საკითხავისასარგებლო

7 მიტოვებული საბჭოთა საოცრება

საოცარი ნაგებობი საბჭოთა პერიოდიდან.

1. ბალაკლავა (უკრაინა, ყირიმი).
საიდუმლო ბაზა ყირიმის ერთ პატარა ქალაქ ბალაკლავაში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზა, რომელიც მიტოვებული იქნა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე. 1961 წლიდან აქ იყო განლაგებული სამხედრო ბაზა, სადაც ინახებოდა საბრძოლო შეიარაღება და ასევე ატომური ბომბები, ასევე ამ ბაზას შეეძლო მიეღო სხვადასხვა ზომის 14 წყალქვეშა ნავი სარემონტოდ და მთელ კომპლექტს შეეძლო გაეძლო პირდაპირი ატომური დარტყმისთვის (დაახლოებით 100კტ). 1993 წლიდან ეს ბაზა უფუნქციოდ იყო მიტოვებული, რაც მას ვიზუალურადაც დაეტყო, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ მთლიანად გაზიდა აქედან მეტალის ნივთები, ლუქების ჩათვლით. იყო დრო, როცა იქ შესვლა სიცოცხლისთვისაც სახიფათო იყო, რადგან არსებობდა რეალური შანსი დაკარგვისა ან რომელიმე ულუქო შახტაში ჩავარდნისა. 2002 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ კომლექსიდან და მიტოვებული გემებიდან გაეკეთებინათ მუზეუმი.

2. მიტოვებული სარაკეტო შახტა (ლატვია, კეკავა).
მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიული სიმცირისა, აქ მაინც არის საბჭოთა პერიოდის უზარმაზარი ბაზები, რომლებიც დღეისათვის უფუნქციოდაა დარჩენილი. ერთ-ერთი ასეთი ბაზა მდებარეობს არც ისე შორს ლატვიის დედაქალაქიდან. ბაზის სახელი იყო «Двина». ბაზა თავის დროზე იყო ატომური იარაღით აღჭურვილი და ჰქონდა 4 გამშვები შახტა, რომლებიც 35 მ სიღრმეზეა მიწაში განლაგებული. დღეისათვის შახტის უდიდესი ნაწილი დატბორილია, ხოლო ექსკურსიაზე იქ წასვლა მარტო სულაც არაა სახარბიელო. გამოცდილი მეგზურის გარეშე ადვილი შესაძლებელია დაიკარგოთ გამშვები პუნქტის ლაბირინთებში.

3.უზარმაზარი ექსკავატორები (რუსეთი, მოსკოვი)
1993 წლამდე ეს მანქანები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ და ფოსფატით ამარაგებდნენ საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს. საბჭოეთის დაშლამ და ახალმა ეკონომიკურმა კურსმა ისინი უფუნქციოდ დატოვა, თუმცა მათ მიიზიდეს ათასობით ტურისტის ყურადღება. მაგრამ ამ უზარმაზარ ქმნილებესაც დაეტყო დრო – ზოგი მათგანი უბრალოდ დაიშალა, ხოლო დარჩენილებს კი იცავენ, რათა ბუნებამ მათაც არ მოუღოს ბოლო.

4. ჰორიზონტალური რადარი (უკრაინა, პრიპიატი).
ტიტანური ზომების ეს ნაგებობა ააგეს 1985 წელს, მისი დანიშნულება კონტინეტთაშორისი ატომური ბომბების სტარტის დაფიქსირება იყო. ის გათვლილი იყო ათწლეულებზე, მაგრამ მხოლოდ ერთი წელი იმუშავა. იმის გამო, რომ მას ჭირდებოდა დიდი ძაბვა ის ფაქტიურად ჩერნობილის რეაქტორს მიაშენეს, მაგრამ რეაქტორის აფეთქებასთან ერთად ის უფუნქციო გახდა. უზარმაზარი ანტენის ზომები გასაოცარია – სიმაღლით ის 150 მეტრია, ხოლო სიგანით 800. დღესდღეისობით ის მუზეუმადაა ქცეული, მაგრამ ბევრი ვერ ბედავს 150 მეტრის სიმაღლეზე ასვლას.

5.ქალაქი ზღვაში “ნავთობიანი ქვები” (აზერბაიჯანი).
საბჭოთა კავშირს ჭირდებოდა ნავთობი. ამისათვის 40-იან წლებში ბაქოს სანაპიროებზე დაიწყო ქალაქის მშენებლობა წყალზე. ქალაქი მალე იზრდებოდა და ცოტა ხანში იქ იყო განლაგებული 9 სართულიანი სახლები, თეატრები, სკოლები, რესტორნები და ლიმონათის ქარხანაც კი. ხოლო მთელი ამ ქალაქის ქუჩების სიგრძე 350 კმ-ს აღწევდა. მაგრამ ციმბირის ნავთობმა შეამცირა ამ ქალაქის მნიშვნელობა და დღეისათვის აქ მხოლოდ 2000 ადამიანი ცხოვრობს.

6. მიტოვებული ნაწილაკების ამაჩქარებელი (რუსეთი, მოსკოვი).
80-იან წლებში აგონიაში მყოფი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება აეგოთ უზარმაზარი ნაგებობა მიწისქვეშ ნაწილაკების ასაჩქარებლად და ცდების ჩასატარებლად. ამ გრანდიოზული ნაგებობის ზომები გასაოცარია – მისი სიგრძე 21 კმ-ია და ის 60 მ სიღრმეზეა მიწაში განთავსებული. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მშენებლობა დასრულდა და ეს კოლაიდერი მზად იყო თავისი ფუნქციის შესასრულებლად, მაგრამ პოლიტიურმა პანიკამ თავისი გაიტანა და აქ ცდები ერთხელაც არ ჩატარებულა. ხოლო ეს შენობა დარჩა უბრალო ორმოდ მიწაში.

7. იონოსფეროს შემსწავლელი სადგური (უკრაინა, ზმიევი).
დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირში გადაწყვიტეს აეგოთ 25 მ დიამეტრის ანტენები იონოსფეროს გამოსაკვლევად. მთლიანობაში ეს იყო პასუხი ამერიკელთა მიერ ალიასკაზე აშენებული ანტენებისა, რომლებიც დღესაც ასრულებენ თავის ფუნქციას.მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე უკრაინის ახალგაზრდა მთავრობას სულაც არ ჭირდებოდა ასეთი ფასდაუდებელი სადგური და ის უპატრონოდ დატოვა სტალკერებისა და ფერად ლითონზე მონადირე ხალხისათვის.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close