არქივი

ძმები რაიტები – მათ სამყაროს ფრენა ასწავლეს

58b4d9f1b61f
ძმები რაიტები-გამომგონებლები,რომლებმაც მსოფლიო სხვა თვალით დაგვანახეს…

ბავშვობის გატაცება: საფრენი აპარატები
განათლება: დადიოდნენ საშუალო სკოლაში, მაგრამ არ მიუღიათ დამთავრების დიპლომი.

75aec791bbd6
საკუთარი ბიზნესი: გამომცემლები, გამოსცეს ორი გაზეთი; ველოსიპედების მაღაზიის მფლობელები/ მწარმოებელები, „Wright Cycle Co.“; თვითმფრინავის გამომგონებლები/მწარმოებლები; პილოტების ტრენერები; „Wright Company“.
8d4dca527b18
ძმები რაიტების ოცნება: ძმები რაიტები ადრეული ასაკიდან ოცნებობდნენ ფრენაზე. 1978 წ. მამამ, რომელიც იყო ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი და ხშირად მოგზაურობდა, უყიდა საფრენი სათამაშო, გაკეთებული ქაღალდის, ბამბუკის და კორპისაგან.

წლების განმავლობაში უილბერი შეპყრობილი იყო იდეით, რომ ფრენა შესაძლებელია. 1890–იან წლებში, მან წაიკითხა ყველა წიგნი და ნაშრომი, რაც კი არსებობდა ფრენის მეცნიერების შესახებ. ძმებმა ააგეს პირველი უპილოტო საფრენი აპარატი. ამ ექპერიმენტმა დაარწმუნა, რომ მათ შეეძლოთ თვითმფრინავის გაკეთება. მას შემდეგ, ჩაატარეს არაერთი ექსპერიმენტი და პირველებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელი და ვიწრო ფორმის ფრთა იყო იდეალური არქიტექტურა ფრენისთვის. როცა ნახეს, რომ მსუბუქი გაზის ძრავა არ არსებობდა, მათ თვითონ შექმნეს იგი. ძრავას ქონდა 12 ცხენის ძალა და იწონიდა 152 ფუტს.
c0da137ad117
პირველად ცაში: 1903 წ. 17 დეკემბერს, ქ. კიტი ჰოუკში, ორვილი აფრინდა 120 ფუტ სიმაღლეზე. ამ 12 წამიანმა ფრენამ შეცვალა მსოფლიო, აიყვანა რა იგი თავისუფლების ახალ სიმაღლეებზე და მისცა ადამიანებს შესაძლებლობა, ემოგზაურათ ისეთ ადგილებში, რაზეც მანამდე ვერც იოცნებედნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძმების გმირობამ მე–20 საუკუნის ცხოვრება გარდაქმნა, მეორე დღეს, მხოლო ოთხმა გაზეთმა დაწერა მათი მიღწევის შესახებ, თუმცა, ეს ახალი ამბავი ყველას გაზვიადებულად ეჩვენა.
d4389bc4c7c0
სკეპტიციზმის ალში: მიუხედავად იმისა, რომ ძმების გმირობამ მე–20 საუკუნის ცხოვრება გარდაქმნა, მეორე დღეს, მხოლო ოთხმა გაზეთმა დაწერა მათი მიღწევის შესახებ, თუმცა, ეს ახალი ამბავი ყველას გაზვიადებულად ეჩვენა.

პლანერის გამოგონებისა და ადამიანის ფრენის შესაძლებლობის არავის სჯეროდა. ევროპაც სკეპტიკუად შეხვდა ამ ამბავს. პრესა მათ მატყუარებს უწოდებდა. ამიტომ ძმებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ საჩვენებელი ფრენები. ისინი მთელს ევროპაში აწყობდნენ ფრენის დემონსტრირებას. 1908 წ. 8 აგვისტოს, უილბერმა საფრანგეთში იფრინა 1 წთ და 45 წამი, რამაც განაცვიფრა მაყურებელი.

ორვილმა აშშ–ს არმიაში მოაწყო საფრენი აპარატის დემოსნტრირება. 1908 წ. 9 სექტემბერს მან იფრინა 62 წუთი და 15 წამი. 1909 წ. კი ძმები უკვე ცნობილები იყვნენ.
83051233051d
პირველი კომერციული ფრენა: ეს ცნობილი რეისი Wright Company–მ განახორციელა 7 ნოემბერს, 1910 წ. რომლის დროსაც ორი რულონი აბრეშუმი გადაიტანეს დეიტონიდან კოლუმბუსში, ოჰაიო, ერთ–ერთი დიდი მაღაზიისთვის. მათ ამ გადაზიდვისთვის მიიღეს 5 000 დოლარი. პლანერმა 105 კმ. 1 საათსა და 6 წუთში დაფარა. აბრეშუმის პატარა ნაჭრები კი სუვენირებად გაიყიდა.
abfff3742373
ტრივია: ძმები შეპირდნენ მამას, რომ არასოდეს იფრენდნენ ერთად, რადგან ტრაგედიის შემთხვევაში, ერთ–ერთ ძმას მაინც შეძლებოდა საქმის გაგრძელება.

მათ მხოლოდ ერთხელ იფრინეს ერთად, 1910 წ. 25 მაისს, მამის ნებართვის მიღების შემდეგ. ამ ფრენისას პილოტი ორვილი იყო.
68f65cfca7f1
“თვითმფრინავი მაღლა იმიტომ რჩება, რომ არ აქვს ჩამოვარდნის დრო” ~ ორვილი
d4389bc4c7c0
“არავითარი სპორტი არ შეედრება ავიატორების გაცმოდილებას, როცა ისინი თეთრი ფრთებით დასრიალობენ ჰაერში” ~ უილბერი
“ფრენის სურვილი გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისგან, რომლებიც, პრეისტორიულ ხანაში თავიანთ რთულ მოგზაურობისას უგზო მიწებზე, შურით უყურებდნენ სივრცეში თავისუფლად მოფარფატე ჩიტებს თუ როგორ დაჰქროდნენ სრული სიჩქარით, ყველა დაბრკოლებაზე მაღლა, ჰაერის უსაზღვრო გზატკეცილზე” ~ ორვილი

წყარო:management.ge

p.s. ესეც ჩემი მეორე პოსტი,დღესვე..  :)  :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button