თქვენ ძალიან გიყვართ ხეები და მასზე ძრომიალი? ფიქრობთ რომ ნებისმიერ ხეზე შეგიძლიათ აძრომა და წინ ვერაფერი დაგიდგებათ, თქვენ ცდებით და თუ რატომ ამას მალე შეიტყობთ
Silk Floss Tree
ამას აბრეშუმის ძაფის ხეს ეძახიან. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული ტყეებია, ახლა კი ძირითადად სამხრეთ ფლორიდაშია გავრცელებული. ხეს ულამაზესი ყვავილები აქვს,რომელიც მაშინვე მოგხიბლავთ,მაგრამ მისი ხელში ჩაგდება არც ისე ადვილია, როდესაც ამხელა ეკლებს შეავლებთ თვალს. ყვავილს ირგვლივ ბამბისებური ქსოვილია,რომელსაც ბალიშების დასამზადებლად იყენებენ,თვითონ ხისგან კი ქაღალდს ამზადებენ, ასევე პოპულარულია დეკორატიული მიზნებისთვისაც, ქალაქის ქუჩების გასაფორმებლად და ა.შ. მაგრამ ვაი, თუ შემთხვევით ამას მიეჯახეთ
Hercules Club
მისი სამშობლო ა.შ.შ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია. სიმაღლეში 10-17 მეტრი მაინც იზრდება. ხეს სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. ნაყოფს ჩიტები ეტანებიან,მათ თესლი გადააქვთ და ეს ხის გამრავლებას უწყობს ხელს.
შესაძლოა ეს კონუსისებრი ბორცვები,რომელიც ხეს ამშვენებს არც ისე დიდ დაბრკოლებად მოგეჩვენოთ,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით,რადგან კარგად თუ დაუკვირდებით,შენიშნავთ რომ თითოეულ გამონაზარდს შუაგულში დიდი ეკალი აქვს.
Honey Locust
სამშობლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაა, უფრო ხშირად შეხვდებით სამხრეთ დაკოტაში, ახალ ორლეანსა და ცენტრალურ ტეხასში. მისი ეკლების სიგრძე 3-4 ინჩს აღწევს და დიდი სიფრთხილეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული ჭრილობით დაგასაჩუქროს. ეკლები ძირითად ღეროსა და ქვედა ტანზე ეზრდება, რაც მშვენიერი თავდასაცავი მექანიზმია, რადგან ბევრი ცხოველი, სწორედ ამ ხის ქერქით იკვებება. ეკლები საკმაოდ მახვილი და მჭრელია, ისე რომ ბევრ უნახავს საკმაოდ მოზრდილი ფრინველი ამ ეკალზე წამოგებული.
Kapok
კაპოკი ტროპიკული ხეა, მისი სამშობლო მექსიკა, ცენტრალური და ჩრდილო ამერიკაა. მაიას ტომის ხალხს ამ ხესთან დაკავშირებით თავიანთი წარმოდგენები ჰქონდათ. მათ სწამდათ, რომ ხის ფესვები, რომელიც მთელი მსოფლიოს მიწისქვეშ იყო გადგმული, იცავდა სამყაროს.
კაპოკის თესლის ზეთისგან საპონი მზადდება. რაც შეეხება იმ ეკლებს, რომელიც ჩვენ ასე გვაშინებს, ასაკის მატებასთან ერთად სცვივა.
Pejibaye Palm
ამ პალმას მეტად საშიში შესახედაობა აქვს. ათასობით წვრილი და გრძელი ეკლითაა დაფარული მთელი მისი ტანი. იგი მოჰყავთ მშობლიური ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, მაგალითად კოსტარიკაში, ნიკარაგუაში, რა თქმა უნდა ხეს დანიშნულება აქვს. ადგილობრივებს განსაკუთრებით უყვართ მისი მინიატურული ქოქოსის კაკალი. თუმცა ნაყოფი პატარაა და თან ძნელად მოპოვებადი,რადგან არც ისე ადვილია ასეთი ხიდან ქოქოსის მოკრეფა,მაგრამ მოსახლეობამ გამოსავალი იპოვნა და კრეფის ტექნიკაც დახვეწა.
ისინი ჯერ ხის ქერქის რაღაც ნაწილს ფხეკენ,რათა ეკლები მოაცილონ და მხოლოდ შემდეგ კრეფენ ქოქოსს.
Sandbox Tree
ზემოთ აღნიშნული ხეები შესაძლოა მართლაც ცუდისმომტანი იყოს თქვენთვის,თუკი ზედ განავარდებას მოისურვებთ,მაგრამ ამ ხეს შეუძლია მიუკარებლად მოგიტანოთ ზიანი. მუქი ეკლები ნელ-ნელა ეზრდება და ხე ავისმომასწავებელ სახეს იღებს, სინამდვილეში ეკლების შიგნით ნაყოფი იმალება,ეს ერთგვარი გამონაზარდია. როცა დამწიფდება,უცებ გასკდება და 300 მეტრში ისვრის ამ ნაყოფებს 150 მილი საათის სიჩქარით. ანუ თუ ახლოს დგახართ კარგი დღე ნამდვილად არ დაგადგებათ. მაგრამ ვთქვათ ამას გადაურჩით და ახლა ნაყოფმა დაგაინტერესათ, აიღეთ და შეჭამეთ? თქვენი საქმე წასულია. თესლისებური ნაყოფი იწვევს დიარეას, ღებინებას, მხედველობის შესუსტებას და გულისცემის აჩქარებას.
ერთმა არ დაგაკმაყოფილათ და მეორესაც გაუსინჯეთ გემო? დაგეწყებათ ბოდვა, კრუნჩხვა და შესაძლოა გაღმაც გახვიდეთ.
რომელი ხის დაპყრობა მოიწადინეთ? : ))