განმავლობაში თავის ჯარები უნდა გაეყვანა ქუვეითიდან, რაც პირობა უნდა ყოფილიყო მოკავშირეთა მხრიდანაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი გაგრძელებისა. ამ შემოთავაზებას აშშ არ დათანხმდა, თუმც პირობა დადო რომ უკან დახეულ ერაყის ჯარებს თავს არ დაესხმოდა. ამასთანავე ამერიკელებმა ერაყს წაუყენეს 24 საათიანი ულტიმატუმი დაეწყო უკანდახევა.

24 თებერვალს აშშ-ის ჯარებმა დაიწყეს სახმელეთო ომი. არმიის სატანკო შენაერთებმა ყოველგვარი საგრძნობი წინააღმდეგობის გარეშე გადათელეს ერაყელთა სანგრები და მათში ჩასაფრებული ერაყელი მეომრები ცოცხლად ჩამარხეს. შეტევის მეორე ტალღას შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები წარმოადგენდნენ. მათ სწრაფად შეაღწიეს ერაყელთა განლაგების სიღრმეში და ათასობით დეზორიენტირებული და მასიური საჰაერო ომით დემორალიზირებული ერაყელი მებრძოლი დაატყვევეს.

ქუვეითში აღსდგა ამირას ხელისუფლება და მტავრობამ ერის კოლაბორატორების დევნა დაიწყო. ეს დევნა განსაკუთრებით პალესტინელებს შეეხოთ, რომლებიც სადამ ჰუსეინს უჭერდნენ მხარს. ასი ათასობით პალესტინელი სულ მალე იძულებული გახდა ქუვეითი დაეტოვებინა.

წყარო:wikipedia.org

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close