არქივი

ცნობილი ხალხის გამონათქვამები

ad797b63ccb0

სრულიადში გთავაზობთ ცნობილი ხალხის გამონათქვამებს

1. “გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი, რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის!” – ამბობდა კონფუცი

2. “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისათვის, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა” – ეწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ქვაზე

3. კითხვაზე, თუ სად ისურვებდა სიკვდილის შემდეგ მოხვედრას – ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: “ერთის მხრივ სამოთხეში, რადგან იქ კარგი კლიმატია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში, რადგან იქ კარგი პუბლიკაა”

4. ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: “მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო“

“მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას” – პიკასო

5. ცნობილი ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური ერთ-ერთი ბრძოლის დროს ამბობდა: “ჩვენ უკან კი არ ვიხევთ, არამედ წინ მივიწევთ სხვა მიმართულებით”

6. ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა

7. ბრიუსელის გაზეთის რედაქციაში მოვიდა წერილი: “მე გავაშენე პატარა ბაღი, რომელიც დიდი სიამოვნებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვარჩევ სასარგებლო მცენარეს სარეველასგან. გთხოვთ დამეხმაროთ”. “ამოთხარეთ ყველა მცენარე თქვენს ბაღში და რომელიც ისევ ამოვა, ის იქნება სარეველა” – “ურჩია” რედაქციამ.

8. “ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია” – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია

9. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი ოცნებობს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, მაგრამ არ აქვს ფული და სთხოვა დახმარება. “დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში” – წერილითვე უპასუხა ლენონმა. 1995 წელს კი ინდუსმა აისრულა ოცნება და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო იმ ფულით, რომელიც მან ლენონის წერილის გაყიდვის შედეგად მიიღო…

10. ერთმა სტუდენტმა ჰკითხა პროფესორს: “სიზმარში სულ უფრო ხშირად ვხედავ, თუ როგორ ვხდები პროფესორი. რა გავაკეთო, რომ სიზმარი ამიხდეს?” “ნაკლები უნდა იძინოთ” – მიუგო პროფესორმა

11. რუსი იუმორისტი შენდეროვიჩი ხუმრობდა: “პირველად ღმერთმა შექმნა სამყარო. დაისვენა. შემდეგ – მამაკაცი. დაისვენა. შემდეგ – კი ქალი და ამის შემდეგ არც ღმერთს და არც კაცს აღარ დაუსვენიათ”

12. ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.

13. სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვნას არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.

14. “?” დაბერებული “!“-ია – ამბობდა ბერნარდ შოუ

15. 112 მეტრის სიმაღლის შვედაგონის ტაძარი ბირმაში მხოლოდ იმიტომ ააგეს, რომ შიგ ბუდას თმის სამი ღერი დაესვენებინათ

16. “ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშსა და მცირეთა გამჭრიახობაზე” – აღნიშნავდა სტენდალი

17. საბერძნეთის ერთიანობის მომხრე ფილოსოფოსები მხარდაჭერის გამოსახატად გამარჯვებულ ალექსანდრე მაკედონელს ეახლნენ. მხედართმთავარმა მათ შორის ყველაზე ცნობილი – დიოგენე ვერ შენიშნა, ამიტომ გადაწყვიტა მის კასრთან თავად მისულიყო. დიოგენე გულგრილად შეხვდა მეფეს. გაკვირვებულ ალექსანდრემ ჰკითხა: როგორც ძლევამოსილ მბრძანებელს, ხომ არ შემიძლია რომ დიოგენესთვის რამე გავაკეთო?”. ამ შეთავაზების გამგონმა დიოგენემ თვალი ოდნავ გაახილა და მიუგო: რა თქმა უნდა, შეგიძლია…მიდექი გვერდზე, მზეზე მეფარები, ხომ ხედავ, ვთბები”…

18. როდესაც საფრანგეთში ლუმიერების პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა, ფილმის ერთ ეპიზოდში ხალხი დარბაზიდან გაიქცა, რადგან ეგონათ რომ ეკრანისკენ მომავალი მატარებელი დარბაზში გადმოვიდოდა და მათ დააზიანებდა.

19. უოლტ დისნეიმ პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმისათვის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ძირითად ოსკართან ერთად, შვიდი მცირე ზომის ოსკარიც მიიღო.

წყარო : gogona.ge

P.S ჩემი პირველი პოსტია და იმედია, თქვენთვის საინტერესო გამოდგება :makulatura:

QURCIKI

I Love RuGBy !

მსგავსი ამბები

Back to top button